ეფესო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ეფესო
Ἔφεσος
ცელსუსის ბიბლიოთეკა
ცელსუსის ბიბლიოთეკა
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდ. 37°58′22.99″ ჩ. გ. 27°46′26.99″ ა. გ. / 

ეფესო მდებარეობა თურქეთი

Red pog.svg
არტემიდას ტაძრის ადგილი ეფესოში

ეფესო (ძვ.-ბერძნ. Ἔφεσος, თურქ. Efes) იყო ძველი ბერძნული პოლისი, შემდეგ კი მნიშვნელევონი რომაული ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ მხარეს. თანამედროვე სელჩუკის ადგილას, იზმირის პროვინცია, თურქეთი. ის იყო იონიელების კავშირში შემავალი ერთ-ერთი ქალაქი თორმეტიდან.[1]. რომაული მმართველობის პერიოდში, ის იყო დიდი ხნის განმავლობაში რომის იმპერიის სიდიდით მეორე ქალაქი, იმპერიის დედაქალაქის, რომის შემდეგ.[2][3] ძვ. წ. I საუკუნეში ეფესოს მოსახლეობა იყო 250,000, რაც მას მსოფლიოში სიდიდით მეორე ქალაქადაც აქცევს.[3]

ქალაქი სახელგანთქმულია იქ მდებარე არტემიდას ტაძრის გამო, (აშენდა დაახ. ძვ. წ. 550 წელს) რომელიც შეტანილია ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში.

ეფესო და ქრისტიანობა [რედაქტირება]

ეფესო ჩვენი წელთაღრიცხვის 50-ანი წლებიდან, ადრეული ქრისტიანობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. 52-54 წლებში ეფესოში პავლე მოციქული ცხოვრობდა, სადაც ის თანამოაზრებთან ერთად ღია მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა.[4] სადაც მას პრობლემები შეექმნა ხელოსნებთან, რომელთა შემოსავლის წყაროს არტემიდას ტაძარში არტემიდას ქანდაკებების გაყიდვა წარმოადგენდა [5]. 53-57 წლებში მან დაწერა პირველი კორინთელთა მიმართ, მოგვიანებით როდესაც ის იმყოფებოდა რომის ციხეში (62 წელი) მან დაწერა ეფესელთა მიმართ.

იოანე ღვთისმეტყველი რომის აზიურ ნაწილში მოღვაწეობდა,[6] და მისი სახარება შესაძლებელია ეფესოში იყოს დაწერილი.[7] ეფესო გამოცხადებაში მოხსენებული შვიდი ეკლესიიდან ერთ-ერთია[8], რაც მის სიძლიერეზე მიუთითებს.

მარიამ ღვთისმშობელის სახლი ითვლება მარიამ ღვთისმშობელის ბოლო საცხოვრისად (სელჩუკიდან დაახლოებით 7 კილომეტრი). ის პოპულარულია მომლოცველებში, მათ შორის მოინახულეს ბოლო სამმა პაპმაც.

ეფესოს ღვთისმშობლის ეკლესია რომელიც მდებარეობს ეფესუსის პორტთან ახლოს 431 წელს იყო ეფესოს საეკლესიო კრების ადგილი, სადაც მოხდა ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსჯა. ეფესოს მეორე საეკლესიო კრება შედგა 449 წელს, თუმცა მისი მიერ მიღებული აქტები არ არის საყოველთაოდ აღიარებული.

სქოლიო [რედაქტირება]

  1. ჰეროდოტე, 1.142
  2. Quezi: Ephesus
  3. 3.0 3.1 Oklahoma Christian University: Ephesus
  4. "Paul, St." Cross, F. L., ed. The Oxford dictionary of the Christian church. New York: Oxford University Press. 2005
  5. http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-19.htm - მოციქულთა საქმენი
  6. უილიამ დურანტი. Caesar and Christ. New York: Simon and Schuster. 1972
  7. სტეფან ჰარისი, Understanding the Bible. Palo Alto: Mayfield. 1985. "The Gospels" p. 266-268
  8. http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-2.htm - გამოცხადება

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეფესო&oldid=2393615-დან“