შინაარსზე გადასვლა

ანგკორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანგკორი
სტატუსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები კამბოჯის დროშა კამბოჯა | ქვეყნის დროშა2 | name = კამბოჯის დროშა კამბოჯა | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv
რეგიონი აზია
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1992  (მე-16 სესია)
ნომერი 668
საფრთხის ქვეშ 1992-2004
Map
https://www.angkorenterprise.gov.kh/[1]
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 668
ინგლ.რუს.ფრ.

ანგკორი – IX-XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი ქ. სიემ-რეაპის მახლობლად კამბოჯაში. შეიქმნა ქმერების ფეოდალური სახელმწიფოს აყვავების პერიოდში. შემორჩენილია სატახტო ქალაქების იაშოდხარაპური (დაარსდა IX საუკუნის დასასრულს) და ანგკორ-თომის (XII საუკუნის დასასრული და XIII საუკუნე) ნანგრევები, ქვის ტერასები და სატაძრო ანსამბლები. ანგკორის ერთ-ერთი უდიდესი ანსამბლია ანგკორ-ვატი (1300 მ × 1500 მ, სიმაღლე 66 მ; დაახლოებით 113-1150 წლები). მთავარ ტაძარს გარს ერტყმის ტერასებად განლაგებული სვეტებიანი გალერეების 3 მწკრივი. ანგკორის კომპლექსში შედის აგრეთვე გეგმით კვადრატული ქ. ანგკორ-თომი (ფართობი 9 კმ²), რომლის ცენტრში აგებული ბაიონის ტაძრისაკენ ქალაქის კარებიდან ოთხი ქუჩა მიემართება. ბაიონის 54 კოშკი და ჭიშკრის 5 კოშკი შემკულია ადამიანის 2,4 მ-იანი სკულპტურული სახეებით. ანგკორში უხვად არის გამოყენებული ქვაში ნაკვეთი რელიეფი, ქანდაკება; ტაძრების გალერეების კედლები შემკულია ბატალური და საყოფაცხოვრები სცენების ამსახველი მოხატულობით.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ქსე, ტ. 1, გვ. 437, თბ., 1975
  1. (unspecified title)