შინაარსზე გადასვლა

ჯეიმზ კლარკ როსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ კლარკ როსი

ჯეიმზ კლარკ როსი
დაბადების სახელი ჯეიმზ კლარკ როსი
დაბადების თარიღი 15 აპრილი 1800
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვალების თარიღი 3 აპრილი 1862
ეილზბერი, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის სამეფო
პროფესია მოგზაური
საქმიანობა მკვლევარი, ბუნებისმეტყველი, საზღვაო ოფიცერი[1] , ბოტანიკოსი, ბოტანიკური კოლექციონერი[2] , სამეცნიერო კოლექციონერი[2] , seafarer[3] , პოლარული მკვლევარი[3] , discoverer[3] და Konteradmiral[3]
შვილ(ებ)ი James Coulman Ross[4]

ჯეიმზ კლარკ როსი (ინგლ. James Clark Ross; დ. 15 აპრილი, 1800 — გ. 3 აპრილი, 1862) — ინგლისელი მეზღვაური, პოლარეთის მკვლევარი. 1818–1833 წლებში მონაწილეობდა ჩრდილოეთ-დასავლეთ გასასვლელის მაძიებელ ექვს არქტიკულ ექსპედიციაში, რომელთაგან სამს (1819–1824 წლებში) ხელმძღვანელობდა უილიამ ედუარდ პარი, ორს (1818 და 1829–1833 წლებში) — მოგზაურის ბიძა ჯონ როსი. 1830 წელს როსმა მარხილით გადაკვეთა ნახევარკუნძული ბუთია, დასავლეთ მხარეს აღმოაჩინა სრუტე (სრუტეს შემდგომ მისი სახელი ეწოდა) და დაინახა მიწა (კინგ-უილიამის კუნძული), რომელიც მან ნახევარკუნძულად მიიჩნია. 1831 წელს აღმოაჩინა ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი ჩ.გ. 70°05' 17" და დ.გ. 96°’46'45"-ზე. 1840–1843 წლებში სამჯერ იმოგზაურა ანტარქტიკაში გემებით „ერებუსი“ და „ტერორი“. 1841 წელს აღმოაჩინა ზღვა, რომელიც მის სახელს ატარებს, ვიქტორიას მიწა, ვულკანები ერებუსი და ტერორის მთა (როსის ნახევარკუნძულზე) და როსის ყინულოვანი ბარიერი. 1842 წელს მიაღწია 78°09'30"-ს. როსმა რუკაზე დაიტანა ვიქტორიას მიწის აღმოსავლეთი ნაპირი, იგი მას, ისევე როგორც ადრე აღმოჩენილ ანტარქტიკულ მიწებს, კუნძულებად თვლიდა და არა სამხრეთის კონტინენტის ნაწილებად. 1848–1849 წლებში გემ „ენტერპრაიზზე“ ხელმძღვანელობდა ჯონ ფრანკლინის საძიებლად განკუთვნილ ექსპედიციას, რომელიც წარუმატებლად განხორციელდა. იყო სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი.

  • Voyage of discovery and reseach in Southern and Antarctic regions during the years 1839—43, v. 1—2, L., 1847.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ William R. O'Byrne ROSS, Kt., D.C.L., F.R.S., F.L.S., F.R.A.S., &c.: Captain, 1834. // A Naval Biographical Dictionary: comprising the life and services of every living officer in Her Majesty's Navy, from the rank of Admiral of the Fleet to that of Lieutenant, inclusive. Compiled from Authentic and Family Documents. — London: John Murray, 1849. — 1409 p.
  2. 1 2 Bionomia — 2018.
  3. 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #119384523 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  4. ↑ Lundy D. R. The Peerage