მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

მალარია (იტალ. malaria < mala aria — ცუდი ჰაერი; წინათ ფიქრობდნენ, რომ დაავადებას იწვევს ცუდი ჰაერი) — მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი — პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს — ანოფელესს. მალარია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში. ადამიანებში აღრიცხულია მალარიის 4 ფორმა: სამდღიანი (იწვევს Plasmodium vivax), ოთხდღიანი (Plasmodium malariae), ტროპიკული (Plasmodium falciparum) და მალარია-ოვალე (Plasmodium ovale), რომელიც მხოლოდ დასავლეთ ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში გვხვდება.

დღის სურათი

ასვლა ინდიან-კრიკზე, იუტა
ასვლა ინდიან-კრიკზე, იუტა
ასვლა ინდიან-კრიკზე, იუტა

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


28 აპრილი — ამ დღეს...

დენის ტიტო
დენის ტიტო
  • 1920 : წითელმა არმიამ აზერბაიჯანის ანექსია მოახდინა.
  • 1932 : მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნა.
  • 1945 : იტალიელმა ანტიფაშისტმა პარტიზანებმა ბენიტო მუსოლინი შეიპყრეს.
  • 1947 : თურ ჰეიერდალი და მისი გუნდის წევრები პერუს ნაპირს ტოვებენ ტივით კონ-ტიკი, პერუელი ადგილობრივების პოლინეზიაში გადასახლების შესაძლებლობის დასამტკიცებლად.
  • 1952 : სან-ფრანცისკოს ხელშეკრულების საფუძველზე აშშ-მა იაპონიიდან საოკუპაციო ჯარები გამოიყვანა.
  • 1978 : ავღანეთის პრეზიდენტი მუჰამედ დაუდ ხანი მოკლეს კომუნისტების მომხრე მეამბოხეებმა.
  • 2001 : მულტიმილიონერი დენის ტიტო (სურათზე) მსოფლიოში პირველი კოსმოსური ტურისტი გახდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი