მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

The Cable News Network-ის ლოგო
The Cable News Network-ის ლოგო
CNNThe Cable News Network — ამერიკული ტელეკომპანია ახალი ამბების 24 საათიანი მაუწყებლობით (შტაბ-ბინა ქ. ატლანტაში, ევროპული სათავო ოფისი ქ. ლონდონში). დააარსა ტედ ტერნერმა 1980 წელს. მსოფლიოს ეს უმსხვილესი საინფორმაციო კომპანია მოიცავს 14 სხვადასხვა საკაბელო და თანამგზავრულ არხს, 2 რადიოსადგურს, 6 ინტერნეტ–საიტს და 40–მდე საზღვარგარეთულ ბიუროს. ახალ ამბებს სი–ენ–ენი გადასცემს 38 კოსმოსური თანამგზავრის სიგნალების საშუალებით, რომელთა ხილვაც შესაძლებელია 1,5 მილიარდი მაყურებლისთვის მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. სი–ენ–ენ–მა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც 1991 წელს პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემდა სპარსეთის ყურეში მიმდინარე საომარი ოპერაციებიდან.

სიახლეები

იბრაჰიმ რაისი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


1 ივნისი — ამ დღეს...

ჰუგო კაპეტი
ჰუგო კაპეტი
  • 193 : რომის იმპერატორი დიდიუს იულიანუსი მოკლეს.
  • 987 : ჰუგო კაპეტი (სურათზე) საფრანგეთის მეფე გახდა.
  • 1831 : ჯეიმზ კლარკ როსმა ჩრდილოეთის მაგნიტური პოლუსი აღმოაჩინა.
  • 1935 : ავტომანქანის მართვის პირველი გამოცდა შემოიღეს დიდ ბრიტანეთში.
  • 1962 : ნაცისტი ადოლფ აიხმანი ჩამოახრჩვეს ისრაელში.
  • 1980 : CNN იწყებს მაუწყებლობას.
  • 1990 : ჯორჯ ბუში და მიხეილ გორბაჩოვი ხელს აწერენ ხელშეკრულებას ქიმიური იარაღის წარმოების შეწყვეტაზე.
  • 2005 : ნიდერლანდელებმა რეფერენდუმში უარყვეს ევროპის კონსტიტუცია.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი