პერგამონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Bergama 20 06 07.jpg

პერგამონი (იგივეა, რაც პერგამოსი. ბერძნ. Πέργαμος ან Πέργᾰμον) — ანტიკური ქალაქი მცირე აზიის სანაპიროზე, ისტორიულ მიზიაში (ბერძნ. Μυσία), დღევანდელ თურქეთში, იზმირის პროვინციაში შემავალ ქ. ბერგამას ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს 26 კმ-ში ეგეოსის ზღვიდან, მდ. კაიკოსის, დღევანდელი ბაკირჩაის (თურქ. Bakırçay) ჩრდილო სანაპიროზე.

ქალაქი დაარსდა ძვ. წ. XII საუკუნეში ბერძენი მოახალშენეების მიერ. ელინისტურ ხანაში, ძვ. წ. 283–133 წლებში იყო პერგამონის სამეფოს დედაქალაქი, ატალიდების დინასტიით სათავეში. პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაფურჩქვნას მიაღწია ევმენოს I-ს (ძვ. წ. 263–241) და ევმენოს II-ს (ძვ. წ. 197–159) მეფობის დროს. იყო ელინისტური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.

ელინისტურ ხანაში პერგამონს გარს ერტყა მძლავრი გალავანი ე. წ. ევმენეს კარიბჭით. ქალაქს გადმოჰყურებდა ტერასებად განლაგებული აკროპოლისი, ზედა ბაქანზე იყო მეფეთა სასახლეები, არსენალი და ტრაიანეუმი, ქვემოთ ათენა ნიკეფოროსის სამლოცველო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 21, თბ., 1984 წელი.
  • Grewe, Klaus; Özis, Ünal (1994), "Die antiken Flußüberbauungen von Pergamon und Nysa (Türkei)", Antike Welt 25 (4): 348–352 
  • Hansen, Esther V. (1971). The Attalids of Pergamon. Ithaca, New York: Cornell University Press; London: Cornell University Press Ltd. ISBN 0-8014-0615-3.
  • Kosmetatou, Elizabeth (2003) "The Attalids of Pergamon," in Andrew Erskine, ed., A Companion to the Hellenistic World. Oxford: Blackwell: pp. 159–174. ISBN 1-4051-3278-7.
  • Nagy, Gregory (1998). "The Library of Pergamon as a Classical Model," in Helmut Koester, ed., Pergamon: Citadel of the Gods. Harrisburg PA: Trinity Press International: 185-232.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: