იერაპოლისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იერაპოლისი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტიპი შერეული
კრიტერიუმები ii, iv, vii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 37°55′51″ ჩ. გ. 29°07′24″ ა. გ. / 37.93083° ჩ. გ. 29.12333° ა. გ. / 37.93083; 29.12333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1988  (მე-12 სესია)
ნომერი 485
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 485
რუს.ინგლ.ფრ.

იერაპოლისი (ბერძნ. Ἱεράπολις „წმინდა ქალაქი“) – ანტიკური ქალაქი, რომლის ნანგრევებიც მდებარეობს დღევანდელ სამხრეთ–დასავლეთ თურქეთში, ქალაქ დენიზლიდან 17 კილომეტრში. თანამედროვე ფამუქ-ქალე (თურქ. Pamukkale „ბამბის ციხე“). მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი. 1988 წლიდან ფამუქ-ქალე და ქალაქ იერაპოლისის ნანგრევები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობად ითვლება.

ისტორია[რედაქტირება]

იერაპოლისის ადგილას პირველი დასახლება გაჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულში.

პერგამონის მეფემ, ევმენოს II-მ ძვ. წ. 190 წელს ძველი დასახლების ადგილას ააშენა ახალი ქალაქი და მას იერაპოლისი, ანუ წმინდა ქალაქი უწოდა.

ძვ. წ. 133 წელს ქალაქი რომის მფარველობაში შევიდა.

ახ. წ. 17 წელს მომხდარი მიწისძვრით დანგრეული იერაპოლისი აღდგენილ იქნა 60-იან წლებში და რომის არისტოკრატიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო ქალაქი გახდა თავისი თერმული წყლების წყალობით. ამ პერიოდს ემთხვევა ქალაქის გაფურჩქვნის ხანა.

გადმოცემის თანახმად, ქ. იერაპლოსში 87 წელს წამებით აღესრულა ერთი ათორმეტთაგანი მოციქული ფილიპე, რომლის სახელობის ეკლესიის (მარტირიუმის) ნანგრევებიც შემორჩენილია.

395 წლიდან აღმოსავლეთ რომის, ანუ ბიზანტიის იმპერიის ნაწილია.

1210 წლიდან იერაპოლისი გადადის თურქების მფლობელობაში.

ქალაქი საბოლოოდ დაინგრა 1534 წლის მიწისძვრის შედეგად.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

იერაპოლისი, ანუ ფამუქ-ქალე დღეს ცნობილია თავისი არქეოლოგიური და არქიტექტორული ძეგლებით:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: