კამბოჯის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი საუკუნის დასაწყისისათვის ქჰმერები დღევანდელი კამბოჯის ტერიტორიის ერთ-ერთი მოსახლე ტომი იყვნენ, მაგრამ თავიდანვე დომინანტი ძალა რეგიონში არ ყოფილან. მათთან ერთად მდინარე მეკონგის მახლობლად სახლობდნენ ფუნანები და ქამები. მეექვსე საუკუნის შუა წლებამდე ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე დომინანტი ძალა იყო და მისი მეზობელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ფუნანის ვასალები გახდნენ. მეექვსე საუკუნეში ფუნანს გამოეყო ჩენელას სახელმწიფო და მეშვიდე საუკუნის დასაწყისში უკვე ჩენელას სახელმწიფომ დაიმორჩილა ფუნანი. უკვე მეცხრე საუკუნის დასაწყისში, 802 წელს ასპარეზზე გამოდის ქჰმერების იმპერია. მისი პირველი მეფე ხდება ჯაიავარმან II. ქჰმერებმა შექმნეს ყველა მანამდე არსებულზე უფრო ძლევამოსილი და მდიდარი იმპერია მრავალფეროვანი კულტურით. მათმა ძლიერებამ ზენიტს მიაღწია მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში, სწორედ ამ დროს აიგო გრანდიოზული ინდუისტური კომპლექსი ანგკორში, რომლის ნაწილიცაა ცნობილი ანგკორ-ვატი. ქჰმერები ირიგაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის იმპერიას მართავდნენ 1431 წლამდე, სანამ მას შინაომები და მეზობლების, ვიეტნამისა და ტაივანის შემოტევები საბოლოოდ გაანაგდურებდა.

მოყოლებული 1431 წლიდან დღემდე კამბოჯა სუსტი, ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყანაა, რომელიც არსებობისათვის იბრძვის. 1431 წლიდან 1864 წლამდე, სანამ კამბოჯა საფრანგეთის კოლონია გახდებოდა ძირითადად მტრების, სიამისა და ანამის მოგერიებით იყო დაკავებული და ცდილობდა სრულად არ დაეკარგა დამოუკიდებლობა. განსაკუთრებით აქტიურობდა სიამი.

1864 წლიდან კამბოჯა საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ ექცევა. 1887 წელს მოსისხლე მტრები, ლაოსი, კამბოჯა და ვიეტნამი გააერთიანეს და საფრანგეთის ინდონეზიად გამოაცხადეს. მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ინდონეზია ოკუპირებული იყო მილიტარისტული იაპონიის მიერ.[1]

კოლონიალური იმპერიების დაშლის შედეგად, 1953 წელს კამბოჯამაც მიიღო დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან. ქვეყნის მმართველობის ფორმად გამოცხადდა კონსტიტუციური მონარქია. ფორმალურად ქვეყანას მართავდა ნგუენის დინასტია (Nguyễn dynasty), მაგრამ  რეალური ძალაუფლება პარლამენტისა და პრემიერის ხელში იყო. ქვეყნის მეფე იყო  ნოროდომ სიანუკი. 1970 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება, რის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა ლონ ნოლი, რომელმაც გააუქმა მონარქია და თავი ახალშექმნილი რესპუბლიკის პრეზიდენტად გამოაცხადა. 1975 წელს კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა წითელი ქმერების მოძრაობა პოლ პოტის მეთაურობით. პოლ პოტმა კიდევ ერთხელ გადაარქვა ქვეყანას სახელი და დემოკრატიული კამპუჩია დაარქვა. მან დაამყარა კომუნისტური დიქტატურა და ქვეყნის გარდაქმნას მიჰყო ხელი. მოსახლეობა იძულებით გადაასახლა ქალაქებიდან სოფლებში და კომუნისტური კოლექტიური მეურნეობების მშენებლობა დაიწყო. აიკრძალა ყოველგვარი რელიგია. წითელი ქმერების ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით მრავალი ათასი კამბოჯელი დაიღუპა შიმშილის, სხვადასხვა დაავადებების, ხანგრძლივი და მძიმე სამუშაო დღისა თუ უბრალოდ სიკვდილით დასჯის გამო. 1978 წელს წითელი ქჰმერების კომუნისტური რეჟიმი ასევე კომუნისტურმა ვიეტნამმა დაამხო და კამპუჩიას სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა. წითელმა ქჰმერებმა ხელისუფლება დაკარგეს, მაგრამ პარტიზანულ ბრძოლებს განაგრძობდნენ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთიდან. სწორედ კომუნისტი პარტიზანების დამსახურებაა, რომ კამბოჯის ტყეებში მილიონობით არაგაუვნებელყოფილი ნაღმია დარჩენილი, ხოლო ნაღმების გამო კიდურების გარეშე დარჩენილი ადამიანები ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემად რჩება. 1989 წელს ვიეტნამელმა ოკუპანტებმა ქვეყანა დატოვეს და დამოუკიდებელ ქვეყანას დაერქვა კამბოჯის სახელმწიფო (State of Cambodia). 1991 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების მხარდაჭერით კამბოჯაში ჩატარდა არჩევნები. 1993 წლის 21 სექტემბერს დამტკიცდა კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აღდგა კონსტიტუციური მონარქია, რომლის მიხედვითაც მეფე გამოცხადდა სახელმწიფოს მეთაურად, ხოლო პრემიერმინისტრი მთავრობის მეთაურად გამოცხადდა. კანონიერი მეფე ნოროდომ სიანუკი ქვეყნის სათავეში დაბრუნდა. 1997 წელს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გვერდით ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლება - მოსამართლეთა უმაღლესი საბჭო.[2][3]

ქჰმერის იმპერიის ირიგაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, ქჰმერებს საკმაოდ ძლევამოსილი იმპერია ჰქონდათ შუა საუკუნეებში, დედაქალაქით ანგკორში. ქჰმერების, იგივე ანგკორის იმპერიის ძლიერების ხანა 802-1431 წლებს მოიცავს. ქჰმერების, იგივე ანგკორის იმპერია სხვა მრავალი შუა საუკუნეების იმპერიისაგან გამოირჩევა წყლის რესურსების მართვისა და იმ დროისათვის რევოლუციური ირიგაციის სისტემის შექმნით. მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ ირიგაციის სისტემას როგორც იმპერიის აღზევებაში, ისე დაცემაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

დღევანდელი კამბოჯა, ძველი ქჰმერების იმპერია მდებარეობს მუსონური მკაცრი კლიმატის ზონაში, სადაც მუსონი წელიწადს ორ, მშრალ და ტენიან ნაწილებად ყოფს. მუსონს თან სდევს წყალდიდობები და დატბორვა, ხოლო მშრალ პერიოდს გვალვები. ცხადია ორივე ხსენებული ფაქტორი ანადგურებს მოსავალს. ანგკორის იმპერიაში ისწავლეს ყოველწლიურ მუსონთან გამკლავება და მეტიც, დაიწყეს მისი თავის სასარგებლოდ გამოყენება. მუსონების დროს ტონლესაპის ტბასა და მდინარეებში წარმოქმნილ ჭარბ წყლის მასას აგროვებდნენ გიგანტურ ოთხკუთხა ფორმის რეზერვუარებში, რითაც ერთის მხრივ, თავიდან იცილებდნენ ბრინჯის ნათესების მასობრივ დატბორვას, ხოლო მეორეს მხრივ, აგროვებდნენ დიდი რაოდენობით წყალს მშრალი სეზონისათვის. ისინი ამ მიზნით თხრიდნენ არხებს, აშრობდნენ ან კალაპოტს უცვლიდნენ მდინარეებს, აშენებდნენ დამბებს ჭალებში და რაც მთავარია გიგანტურ წყალსაცავებს (barays). ქჰმერის იმპერატორები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ამ ნაგებობების მშენებლობას. ბევრი მათგანი დღესაც შემორჩენილია. მაგალითად, დასავლეთის წყალსაცავი ანგკორთან, რომელიც 8 კილომეტრი სიგრძისა და 2.1 კილომეტრი სიგანისაა და ოდნავ პატარა აღმოსავლეთის წყალსაცავი, ასევე ანგკორთან, თითქმის ანალოგიური ზომებით, 8 კილომეტრი სიგრძისა და 1,7 კილომეტრი სიგანის. ყველა წყალსაცავი ორიენტირებული იყო ანგკორის გიგანტური ტაძარზე. პოლიტიკური არასტაბილურობის დროს საკვების უზარმაზარი რესურსი, რომელსაც ქმნიდა არხებისა და წყალსაცავების სისტემა, მონარქს კრიზისის დაძლევაში ეხმარებოდა.

ირიგაციის სისტემა

მეთხუთმეტე საუკუნეში ქჰმერების იმპერია დაეცა, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მეზობელი ქვეყნების შემოსევებთან ერთად სახელდება ირიგაციის სისტემის მოშლა. ირიგაციის ასეთი გამართული სისტემის მოშლა გამოიწვია ერთის მხრივ, მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრად ზრდამ, ხოლო მეორეს მხრივ, მეზობლების შემოტევებისა და შინაომებისაგან ქვეყნის დასუსტებამ. IX-X საუკუნეებში აგებულმა წყალსაცავებისა და არხების სისტემამ მეთხუთმეტე საუკუნის გაზრდილი მოსახლეობა ვერ დააკმაყოფილა, შინაომებითა და შემოსევებით დაღლილმა იმპერიამ კი როგორც ჩანს, მის გაფართოებაზე ვეღარ იზრუნა.[4]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Angkor Wat, Camboya, 2013-08-15, DD 032

ქჰმერების ტრადიციული არქიტექტურიდან მხოლოდ საკულტო-რელიგიური ნაგებობები შემორჩა და პირვანდელი სახით მხოლოდ მათი აღწერა შეგვიძლია. სხვა ტიპის ნაგებობები, როგორებიცაა მაგალითად საცხოვრებელი სახლები, უმეტესად ხისგან მზადდებოდა და შესაბამისად არ შემოგვრჩა, მაგრამ ამჟამად ტრადიციულად მიიჩნევა ხის სახლი, რომელიც დგას არა მიწაზე, არამედ მაღალ ბოძებზე, ასვლა შესაძლებელია კაპიტალური ან მისაყუდებელი კიბით, ეს დამოკიდებულია ოჯახის სოციალურ მდგომარეობაზე. შედარებით შეძლებულ ოჯახებს კაპიტალური კიბე აქვთ, ღარიბები მისაყუდებელი კიბითაც კმყოფილდებიან. სახლების ასეთი მოწყობა ნაკარნახევია კლიმატის თავისებურებებით. კამბოჯაში ძალიან ნესტიანი ჰავაა და მუსონის სეზონზე არც წყალდიდობებია იშვიათი, ამიტომ ბოძებზე შეყენებული სახლი ბევრად კომფორტულია, ვიდრე მიწაზე აგებული ქოხი.

საკულტო-რელიგიური ნაგებობებიდან აღსანიშნავია ანგკორ ვატის ტაძარი. ანგკორი არის ქჰმერის იმპერიის ძველი დედაქალაქი, ხოლო ვატ ნიშნავს ტაძარს. ანგკორის ტაძარი აგებულია მეთორმეტე საუკუნეში იმპერატორ სურიავარმან II-ის ზეობის ხანაში, ქჰმერების იმპერიის ძლიერების ზენიტში. ანგკორ-ვატი არის არქიტექტურული კუთხით ყველაზე დიადი ძეგლი როგორც ქჰმერების იმპერიის ასევე ინდუისტური კულტურისათვის. კამბოჯისათვის იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ტაძარს, რომ ის გამოსახულია ამ ქვეყნის დროშაზე.

ანგკორ-ვატი აიგო, როგორც ინდუისტური ტაძარი, მაგრამ იმპერიაში ბუდიზმის გავრცელების შემდეგ, მეცამეტე საუკუნეში, ტაძარი ბუდისტების ხელში მოექცა, მაგრამ საბედნიეროდ ინდუიზმისათვის დამახასიათებელი ბარელიეფები განადგურებული არაა. ინდური ტრადიციის მიხედვით, იმპერატორმა ტაძარი ანგკორ-ვატი აუგო ღვთაება ვიშნუს და არა შივას, როგორც ამას აკეთებდნენ ქჰმერის სხვა იმპერატორები.

ტაძარი დგას ამაღლებულ ტერასაზე. ტაძრის ცენტრალური კოშკები განასახიერებს ღმერთების სამყოფელს - მერუს მთას, ხოლო სამი ერთმანეთზე მაღალი ოთხკუთხა გალავანი მათ გარშემო გარემომცველ სამყაროს.

ტრადიციული ინდუისტური ტაძრებისაგან განსხვავებით, ტაძრებს კამბოჯაში, აგებულს ქჰმერების იმპერიის ხანაში, გარს არტყავს მართკუთხედის ფორმის წყალსაცავი. ამას ჰქონდა რამდენიმე ფუნქცია. პირველი ამ წყალსატევს უნდა დაეცვა ტაძრები, როგორც მტრების შემოსევების, ასევე წყალდიდობებისაგან. გარდა ამისა, წყალსატევები წარმოადგენდა ანგკორის დიდი საირიგაციო სისტემის ნაწილს და აქედან ირწყვებოდა ბრინჯის ნათესები მშრალ პერიოდში. პრაქტიკულის გარდა სიმბოლური დატვირთვაც აქვს ტაძრისა და წყალსაცავის ერთად განთავსებას - ადამიანებისათვის როგორც სულიერი, ისე ხორციელი საზრდოს წყარო ერთიდაიგივე ადგილი იყო.[5][6]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯაში დომინანტი რელიგია არის ბუდიზმი (ქვეყანაში არსებობს მიახლოებით ახალი წელთაღრიცხვით V საუკუნიდან), რომელსაც პოპულაციის 90% მისდევს. 1%-იან ნიშნულს იკავებს ქრისტიანობა. ასევე ქვეყანაში წარმოდგენილია ისლამი, ათეიზმი და ანიმიზმი.

ბუდიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიების გადანაწილება კამბოჯაში

კამბოჯური ბუდიზმს არ აქვს კავშირი სხვა რომელიმე ბუდისტურ სხეულებთან. სხვა რეგიონებიდან მოსულ მღვდლებს თავისუფლად შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ რელიგიურ რიტუალებში, როგორიცაა “clergy”.

კამბოჯაში გავრელებულია ორი ბუდისტური მოძრაობა: „Thommayut“ და „Mohanikay”. აქედან უმრავლესობას მოიცავს „Mohanikay“, ხოლო უმცირესობას Thommayut-ი. Thommayut-ი კამბოჯაში შემოვიდა ტაილანდიდან და სამეფო კარზე და არისტოკრატიაში მოიპოვა პოპულარობა, ის გამოირჩეოდა მეტი სიმკაცრით “clergy” რიტუალისადმი.

ორივე მიმდევრობას გააჩნია საკუთარი ორგანიზება, რომელიც შედგება 11 იერარქიული დონისგან. 7 დაბალი ფენა ცნობილია, როგორც „Tananukram”. 4 მაღალ ფენას კი ჰქვია „Rajanga”. Mohanikay-ურ სისტემაში Rajanga-ში შედის 35 ბერი, ხოლო Thommayut-ურ სისტემაშ კი 21. ყველა ბერმა სულ მინიმუმ 25 წელი მაინც უნდა იმსახუროს, რომ მიაღწიოს Rajanga-ს რომელიმე დონეს.

კამბოჯური ბუდისზმის ქვააკუთხედები არიან „Buddhist bonze” და“ Wat ”. ტრადიციულად, თითო სოფელს აქვს საკუთარი სასულიერო დაწესებულება, Wat-ი, სადაც ბუდისტი სასულიერო პირები ანუ Buddhist bonze-ები მოღვაწეობენ. ტიპური აღნაგობა ამ სასულიერო დაწესებულების არის შემდეგი: რამდენიმე რეზინდენცია სასულიერო პირებისათვის, ჰოლი, რომელიც შეიცავს გუბურებს და წმინდა დების თავშეყრის ადგილს, ასევე წმინდა რელიქვიების განსალაგებელ ადგილს. ბერების რაოდენობა დამოკიდებულია ადგილობრივ პოპულაციაზე. რელიქვიების განსალაგებელ ადგილზეა განთავასებული ბუდას ქანდაკება, რომელთადან კონტაქტი, მხოლოდ სასულიერო პირებს შეუძლიათ ძირითად დღესასწაულებზე. ტრაპეზი მიმდინარეობს ჰოლში. “Stupa” კი არის ადგილი, სადაც განლაგებული გარდაცვლილთა ფერფლი. ის განთავსებულია რელიქვიების განსალაგებელ ადგილზე. ასევე ამ კომპლექსებში გვხვდება პატარა ბაღები და კარიბჭეები. მთავარი შესასვლელი გამოიყენება, მხოლოდ დღესასწაულებისას და მიმართულია აღმოსავლეთისკენ. აღსანიშნავია, რომ არანარი კარებები ამ რიპის სასულიერო დაწესებულებას არ გააჩნია.

კამბოჯაში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ყოველმა ახალგაზრდამ უნდა მიიღოს სასულიერო პირად ყოფნის გამოცდილება, ანუ ისინი ემსახურებიან თავის ეკლესიას. ამგვარი გამოცდილების მქონე ადამიანი კონკრეტულ საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ამავდროულად მოაქვს დიდი პატივი ოჯახისთვისაც. ეს ტრადიცია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვმა ვერ მოასწრო სასულიერო მომზადების მიღება მშობლის გარდაცვალებამდე, მაშინ დამარხვის დღიდანვე უნდა შეუდგეს რელიგიურ სამსახურს. სასულიერო პირებს აქვთ ორი წოდება „bhikkhu” და “samani” ძირითადად ახალგაზრდა მიმდევრები არ ადიან „bhikkhu”-ს რანგზე. ბუდისტ ახალგაზრდებს შეუძლიათ არ დარჩნენ ბერებად, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამ ნაბიჯს დგამს. მინიმალური ასაკი 7 წელია თუმცა 20 წლამდე ვერ შეგეძლება “bhikkhu” რანგის მიღწევა. ბერების საზოგადოება ცხოვრობს ასკეტური ბუდისტური კანომდებლობით, რომელიც კრძალავს ყოველგვარ გართობის საშუალებას და ამავდროულად მდიდრულ და კომფორტულ საწოლებზე ძილს. ასევე მათ ეკრძალებათ პოლიტიკაში ჩარევა. ქალები სულიერ დებად მიიღებიან მოხუცებულებაში, განსაკუთრებით ქვრივები. დებიც ცხოვრობენ სულიერი მამების მსგავსად. ისინი დიდ როლს თამაშობენ სასულიერო კომპლექსის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩინური რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Yeay mao cambodia

„Mahayana” ბუდიზმის მიმდევრები არიან კამბოჯას ტერიტორიაზე მცხოვრები ვიეტნამელები და ჩინელები, რომლებმაც არა ერთი რელიგიური ელემენტები შემოიტანეს.

ამ ჩინურ მიმდევრობებში თაყვანს სცემენ, წინაპრებს და სახლის კერის მცველი ღმერთებს. ისინი ამ პრაქტიკას მიმართავენ იმიტომ, რომ მიცვალებულების დახმარებით გაიზარდოს და გაძლიერდეს ოჯახი. ასევე ხდება ტაოიზმის მედიტაციის სწავლება და მაგიის გამოყენება, რათ მოიპოვონ ბედნიერება, სიმდიდრე, ჯანმრთელობა და უკვდავება. კონფუციზმის (ნახევრად ფილოსოფიური ნახევრად რელიგიური სწავლება) პრაქტიკის დროს ხდება თაყვანისცემა წინაპრებისა და წარსულის გამორჩეული ფიგურების.

ჩინური „Mahayana”-ს ბუდიზმი გამდიდრდა აწ ნახსენები ტაოიზმური და კონფუცისტური რწმენებით.

ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამი არის ქამებისა და სხვა მალაის უმცირესობის რელიგია. აღსანიშნავია, რომ ამ უმცირესობების წარმომადგენლები ჩვეულერივად იღებენ მონაწილეობას ნაციონალურ ცერემონიებში. ეს ხალხი ისლამურ გნათლებას იღებს მალაიზიასა და მექაში. მიუხედავად ამისა კამბოჯელი მუსლიმები რელიგიურად უფრო ახლოს არიან ვიეტნამის სანაპიროსთან მცხოვრებ ქამებთან ვიდრე მუსლიმებთან. ისინი აღიარებენ ალაჰის უზენაესობას, მაგრამ ამავდროულად აღიარებენ სხვა ზებუნებრივ ძალებსაც და სჯერათ მაგიის. ისინი იპარსავენ თავს, პირს და იცვამენ თეთრ ტანსაცმელს. მართალია ისინი ნაკლებ ინტერეს იჩენენ ისლამური ხელნაწერებისადმი მექაში, მაგრამ მაინც აღნიშნავენ ისლამურ დღესასწაულებს. ყველა მათგანი სუნიტია.

სხვა რელიგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯაში გავრცელებულია ბაპტიზმი და კათოლიციზმი, მათი გავრცელება მოხდა მისიონერული ექსპედიციებით ორივე ეკლესიის მიერ. კამბოჯაში არსევე არსებობს ლოკალური რელიგიური სისტემები, ამგვარი ტიპის სოფლებს გააჩნია სხვადასხვა რიტუალები, რათა მოახდინონ კომუნიკიაცია ზებუნებრივ ძალებთან.[3][7]

დაბადებისა და გარდაცვალების რიტუალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვის დაბადება არის სასიხარულო მოვლენა ოჯახისათვის. ტრადიციული რწმენების მიხედვით მშობიარობა და ბავშვის დაბადება გზას უხსნის სპირიტების სამყაროს ავნოს ოჯახს, განსაკუთრებით დედასა და ბავშვს. ქალი რომელიც მშბიარობისას იღუპება ანუ გადაკვეთს მდინარეს, ქმერში მიიჩნევა რომ ხდება ბოროტი სული. ტრადიციულ  ქმერის საზოგადოებაში ორსულ ქალს აკრძალული აქვს სხვადასხვა საჭმელი. ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს კონკრეტული სიტუაციები. ეს ტრადიციები ნარჩუნდება კამბოჯის სასოფლო მხარეში, მაგრამ ის ძალიან იშვიათია ურბანულ ნაწილში.

კამბოჯაში ბავშვების სოციალიზაცია საკმაოდ ადრეულ ასაკში იწყება. ხუთი წლის კამბოჯელ ბავშვს უკვე ანდობენ მის და-ძმებს მისახედად. ბავშვების უმეტესობა იწყებს სკოლას, როდესაც ისინი არიან 7 ან 8 წლის. ამ დროისათვის ისინი აღწევენ ასაკს, როდესაც მათ უნდა შეასრულონ საზოგადოებრივი ნორმები, როგორებიცაა ზრდილობიანობა, მორჩილება და პატივისცემა უფროსებისა და ბუდისტი ბერების მიმართ. 10 წლის გოგონა უკვე ეხმარება დედამისს სახლის საქმეებში. ბიჭმა უკვე იცის როგორ იზრუნოს შინაურ ცხოველებზე და შეუძლია შეასრულოს ფერმის სამუშაოები უფროსების მეთვალყურეობით.  მოზარდი ბავშვები ჩვეულებრივ თამაშობენ იგივე სქესის წარმომადგენელ ბავშვებთან ერთად. თინეიჯერობის ასაკში ბიჭი შეიძლება გახდეს ტაძრის მსახური და იმსახუროს იქ როგორც ახაბედა ბერი. ეს დიდი პატივია მშობლებისათვის.

კამბოჯაში სიკვდილი აღიქმება როგორც დასასრული ერთი ცხოვრების და დასაწყისი მეორის. დაკრძალვა არის ერთ-ერთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ორი მოვლენიდან. კრემაცია არის ჩვეულება და ხორციელდება როგორც კი შესაძლებელია სიკვდილის შემდეგ. გვამს რეცხავენ, აცმევენ და ათავსებენ კუბოში, რომელიც შეიძლება გაფორმებული იყოს ყვავილებითა და გარდაცვლილის ფოტოთი. დაკრძალვის პროცესში მონაწილეობენ ბუდისტი ბერები, ოჯახის წევრები, აჭარი(?) და სხვა მგლოვიარეები, რომლებსაც მიაქვთ კუბო კრემატორიუმში. მეუღლე და შვილი მგლოვიარობის გამოსახატად იპარსავენ თავებს და იცმევენ თეთრ ტანსაცმელს.

ძვლის ნაწილები, რომლებიც დაწვას გადაურჩება დებენ სპეციალურ ურნებში, რომლებსაც ათავსებენ სახლში ან ბუდისტური ტაძრის სპეციალურ სტრუქტურაში. ბუდისტური დოქტრინის მიხედვით ინდივიდი განიცდის წარმატებულ რეინკარნაციას და მისი პოზიცია შემდეგ სამყაროში განისაზღვრება ცხოვრების სტილით ამ ცხოვრებაში. მხოლოდ განსაკუთრებულ, ბუდას მსგავს ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ ნირვანას და გაშვებულ იქნან რეინკარნაციის წრიდან.[3][8]

ფესტივალები კამბოჯაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯაში არის ბევრი ყოველწლიური ბუდისტური ცერემონია. მათ შორის ყველაზე მნიშნელოვანია Pchum-ის ცერემონია სიკვიდილის პატივსაცემად სექტემბერში და Katun-ის ფესტივალი, როდესაც ხალხი აგროვებს ფულს და რესურსებს ტაძარში ბერებისთვის. საოჯახო ცერემონიები როგორებიცააა დაბადების აღნიშვნა, ქორწილი და სიკვდილი აღინიშნება სახლში. ასევე არის რიტუალები, რომლებიც დაკავშირებულია მკურნალობასთან, ზებუნებრივი სულების დაწყნარებასთან, სოფლის მეურნეობასთან და სხვა აქტივობებთან.  Meak Bochea - აღინიშნება სხვადასხვა წელს სხვადასხვა დროს თებერვლის თვეში, როდესაც კამბოჯელები აღნიშნავენ ბერების პირველად შეკრებას და ბუდასთან მათ კავშირს, სწავლას. 

Visaka Bochea - ბუდისტების დღესასწაული, რომელიც არის ასევე “მოძრავი“ და აღინიშნება აპრილში ან მაისში და აღნიშნავენ ბუდას დაბადებას,

რაც შეეხება სახალხო დღესასულებს, რომლებიც კამბოჯაში აღინიშნება.

გრეგორიანული ახალი წელი აღინიშნება ჩვეულერბივ 1 იანვარს, 7 იანვარს გამარჯვების დღე, აღნიშნავენ ქმერული კომუნისტური რეჟიმზე გამარჯვებას.

ქალთა დღე აღინიშნება როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე კამბოჯაში 8 მარტს. ქჰმერული ახალი წელი არის 14-16 აპრილს, როდესაც მტელი კამბოჯა 3 დღის განმავლობაში ზეიმობს დღესასწაულს, რომელიც მიიჩნევა კალენდრის ყველა მნიშვენლოვან ფესტივალად.

ასევე მოძრავი დღესასწაულია სამეფო ხვნის ცერემონია, აღინიშნება მაისში მიწის დამუშავების სეზონის დასაწყისად.

24 სექტემბერს აღინიშნება კონსტიტუციის დღე.

23 ოქტომბერს აღინიშნება პარიზთან ხელშეკრულების გაფორმების დღე. გაფორმდა 1991 წლის 23 ოქტომბერს.

დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება 9 ნოემბერს, 1953 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების აღსანიშნად.

საკმაოდ გავრცელებულია ,,სავსე მთვარის ფესტივალი“ როდესაც კამბოჯელები აღნიშნავენ მთვარის პროსტრაციას. ადრე დილით ხალხი იწყებს  მსხვერპლის მზადებაას  მთვარისთვის შესაწირად. ასევე ამზადებენ ცოცხალ ყვავილებს, მანიჰოტის სუპს, ბრტყელ ბრინჯს,  ლერწამის შაქრის წვენს.  ღამით ხალხს მიყავს მსხვერპლი მსხვერპლშეწირვის ადგილას და ელოდება მთვარეს. ორდსაც მთვარე გამოჩნდება, ყველა მთელი გულით იწყებს მთვარის თაყვანისცემას და სთხოვენ წყალობას. თაყვანისცემის რიტუალის შემდეგ, უხუცესი იღებს ბრტყელ ბრინჯს და უვსებს ბავშვებს პირს. იგულისხმება რომ ეს ბედნიერების მომტანია და ამით მიილტვის ბავშვი სრულყოფილებისკენ. ეს დღესასწაული არის ჩინური მაგრამ კამბოჯელებიც აღნიშნავენ. კამბოჯელებში ეს დღსასწაული ასოცირებულია ქჰმერულ რწმენებთან „ლოცვა მთვარისთვის“ და ბუდისტურ ლეგენდასთან კურდღელზე.[9]

 ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინების სახეებს შორის დომინირებს მონოგამიური. 1975 წლამდე პოლიგამია იყო კანონიერი, თუმცა არც ისე გავრცელებული. იგი აიკრძალა DK რეჟიმისა და მისი მომდევნო მთავრობების მიერ.

მეუღლის არჩევა ახალგაზრდა ბიჭისთვის საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურას მოიცავს და მასში შესაძლოა ჩართულნი იყვნენ როგორც წყვილის მშობლები და მეგობრები, ასევე მაჭანკალი და ჰაორა ( წინასწარმეტყველი).

როდესაც წინასაქორწილო ჩვეულებები განსხვავებულია სასოფლო და ურბანულ ნაწილებში. ქორწინება, როგორც სიყვარულის კულმინაცია ძირითადად მოიაზრება დიდ და განვითარებულ ქალაქებში. ჩვეულებრივ მამაკაცი ქორწინდება 19 დან 25 წლამდე შუალედში, ხოლო ქალები 16 დან 22 წლამდე შუალედში.

მას შემდეგ, რაც შეირჩევიან მეუღლეები, თითოეული ოჯახი იწყებს გამოძიებას ნამდვილად კარგ ოჯახში შედის თუ არა მათი შვილი.

ტრადიციული ხელის თხოვნისათვის ახალგაზრდა ბიჭი სთხოვს თავის მშობლებს გაგზავნონ შუამავალი გოგოს მშობლებთან. შუამავალი გადასცემს მათ ბიჭის ოჯახის წინადადებას. ამის შემდეგ გოგოს მშობლებმა შეიძლება მიიღონ ან უარყონ მიღებული შემოთავაზება. არის შემთხვევები, როდესაც მშობლები თვითონ ნიშნავენ ქორწილს შვილებისგან დაუკითხავად. ჩვეულებისამებრ, სასიძოს ოჯახი აძლევს ფულად საჩუქარს საპატარძლოს ოჯახს, რათა გადაიხადონ ყველა ხარჯი, რაც მათ ამ ქორწილისგან მიადგებათ.

კამბოჯის საზოგადოებაში არ არის რაიმე წესი ენდოგამიისა და ეგზოგამიის შესახებ, შესაბამისად, ბიძაშვილების ქორწინება ნებადართულია.

ტრადიციული ქორწილი სამაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პროცედურაა. ფორმალურად ის გრძელდებოდა 3 დღე, მაგრამ 1980 წლიდან ის დღენახევარი გრძელდება. ცერემონიის დასაწყისს ბუდისტი მღვდელი კითხულობს მოკლე ლოცვანს, რასაც მოსდევს თმის შეჭრისა და წყვილის მაჯებზე წმინდა წყალში დასველებული ბამბის ძაფის შემოხვევის რიტუალი. მღვდელი წრიულად ატარებს სანთელს წყვილის შეკრული მაჯების გარშემო, რათა დალოცოს მათი ერთობა. ცერემონიის შემდეგ იმართება წვეულება ოჯახისათვის, მეგობრებისა და კეთილის მსურველებისთვის, რომ აღნიშნონ ახალშეუღლებულების გაბედნიერება.

ახალდაქროწინებულები ტრადიციულად გადადიან ცოლის მშობლებთან. აქ მათ შესაძლოა ერთი წელიც იცხოვრონ მანამ, სანამ მათ შეეძლებათ ააშენონ ახალი სახლი. საცხოვრებლის არჩევა დამოკიდებულია არსებულ მდგომარეობაზეც და წყვილს შეუძლია მისი შეცვლა დროთა განმავლობაში სიტუაციის ცვლილებასთან ერთად. კამბოჯელ წყვილთა უმრავლესობა არ იღებს ქორწინების მოწმობას. ქორწინება აღიქმება უფრო მეტად როგორც სოციალური ინსტიტუტი, რეგულირებული საზოგადოებრივი მოლოდინებითა და ნორმებით. ეს პრაქტიკა გრძელდება დღესაც. ყველაფერი ეს საჭიროა იმსათვის, რომ საზოგადოებამ წყვილი დაქორწინებულად აღიქვას.

ეს არის ფორმა რომლის მიხედვითაც კამბოჯელი წყვილების უმეტესობა ქორწინდება. ასე თუ ისე, ეს ფორმა მიჩნეულია სრულიად კანონიერად კამბოჯის მთავრობისა და სასამართლოს მიერ. ამიტომაც, როდესაც წყვილი შორდება, მათ არ სჭირდებათ რაიმე სახის დოკუმენტებზე დროის დაკარგვა.

განქორწინება კანონიერია, თუმცა არც ისე გავრცელებული. განქორწინებული წყვილი საზოგადოებისგან აღქმულია როგორც დაწუნებული. როდესაც წყვილი შორდება, თითოეული მათგანი უკან იღებს ყველაფერს, რაც ინდივიდუალურად შესძინეს ოჯახს. დანარჩენი საერთო საკუთრება იყოფა. განქორწინებულებს კვლავ აქვთ უფლება იქორწინონ, მაგრამ ქალმა უნდა მოიცადოს 10 თვე. მსგავსი ვალდებულება არ გააჩნია მამაკაცს. მას შუძლია იქორწინოს განქორწინებიდან თუნდაც  მეორე დღეს. ბავშვზე მეურვეობა ძირითადად დედას გადაეცემა, ხოლო მასზე ზრუნვა და ეკონომიკური დახმარება ორივეს მოვალეობაა.

კამბოჯაში გვხვდება სხვადასხვა სახის ოჯახები, შემდგარი მშობლებისა და დაუქორწინებელი შვილისაგან ან სხვადასხვა სახით გაფართოებული ოჯახები. უახლეს დროში ძირითადად გაცვრცელებულია სამი თაობის შემცველი ერთეულები. მასში შედიან მშობლები და დაქორწინებული შვილი მეუღლითა და ბავშვით. DK ს რეჟიმში სიკვდილიანობის მაღალი მაჩველებლის გამო 1992 წელს ოჯახი შედგებოდა სხვადასხვა ტიპის ნათესავებისგან. ასევე გაზრდილი იყო ერთ მშობლიანი ოჯახების რიცხვი ( ძირითად შემთხვევაში ამ ერთ მშობელს ქვრივი ქალი წარმოადგენდა). ერთი ოჯახის წევრები, ჩვეულებრივ, იზიარებენ სამუშაოს, რესურსებსა და პროდუქტებს.

მემკვიდრეობა არის ორმხრივი. ქონების გადაცემა ხდება მაშინ, როდესაც შვილი იქორწინებს ან როდესაც მშობლები გარდაიცვლებიან. ძირითადად მშობლები ცდილობენ თანაბრად გაუყონ შვილებს ქონება, მაგრამ პრაქტიკაში ზოგი მემკვიდრე შედარებით მეტს იღებს. ეს ხშირად გამოწვეულია როგორც ინდივიდუალური საჭიროებებით, ასევე შვილების ფავორიტიზმით.[10][11]

სამზარეულო და დიეტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკვები, რომელსაც კამბოჯის სხვადასხვა ეთნოსები მიირთმევენ მსგავსია, გარდა ერთი განსხვავებისა მულიმები არ მიირთმევენ ღორის ხორცს. ჩვეულებრივი, ყოველდღიური საჭმელი არის ბრინჯი (სხვადასხვა ვარიაციით), თევზი და ბოსტნეული, განსაკუთრებით “Trakuon<meta />“ (წყალში ბინადარი მცენარე). ადგილობრივი ბრინჯის მომზადება განსხვავდება დანარჩენი ბრინჯის მჭამელი ქვეყნების სამზარეულოსგან და გამოირჩევა ჯანმრთელობისთვის დადებითი თვისებებით. პროტეინის მთავარ მარაგს წარმოადგენს თევზი სპეციალური სოუზებით. ასევე გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სანელებლები, რათა გამრავალფეროვნდეს კერძების გემო. ასევე კამბოჯა გამოირჩევა მაღალი შაქრის გამოყენების დონით საკვებში. ქალაქებში საქმე სხვაგვარადაა, აქ იგრძნდობა აშკარად უცხოური კულტურების ზეგავლენა ადგილობრივ სამზარეულოზე.

1970 წლამდე კამბოჯელი ხალხი აწარმოებდა ადეკვატური დიეტის პროდუქტს, ანუ არსებულ კლიმატურ პირობებში ყველა საჭირო ნივთიერებას იღებდა, თუმცა კომუნისტურმა მმართველობამ ეს სისტემა დაანგრია. ამან გამოიწვია შიმშილი და მომავალი დაავადებები ახალგაზრდა თაობაში.

რაც შეეხება საკვებს ის ძალიან ჰგავს რეგიონის სამზარეულოს, მაგრამ მაინც ინარჩუნებს John

უნიკალურ კამბოჯურ გემოს, ბევრი კერძი შთაგონებული იყო ჩინური და ინდური მაგალითებით. თუმცცა უნიკალური რაც მათ აქვთ ეს არის “Prahok“-ი ერთგვარი საწებელი, რომელსაც მოიხმარენ ხშირად. აღსანიშნავია, რომ კამბოჯური საკვები ასევე ესთეტიკურადაც ლამაზია.

კამბოჯური თევზის ამოკი

თევზს კამბოჯურ სამზარეულოში დიდი როლი უჭირავს, რადგან ქვეყანაში კარგადაა განვითარებული სამდინარო სისტემა. თევზისგან მზადდება უნიკალური ნაციონალური კერძი “Amok”.[3]

ჩაცმულობა და გარეგნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული ქმერის ჩასაცმელიშედგება მაისურისგან ან ბლუზისგან და მაისურის მაგვარი მოსახამი- sampot-ი ქალებისთვის და sargon-ი კაცებისთვის. მზადდებოდა ბამბისა და აბრეშუმისგან. ოფიციალური ჩაცმულობისას კამჯოელები ამატებდნენ აღნიშნულ ჩაცმულობას დამატებით მასალებს ზურგზე და ფეხებს შორის. სახლში ორივე სქესს აცვია sampot-ი და sargon-ი.  ჩაცმულობის შემდეგი დეტალია karma - გრძელი შარფი, რომელსაც ატარებენ ყელის გარშემო.

კამბოჯელების ტანსაცმელში დიდად გენდერული სხვაობა არ ჩანდა. როცა ევროპელი მეცნიერები შეისწავლიდნენ ადგილობრივ ეთნოსებს, კამბოჯელი ქალები მათთვის გასაკვირი გამოდგა, რადგან ისინი ვერ იაზრებდნენ თუ როგორ შეიძლებოდა კაცს და ქალს ერთნაირად ცმოდათ და ერთნაირი თმის სტილი ეტარებინათ, მათი გენდერული სტერეოტიპების გამო. ისინი სუსტი სქესის წარმომადგენელ  კამბოჯელებს, როგორც ათლეტური ტანის ქალებს აღწერდნენ.

ქალების სილამაზის გაგება კამბოჯურ კულტურაში სხვა ნიშნებით ხდებოდა, ისინი დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ თმას და ძირითდად ყურადღებას ამახვილებდნენ : მრგვალ კისერზე, ფართო მხრებზე, ლამაზ თითებზე, მკერდზე და ფეხებზე.

ტრადიციული ტანსაცმელი

ბავშვობაში სექსუალურ მომწიფებამდე პატარებს ატარებინებდნენ ერთ კიკინას, ხოლო მომწიფების შემდგომ მოკლედ შეჭრილ თმებს. ქორწინების შემდგომ კი თავს იპარსავდნენ. სამივე ზემოთ აღნიშნული ტენდენცია გამოხატავდა მათ სტატუს საზოგადოებაში. თმების შეჭრა იმითაც იყო განპირობებული, რომ რელიგიურად მათ სჯეროდათ, რომ თმაში იმალებოდა ბოროტი სული და ამიტომაც პარსავდნენ თმას სექსუალურ მომწიფებამდე ბავშვებს და მხოლოდ კიკინას უტოვებდნენ. დაოჯახებამდე ბიჭები თმებს მოკლედ იჭრიდნენ ხოლო გოგოებს რეგულაციები არ ჰქონდათ.[3][12]

კონფლიქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯას საზოგადოებას რაც შეეხება აქ ინდივიდების დონეზე კონფლიქტი იშვიათად ხდება, რადგან კულტურული ნორმბი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. რაც შეეხება თავდაცვით ძალებს, მთავრობას ყოველთვის ჰყავდა ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოლებდნენ ქვეყნის დასაცავად მრავალრიცხოვანი საგარეო საფრთხეების შესაჩერებლად. კამბოჯაში არსებობს სასტიკი ხელჩართული ბრძოლის ოსტატობა „Bokator“, იგივე “ Labokkatao“. ეს საბრძოლო ხელოვნება 1700 წლის წინ შეიქმნა.

კამბოჯელების არმია შედგებოდა გლეხებისგან, რომლებიც ბრძოლაში მიჰვებოდნენ მეფეს, მშრალი სეზონის დროს, როცა მათ შეეძლებოდა ბრინჯის მეურნებისგან მოწყვეტა და საბრძოლველად წასვლა. ისინი იყენებდნენ პრიმიტიულ ტაქტიკას, ცდილობდნენ მზე მათ უკან მოექციათ). კამბოჯურ არმიაში გამოიყენებოდა საბრძოლო სპილო და ბალისტები (მძიმე არტილერია). ბალისტები შემოიტანეს ქამელმა დაქირავებულმა ჯარისკაცებმა ჩინეთიდან.

ქვეყანას 1863 წლამდე ძირითადად ბრძოლა უწევდა რეგიონში არსებულ მტრებთან, ვიეტნამთან და ტაილანდთნ, რამაც საბოლოოდ გამოფიტა  და ფრანგებს ხელში ჩაუგდო აღნიშნული მიწა, 1941-45 წლებში იაპონიამ მოახდინა ოკუპაცია კამბოჯის ომის შემდგომ. 1954 წელს კამბოჯა გათავისუფლდა.  ბოლო კონფლიქტები კი ძირითადად მოხდა ვიეტნამთან.[3][13]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1874 წლიდან 1921 წლამდე ქვეყნის მოსახლეობა გაიზარდა 946000-დან 2,4 მილიონამდე. 1950 წლისთვის ის მერყეობდა 3,710,107-დან 4,073,967-მდე და 1962 წელს მან მიაღწია 5.7 მილიონს. 1960-დან 1975 წლამდე კამბოჯის პოპულაცია იზრდებოდა 2.2 პროცენტით წლიურად, ეს იყო ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 1975 წელს როდესაც Khmer Rouge-მ იგდო ძალაუფლება ხელთ, მოსახლეობა დაახლოებით 7,3 მილიონს აღწევდა. აქედან ერთიდან ორ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა 1975-1978 წლებში. 1981 წელს PRK-მ გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემი, მოსახლეობა 6.7 მილიონს შეადგენდა. 1978 წლიდან 1985 წლამდე მოსახლეობა საშუალოდ იზრდებოდა 2.3 პროცენტით. ცხოვრების ხანგრძლივობა იყო 44.2 წელი მამაკაცებისთვის, ხოლო 43.3 ქალებისთვის 1959 წელს. 1970 წლისთვის ცხოვრების ხანგრძლივობა გაიზარდა 2.5 წლით 1945 წელთან შედარებით. განსაკუთრებით საგრძნობლად გაიზარდა ცხოვრების ხანგრძლივობა ქალებში, რაც აშკარად გამოწვეული იყო მედიცინის გაუმჯობესებით და იმით, რომ ორსულობის პერიოდში და მშობიარობისას უფრო დაცულები იყვნენ.

1959 წელს მოსახლეობის დაახლოებით 45 პროცენტი იყო 15 წელს ქვემოთ. 1962 წელს ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და 46 პროცენტს მიაღწია. მოსახლეობის 52 პროცენტი კი იყო 15-დან 64 წლამდე, როდესაც მხოლოდ 2 პროცენტი იყო 65 წელს ზემოთ. მამაკაცებისა და ქალების პროცენტული მაჩვენებლები სამივე ჯგუფში თითქმის იდენტური იყო.

კამბოჯის მოსახლეობა ჰომოგენური იყო და არის. 1962 წლისთვის მოსახლეობის 80% ქჰმერი იყო. დანარჩენი 20% კი მოიცავდა ჩინელებს, ვიეტნამელებს, ქამებს, ევროპელებს და სხვ. 1981 წლისთვის 1970-71 წლებში ვიეტნამელების სამშობლოში დაბრუნების, მათი სიკვდილიანობის გაზრდის, ქამებისა და ჩინელების ემიგრაციის შედეგად ეთნიკურად ქჰმერები უკვე მოსახლეობის 90%-ს შეადგენდა. 2012 წლის მონაცემებითაც, 14,952,665 ადამიანიდან 13.5 მილიონი ანუ 90% ქჰმერია.

1992 წელს უკვე კამბოჯის მოსახლეობა 8.5 მილიონს აღწევდა, მოსახლეობას საშუალოდ 1.5-დან 3 პროცენტამდე იზრდებოდა. ეს იყო გაცილებით მცირე რიცხვი, ვიდრე მოსალოდნელი ზრდა, რადგან ამ პერიოდში იყო სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რაც განპრიობებული იყო ომიანობით, რევოლუციითა და 1969 – 1980 წლებში არსებული შიმშილობით.

2013 წლის მონაცემებით კამბოჯის მოსახლეობა აღწევს 15,205,539-ს. საშუალო წლიური ზრდა 1%-დან 2%-მდე მერყეობს, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 69 წელია, უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე ქალებში ეს რიცხვი 72 არის, ხოლო კაცებში - 68. საშუალოდ ყოველი 1000 ბავშვიდან 51.36 იღუპება. მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი უკავია 15-64 წლის ადამიანებს (64.3%), 15 წლამდე ბავშვები შეადგენენ მოსახლეობის 31.9%-ს, ხოლო 65-ს ზემოთაა მხოლოდ 3.8%.[3]

მეოცე საუკუნის ბოლომდე კამბოჯის საზოგადოება იყო იერარქიის მიხედვით დაყოფილი, მიუხედავად იმისა რომ სოციალური მობილობა იყო შესაძლებელი. სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფენები იყო დიფერენცირებული ქონების მიხედვით: ქმერების არისტოკრატიული ელიტა და ოფიციალური პირები; საშუალო ფენას წარმოადგენდნენ ქალაქებში მცხოვრებლები, რომელთაც ჰქონდათ თავიანთი პროფესია, ხოლო დაბალი ფენა იყვნენ გლეხები და მუშები. Theravada Buddhist ბერები მიიჩნეოდნენ ცალკე სოციალურ კატეგორიად, რომლებიც სარგებლობდნენ დიდი პატივისცემით საზოგადოებაში. სხვადასხვა სოფლებში ზოგიერთი ოჯახი იყო უფრო მდიდარი ვიდრე სხვები, მაგრამ ეკონომიკური განსხვავება მაინცდამაინც დიდი არ იყო.

სწრაფი და მკვეთრი პოპულაციური გადაადგილები მოხდა 1970-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კამბოჯელების დიდი ნაწილი, რომელიც სოფელში ცხოვრობდა, გადასახლდნენ ქალაქებში.

პოპულაციის სიმჭიდროვე ცვალებადია კამბოჯაში. 1972 წლისთვის საშუალოდ დაახლოებით 22 ადამიანი იყო ერთ კვადრატულ კილომეტრზე.

ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს შორის იყო პრივინციები პნომპენის გარშემო, სადაც მოსახლეების რაოდენობა 1 კილომეტრზე ხუთასს აღწევდა.

ნაკლებად დასახლებული ადგილი კი იყო შედარებით მოშორებით მდებარე პროვინციები, ისეთები როგორებიცაა Rotanokiri  და Mondol Kiri აღმოსავლეთ-ჩრდილლოეთში და Kaoh Kong სამხრეთ-დასავლეთში, სადაც სიმჭიდროვე იყო ძალიან მცირე, 0-დან 5 ადამიანამდე 1 კვ.კმ-ზე. ქვეყნის თითქმის 2/3 ტერიტორიაზე სიმჭიდროვე იყო დაახლოებით 5 ადამიანი 1 კვ.კმ-ზე.

ეთნიკურად ქჰმერები ძირითადად კონცენტირებულნი არიან ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კამბოჯაში. ქამები ცხოვრობენ თავიანთ დასახლებებში / სექციებში. ჩინელები ძირითადად ცხოვრობენ ურბანულ ცენტრებში; პნომპენში ისინი განლაგებული არიან სავაჭრო ცენტრებთან ახლოს. ვიეტნამელები კი ცხოვრობენ თავიანთ სოფლებში.

დეკადების განმავლობაში, ხდებოდა სოფლის მოსახლეობის გადაადგილებები ქალაქებში ან სხვა სოფლებში, რათა ეპოვათ უკეთესი მიწები დასამუშავებლად, რაც ჩვევად ჩამოყალიბდა და ხშირია.

ბევრი მაღალ მთებში მცხოვრები ტომი მისდევდნენ „გაკაფე/გაჩეხე და დაწვი“ დევიზს, რომელიც მოითხოვდა ახალ ადგილზე გადაადგილებას, მიწის გამოფიტვისთანავე. საომარი მოქმედებების გამო 1970-იანების დასაწყისში, სოფლის მოსახლეობის საკმაოდ დიდი რიცხვი გადასახლდა ქალაქებში უსაფრთხოებისათვის.

მაგალითად, პნომპენის მოსახლეობა გაიზარდა 393,995-დან 1.2 მილიონამდე 1962 წლიდან 1971 წლამდე, მაგრამ შემცირდა დაახლოებით 500,000-ით 1985 წლისთვის. დღეს პნომპენის მოსახლეობა 1,501,725-ს აღწევს.

ეთნიკური ჯგუფები, რომლებისგანაც შედგება კამბოჯის საზოგადოება ფლობს საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსებს - მაგალითად, ჩინელი ვაჭრები თამაშობენ შუამავლის როლს ბევრ ეკონომიკურ ციკლში, მაგრამ მიუხედავად ამისა ინარჩუნებენ განსხვავებებს სოციალურ და კულტურულ ინსტიტუტებში.

უმნიშვნელოვანესი განსხვავებები ამ ჯგუფებს შორის გადის სოციალურ ფაქტორებზე, რელიგიასა და ენაზე. კამბოჯის მოსახლეების უმრავლესობა დასახლებულია Tonle Sap Basin-Mekong Lowlands რეგიონში, სადაც არის მნიშვენლოვანი წყლები.

უკანასკნელი მონაცემების თანახმად, კამბოჯელების უმრავლესობა, ისინიც კი ვინც არ არიან ქჰმერები, ლაპარაკობენ ქჰმერულად, რომელიც არის ქვეყნის ოფიციალური ენა. ეთნიკურად ქჰმერები, რომლებიც ცხოვრობენ ტაილანდში, ვიეტნამსა და ლაოსშიც კი საუბრობენ ქჰმერულის დიალექტებზე, რომელიც ნაკლებად გასაგებია კამბოჯაში მცხოვრები ქჰმერულად მოსაუბრე ხალხისთვის. ენების უმცირესობაში შედის: ვიეტნამური, ქამური, ჩინურის სხვადასხვა დიალექტი და მთაში მცხოვრები ტომების მრავალფეროვანი ენები.

ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგიაა ბუდიზმი. არიან კონფუციანელები, მუსლიმანები, კათოლიკეეებიც. მთიელი ქმერები ინარჩუნებენ ტრადიციულ რწმენებს.

რაც შეეხება, ბავშვებს, მათზე მშობლების გარდა სხვებიც ხშირად ზრუნავენ: უფროსი დედ-მამიშვილები, ბებია-ბაბუა და სხვა უფროსო ნათესავები. ბავშვების აღზრდაში ისინი აქტიურად მონაწილეობენ. იშვიათია ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა, მაგრამ მაინც ახერხებენ ახალგაზრდები დახვეწილი ქცევის შეძენას და სხვადასხვა უნარების გამომუშავებას გაზრდასთან ერთად.[14]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მეტროპოლიის აგრარულ-სანადლეულო ბაზა იყო, თუმცა დამოუკიდებლობის შემდეგ დაადგა ეკონომიკის აღმავლობის გზას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ განვითარდა სამრეწველო საწარმოები, ირიგაცია და სხვა დარგები, კერძო და ეროვნული კაპიტალი.რეაქციული გადატრიალების (1970) შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამერიკა - საიგონის აგრესიამ დიდი ზიანი მიაყენაეა კამბოჯის მეურნეობას. პნომპენის განთავისუფლებისა დ ამარიონეტული რეჟიმის ლიკვიდაციის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოქცეულმა რეაქციულმმა ჯგუფმა ქვეყნის ეკონომიკურიმდომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. 1979 იანვრიდან კამბოჯის პოლიტიკურმა ძალებმა დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად.

მრეწველობა უმთავრესად ადგილობრივ სამეურნეო ნედლეულს ემყარება. მინერალური რესურსები ნაკლებად არის შესწავლილი. მცირე რაოდენობით იღებენ ფოსფორიტებს, მაგნეზიტს, რკინისა და ფერადი ლითონების მადანს, ძვირფას ქებს, მარმარილოსა და ბაზალტს. ელექტროენერგიას უმთავრესად თესები იძლევა. დამუშავებითი მრეწველობის მთავარი დარგია კვების მრეწველობა. (საფქვავი, ბრინჯსაცეხვი, შაქრის, თამბაქოს, თევზგადასამუშვებელი, სპირტ-არაყისა და სხვ.) არის კაუჩუკის, ლითონდასამუშავებელი, ხის დასამუშავებელი, ქაღალდის, საფექირო, ცემენტის, ნავთობგადასამუშავებელი საწარმოები. სოციალური ქვეყნების დახმარებით აშენდა საფეიქრო ქაღალდის ფაბრიკები, ფანერის, ცემენტის, ტრაქტორ და ავტოსაამწყობო, სალტეების, ლუდის, შაქრისა და სხვა ქარხნები. მთავარი სამრეწველო ცენტრებია პნომპენი, ბატამბანგი, კამპონგსაომი.

სატრანსპორტო თვალსაზრისით სამდინარო და საზღვაო გადაზიდვათა დიდი ცენტრია პნომპენი. დიდი ნავსადგურია კამპონგსაომი. ასევე პნომპენის მახლობად არის საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი.

საგარეო ბაზარზე კამბოჯას გააქვს ნატურალური კაუჩუკი, ხე-ტყე, პილპილი და სხვა. შეაქვს უმთავერსად მანქანა - მოწყობილობანი, საფეიქრო ნაწარმი, ლითონი და ლითონის ნაკეთობანი.

1995-ში მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური სისტემა დაგეგმარებული ეკონომიკიდან გადავიდა თავისუფალი ბაზრის სისტემაზე. ამ ცვლილებების შედეგად ზრდამ დაახლოებით 7%-ს მიაღწია და 1995 წელსვე ინფლაცია 26%-დან 6%-მდე შემცირდა 1994 წელთან შედარებით. იმპორტიც გაიზარდა და ექსპორტიც.

4 წლიანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, 97-98 წლებში ეკონომიკა შენელდა რეგიონში არსებული ეკონომიკური კრიზისის და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო. უცხოური ინვესტიციებიც შემცირდა. 98-ში იყო გვალვა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მოსავლებს. 1999 წელს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი სრული მშვიდობიანი წელი იყო ომის გარეშე, ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია 4%-ს. კამბოჯა ახერხებს მიიზიდოს უცხოელი ინვესტორები იქ არსებული დაბალი გადასახადების, დიდი სამუშალო ძალის დაბალი ხელფასებითა და აზიური ნედლეულის წყალობით.[15]

კამბოჯის ეკონომიკა დღესაც დამყარებული არის სოფლის მეურნეობაზე, 2009 წლის მონაცემებით სამუშაო ძალის 58%  დასაქმებულია აგრარულ სექტორში. ქმერების დიდი ნაწილი სოფელში ცხოვრობს, რომლებსაც აქვთ მცირე მიწები, სადაც უმეტესად მოჰყავთ ბრინჯი, რომელსაც ან თავად მოიხმარენ ან ყიდიან. მდინარეებთან ახლოს მცხვორებები ხშირად აქცენტს აკეთებენ ხილის და ბოსტნეულის წარმოებაზე. მექანიზირებული მეურნეობა არის ძალიან იშვიათი და კულტივირება მიმდინარეობს ძალიან პრიმიტიული, განუვითარებელი ხელსაწყოებით. სოფლის მეურნების წამყვანი დარგია მიწათმოქმედება. მთავარი სასურსათო კულტურის ბრინჯის ნათესები ძირითადად მდინარე მეკონგისა და საპის ტბის სანაპიროებზეა. მოჰყავთ აგრეთვე სიმინდი, ბატატი, ჩინური კარტოფილი, სოია; აშენებენ ქოქოსის პალმას, შაქრის ლერწწამს, პილპილს, არაქისს, თამბაქოს, ბამბას, ჯუთს, ფორთოხალს, მანდარინს, ბანანს, ანანასსა და სხვა. დიდი მნიშვნელობა მოიპოვა ჰევეის პლანტაციებმა. საქონელს იყენებენ უმთავრესად როგორც გამწევ ძალას. ამზადებენ ხე-ტყეს. აგროვებენ ილს, გუტაპერჩს. მისდევენ თევზჭერას.

2012 წლის მონაცემებით კამბოჯის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 13 მილიარდ დოლარს. მშპ ერთ სულ მოსახლეზეც სწრაფად იზრდება, მაგრამ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მაინც დაბალია. კამბოჯის ორი ყველაზე ფართე ინდუსტრიაა ქსოვილების და ტურიზმის, მაგრამ მეურნეობა ისევ რჩება შემოსავლის იმ კამბოჯელების მთავარ წყაროდ, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ. სერვისის სექტორი კონცენტრირებულია სავაჭრო აქტივობებზე.

კამბოჯას ექსპორტზე გააქვს ძირითადად რეზინი, თამბაქო, ხე-ტყე. ასევე ბოლო წლებში განვითარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოების ინდუსტრია, რომელიც გააქვთ აშშ-ში, კანადასა და ევროპაში.[2][16]

ფოლკლორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა და ცეკვა წარმოადგენენ ქჰმერული კულტურის ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომლებიც გამოსახვას ნახულობენ როგორც სოფლის უბრალო ცხოვრებაში, ისე ქალაქის ოფიციალურ დადგმებში. ტრადიციული ქჰმერული სამუსიკო ინსტრუმენტებია დრამი და ქსილოფონი, სხვადასხვა სასულე და სიმებიანი საკრავები. ასევე პოპულარულია დასავლური წარმოშობის  ინსტრუმენტებიც.[2]

ცეკვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯური ცეკვა უმთავრესად იყოფა სამ ძირითად ნაწილად. ესენია: კლასიკური, ხალხური და სოციალური ცეკვები.

კლასიკური კამბოჯური ცეკვების ზუსტი წარმოშობა დღემდე სადავოა, თუმცა ცნობილი ადგილობრივი სწავლულები თვლიან, რომ თანამედროვე ქჰმერული ცეკვის ფორმების კვალი მიდის უძველესი დროის ანგკორთან. ამ დასკვნას ისინი აკეთებენ ძველ ტაძრებში არსებული გრავიურების დაკვირვებით. მეორე ვერსიის თანახმად კი თანამედროვე ქმერული ცეკვის სტილი კამბოჯელებმა ისწვალეს 1800-იან წლებში.

კამბოჯელი მოცეკვავეები

ქმერული კლასიკური ცეკვა წარმოადგენს ხელოვნების სტილიზებულ დადგმას. ამგვარი ცეკვები ძირითადად სრულდება კამბოჯის სამეფო კარზე და აქვს ორი დანიშნულება. ერთი ეს არის ცერემონიული დატვირთვა, ხოლო მეორე არის გასართობი ფუნქცია. ცეკვა სრულდება სპეციალურ მოქარგულ კოსწიუმებში გამოწყობილი პროფესიონალი ქალებისა და კაცების მიერ. მუსიკას კი ასრულებს pinpeat ორკესტრი, რომელიც ძირითადად მხოლოდ კამბოჯისთვისაა დამახასიათებელი.

კამბოჯის ხალხური ცეკვები შედარებით ახალი წარმოშობისაა. იგი შეიქმნა დაახლოებით მეოცე საუკუნეში და წარმოადგენს სხვადასხვა კულტურების ნაზავს. კლასიკურ ცეკვებთან შედარებით ხალხური ცეკვები უფრო სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და მოძრაობებიც არ არის ისე სტილიზებული. ცეკვის სიუჟეტები უმეტესად დაფუძნებულია სასიყვარულო ამბებსა და ზღაპრებზე. ცეკვის დროს მოცეკვავეები განასახიერებენ კამბოჯის სხვადასხვა კუთხისა და სოციალური ფენის წარმომადგენლებს, აქედან გამომდინარე კოსწიუმებიც მათ შესატყვისად აცვიათ.

სოციალური ცეკვები კი უმეტესად სრულდება სოციალური თავყრილობებისა და კამბოჯურ ბანკეტებზე.  მის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინესას მსოფლიოს ისეთმა ცეკკვებმა როგორებიცაა, თუნდაც ჩა-ჩა-ჩა, ბოლერო და მედისონი.[17]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული კამბოჯური მუსიკა თარიღდება ჯერ კიდევ უძველესი ქჰმერების იმპერიიდან. ისეთი სამეფო ცეკვები, როგორებიცაა ასფარა სრულდება მაჰორის ანსამბლების თანხლებით. ხოლო შედარებით ფართო მასებისათვის განკუთვნილი მუსიკა იყოფა ორ ნაწილად ჩაპეი და ა იაი. ჩაპეი უფრო მეტად პოპულარულია უფროსი ასაკის წარმომადგენლებს შორის. იგი უმეტესწილად სრულდება სოლო პარტიებად ერთი მამაკაცის მიერ. ჩაპეისათვის ძირითადად დამახასიათებელია ისეთი თემები, როგორებიცაა მორალი და რელიგიური საკითხები. ა იაი შეიძლება ქალისა და მამაკაცის მიერაც შესრულდეს და უმეტეს შემთხვევაში იგი კომედიური სტილისაა. იგი შეიძლება იყოს, როგორც წინასწარ შეთხზული, ისევე ექსპრომტად მოფიქრებული სიმღერის პროცესში. სიმღერა თითქოს დიალოგის სტილში მიმდინარეობს. ქალი და კაცი ერთმანეთს ეპასუხება. პასუხებს შორის კი არის მოკლე ინსტრუმენტალური ჩართვები.[18]

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯაში სპორტის ყველაზე ცნობილი და უძველესი სახეობა არის ბოკატორი. ეს არის ერთ-ერთი ქჰმერული საბრძოლო ხელოვნება, რომელშიც დაშვებულია იარაღის გამოყენებაც. ზეპირი გადმოცემების თანახმად ბოკატორი ან ბრძოლის მისი წინაპარი სახეობა გაჩნდა ჯერ კიდევ 1700 წლის წინ. თვითონ სიტყვა ბოკატორი პირდაპირ რომ გადმოვთარგმნოთ ნიშნავს დამრტყმელ ლომს. დღესაც კი ამ საბრძოლო ხელოვნებით ჩხუბის დროს აცვიათ ის უძველესი ქჰმერების არმიის ფორმები.

ბოკატორი შეიცავს 341 სხვადასხვა საბრძოლო ილეთს. სხვა აზიური საბრძოლო ხელოვნებების მსგავსად ბოკატორიც ეფუძნება ადამიანის მიერ ბუნების შეცნობას. მაგალითისთვის, აქ ჩვენ შევხვდებით ცხენის, არწივის, ჩიტის და კიდევ სხვა ცხოველების საბრძოლო სტილებს, რომლებიც თავის მხრივ კიდევ რამდენიმე ტექნიკას შეიცავს. რა თქმა უნდა ეს ცხოველების სახელები მათთან მსგავსების გამო უწოდეს. ხშირად ბოკატორი შეცდომით აღწერილია, როგორც თანამედროვე კინგბოქსინგის ერთ-ერთი სახეობა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მას კინგბოქსინგთან თითქმის არაფერი არ აქვს საერთო.[19]

ბოკატორის გარდა კამბოჯაში მსოფლიოს თანამედროვე ყველა სახის სპორტისაგან განსხვავებით არსებობს ტრადიციული ქჰმერული ჭიდაობა, რომელიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. ეს სახეობა ჯერ კიდევ უძველეს დროშია წარმოშობილი და ამას ადასტურებს ძირძველ ტაძრებზე შემორშენილი ბარელიეფები. თავდაპირველად ორივე სქესის წარმომადგენლები იყვნენ დაკავებულები ამ სპორტით, თუმცა დღეს მხოლოდ მამაკაცები მიზდევენ აქტიურად. ასევე საგულისხმოა, რომ ქჰმერულ ჭიდაობაში ჭიდაობაზე მეტად არანაკლებ მნიშვნელოვანია ცეკვაც. ბრძოლის წინ მუსიკის ფონზე მიწინააღმდეგეები ცეკვით ესალმებიან ერთმანეთს. მატში შედგება სამი რაუნდისაგან. ხოლო გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ამ სამიდან ორ რაუნდში ბეჭებზე დასცემს მეტოქეს. ყოველი რაუნდის შემდეგ შეუძლია მოჭიდავეს შეწყვიტოს ბრძოლა. ტრადიციული და მნიშვნელოვანი თამაშები უმეტესად ტარდება ქჰმერულ ახალ წელსა და კამბოჯის სხვა მნიშვნელოვან დღესასწაულებზე.[20]

ენა და დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დაახლოებით 92 პროცენტი საუბრობს და წერს ქჰმერულად. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის რომ სწორედ ქჰმერულია სახელმწიფო ენა. ქჰმერული ასევე არის ვიეტნამურის შემდეგ მეორე ყველაზე ფართოდ გავრცელებული სალაფარაკო ენა აუსტორაზიურ ენათა ოჯახში(ენების საკმაოდ დიდი ოჯახი, რომელიც მოიცავს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიებზე გავრცელებულ მნიშვნელოვან ენებს). ქჰმერული ენა უმეტესწილად არის არატონალური და შედგება ორ მარცვლიანი სიტყვებისაგან. თავად ქჰმერული დამწერლობა წარმოიშვა სამხრეთ ინდოეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ჩვენი წელთაღრიცხვით მეხუთე მეექვსე საუკუნეებში. ქჰმერული დამწერლობის ყველაზე ძელი ნიმუში აღმოჩენილია ტაკეოს პროვინციაშია პნომპენისგან სამხრეთით, რომელიც თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით 611 წლით.

ტექსტები იწერება მარცხნიდან მარჯვნივ და მიღებულია, რომ სიტყვებსა და წინადადებებს შორის საერთოდ არ იყენებენ დაშორებებს. მთელი ტექსტი ერთ დიდ სიტყვად წერია. სულ აქვთ 35 სიმბოლო, თუმცა თანამედროვე დამწერლობაში მხოლოდ 33 იყენებენ. ქჰმერულ ანბანში თითოეულ თანხმოვანს აქვს ორი ფორმა. ერთი ფორმის მიხედვით მას წინ უსწრებს ასო A და მეორე ფორმის მიხედვით მას მოსდევს ასო O.[21]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კამბოჯაში მნიშვნელოვნად განვითარდა სახელმწიფო განათლების საქმე, საგრძნობლად შემცირდა წერა-კითხვის უცოდინართა რიცხვი. 1976 განათლების სისტემის საფეხურები იყო: 6 წლიანი უფასო დაწყებითი სკოლა (3+3), არასრული საშუალო 4-წლიანი სკოლა ( კოლეჯი), სრული საშუალო 7-წლანი სკოლა (ლიცეუმი), რომლის დამთავრების შემდეგ ეძლეოდათ „სრული ბაკალავრის“ ხარისხი და უმაღლეს სსასწავლებელში შესვლის უფლება. 1976 წელს კამბოჯაში იყო 1200-მდე სახელმწიფო სკოლა. 1500-მდე სამინისტრო სკოლა, 100-მდე ლიცეუმი და კოლეჯი. 1976 დაწყებით სკოლაში სწავლობდა 1 მლნ-ზე მეტი მოსწავლე, საშუალო სკოლაში - 110 ათ-ზე მეტი მოსწავლე. პროფტექნიკუმებში მომზადება ხორციელდებოდა დაწყებითი სკოლის ბაზაზე პროფსკოლებსა და ტექნიკურ კოლეჯებში. 1976 წლიდან 30-ზე მეტ პროფსასწავლებელში სწავლობდა 6 ათაზე მეტი მოსწავლე. პედაგოგიურ განათლებას იღებდნენ პედაგოგიურ ცენტრებსა და ეროვნულ უნივერსიტეტებში. იყო 9 უმაღლესი სასწავლებელი (15 ათასამდე სტუდენტი). სსრკ-მა ააშენა და კამბოჯის ხალხს საჩუქრად გადასცა უმაღლესი ტექნოლოგიური ინსტიტუტი პნომპენში.

1976 წელს პნომპენში იყო ეროვნული ბიბლიოთეკა, სამეფო კარის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, სადაც ინახებოდა VI-XX საუკუნეების ქმერული ხელოვნების კოლექცია.

კამბოჯის საინფორმაციო სააგენტო და სამთავრობო რადიოსადგური - სახელმწიფო კამბოჯის ხმა შეიქმნა 1978 წლის დეკემბერში.[3][22]

ქალები კამბოჯაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენდერული თანასწორობის ინდექსით კამბოჯა 96-ე ადგილზეა, რაც არცთუ ისე კარგი მაჩვენებელია. მთავარი თვისებები, რომელიც ქალს უნდა გააჩნდეს არის თავმდაბლობა, ცოტას უნდა ლაპარაკობდეს, კარგი მანერები უნდა გააჩნდეს, შრომისმოყვარეობა, ბავშვებს უნდა ზრდიდეს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ფინანსებს აკონტროლებდეს. ისინი უმეტეს შემთხვევაში ქორწილამდე ინარჩუნებენ ქალწულობას და ქორწილის შემდეგ ხდებიან უერთგულესი ცოლები. ასევე მათი ერთგვარი ფუნქციაა ქმრისათვის რჩევების მიცემა.

კამბოჯაში 1980-იანი წლების შემდეგ პრაქტიკულად საერთოდ არ შეცვლილა და დაბალ ნიშნულზე რჩებიან ქალების პოლიტიკაში ჩართულობის დონე. უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე კი თითქმის არცერთი ქალი არ მუშაობს.

მიუხედავად გენდერული ბალანსის ინდექსის სავალალო მონაცემისა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის უფლებები ისტორიულად კანონის წინაშე ყოველთვის იყო თანაბარი. ეს თანასწორობა დაფიქსირებული კამბოჯის კონსტიტუციაშიც. ქალს აქვს უფლება შეიძინოს ან ფლობდეს ქონებას და ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კანონიერად განქორწინება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ უთანასწორობის მიუხედავად დასავლურმა ცივილიზაციამ მცირე დოზით მაგრამ მაინც ჩააღწია დედაქალაქ პნომპენში, სადაც ახალგაზრდა ადგილობრივმა ქალებმა დაიწყეს უკვე ლიქიორებისა და სხვა მსუბუქი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება. ასევე ისინი ნელ-ნელა რეალურ ცხოვრებაში იღებენ და იყენებენ იმ უფლებებს რაც კონსტიტუციურად აქვთ მინიჭებული.[23]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Briggs, Lawrence Palmer, b. 1880. 1947. “Sketch Of Cambodian History.” Far Eastern Quarterly 6 (4): 345–63
  2. 2.0 2.1 2.2 Ebihara, May, and Teferi Abate. 2012. “Culture Summary: Cambodians.” New Haven, Conn.: Human Relations Area Files. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=am04-000
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Ross, R. (n.d.). Cambodia a country study. Retrieved from https://www.loc.gov/item/89600150/
  4. Briggs, Lawrence Palmer, b. 1880. 1947. “Sketch Of Cambodian History.” Far Eastern Quarterly 6 (4): 345–63. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=am04-185
  5. Ebihara, May. 1971. “Svay: A Khmer Village In Cambodia.” Ann Arbor, Mich.: University Microfilms. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=am04-192
  6. Ledgerwood, Judy, John A. (John Amos) Marston, and May Ebihara. 2011. “Tale Of Two Temples: Communities And Their Wats.” Anthropology And Community In Cambodia : Reflections On The Work Of May Ebihara, Edited John A Marston. Caulfield: Monash University Press. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=am04-188
  7. Marston, & Guthrie, E. (n.d.). History, Buddhism, and New Religious Movements in Cambodia. Retrieved from https://www.h-net.org/reviews/showpdf.php?id=13877
  8. Project MUSE - Love and Dread in Cambodia. (n.d.). Retrieved July 05, 2016, from https://muse.jhu.edu/chapter/303195
  9. Cambodia | Holidays and Celebrations 2015. (n.d.). Retrieved July 05, 2016, from http://www.canbypublications.com/cambodia/eventcal.htm
  10. Reap, S. (n.d.). Khmer Culture and Religion. Retrieved from http://www.cambodiainsight.com/issue/3.pdf
  11. AUSTRALIA, Refugee Review Tribunal. (2006, September 7). Retrieved from http://www.refworld.org/pdfid/4b6fe268d.pdf
  12. Edwards, P. (n.d.). Restyling Colonial Cambodia (1860–1954): French Dressing, Indigenous Custom and National Costume. http://dx.doi.org/10.2752/136270401778998909
  13. Jacobsen, T., & Stuart-fox, M. (n.d.). Power and Political Culture in Cambodia. Retrieved from http://www.ari.nus.edu.sg/wps/wps13_200.pdf
  14. 1.     Cambodia Demographic and Health Survey 2014. (n.d.). Retrieved from https://dhsprogram.com/pubs/pdf/FR312/FR312.pdf
  15. Ung, L., & Chhair, S. (n.d.). Economic History of Industrialization in Cambodia, 2012. Retrieved from http://www.brookings.edu/~/media/Research/Files/Papers/2014/11/learning-to- compete/L2C_WP7_Chhair-and-Ung-v2.pdf?la=en
  16. CAMBODIA INTER-CENSAL POPULATION SURVEY 2013 Final REPORT - www.stat.go.jp/info/meetings/cambodia/pdf/ci_fn02.pdf
  17. Samantha, T., Andamp, P., & Thompson, A. (n.d.). Dance in Cambodia. Jiurnal of Folklore Research. Retrieved from http://www.jfr.indiana.edu/review.php?id=124
  18. Ung, C. (n.d.). Cambodia traditional music. Retrieved from http://media.smithsonianfolkways.org/liner_notes/folkways/FW04082.pdf
  19. Bokator Cambodia Martial Arts Training from Cambodia. (n.d.). Retrieved July 05, 2016, from http://www.bokatorcambodia.com/
  20. Khmer Traditional Wrestling Fighting in the Dirt is a Matter of Preserving Khmer Heritage. (n.d.). Retrieved July 05, 2016, from http://www.usadojo.com/articles/Antonio-Graceffo/khmer-traditional-wrestling.htm
  21. Mejia, R. (n.d.). Language Group Specific Informational Reports. Lecture. http://www.ritell.org/Resources/Documents/language%20project/Cambodian%20(Khmer)2.pdf
  22. Penh, P. (n.d.). Education (Kingdom of Cambodia, Ministry of Education, Youth and Sport). http://www.moeys.gov.kh/en/education.html#.V3wY8rh96Ht
  23. Derks, A., Ollier, L. C.-P., & Winter, T. (2006). Khmer Women And Global Factories.Expressions Of Cambodia : The Politics Of Tradition, Identity, And Change. New York: Routledge. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=am04-187