ჯაიავარმან II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯაიავარმან II
ក្វះបាទជ០យវរ្ម០ឧទ០២
კამბუჯადეშის მეფე
მმართ. დასაწყისი: 802
მმართ. დასასრული: 850
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: ჯაიავარმან III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: VIII საუკუნე
გარდ. თარიღი: IX საუკუნე
გარდ. ადგილი: ანგკორი
შვილები: ჯაიავარმან III
რელიგია: ინდუიზმი

ჯაიავარმან II (დ. დაახლ. 770 — გ. 850, ანგკორი) — ქხმერების იმპერიის პირველი მეფე. ითვლება ქხმერების იმპერიის დამაარსებლად, რომელიც დომინირებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ექვსი საუკუნის განმავლობაში. ისტორიკოსები მისი მეფობის თარიღზე ვერ თანხმდებიან, თუმცა უმრავლესობა იზიარებს, რომ იგი მეფობდა 802-850 წლებში.

ჯაიავარმან II-ის ხელისუფლებაში მოსვლამდე ქვეყანას არ ჰყავდა ცენტრალური ხელისუფლება და იყო დანაწევრებული. ქხმერების ტაძრის სდოკ-კაკ-თომის წარწერა გვამცნობს, რომ 802 წელს პნომ-კულენის მაღლობზე ქურუმმა ბრაჰმანმა სახელად ჰურანიადამამ ჯაიავარმან II-ს მისცა მითითება, რის შემდეგაც იგი გახდა, ჩაკრავარტინი „სამყაროს იდეალური მმართველი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ჯაიავარმან II-მ ქხმერების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მის შესახებ სანდო და მნიშვნელოვანი წყაროები არ მოგვეპოვება. მისი თანადროული წერილობითი წყაროები არ არსებობს, თუმცა მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ დაწერილი წყაროები ბევრია. იგი როგორც ჩანს, არისტოკრატიული წარმოშობისა უნდა ყოფილიყო და თავისი დაპყრობები დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (დღევანდელი კამბოჯა), სადაც მან დაიპყრო ქალაქი ვიადჰაპურა. შემდეგ იგი გაემგზავრა ჩრდილო-დასავლეთით, დაიქვემდებარა სხვადასხვა ტერიტორიები და ხელჩი ჩაიგდო შამბხუპურუ. მოგვიანებით იგი დასახლდა ქალაქ-სახელმწიფო პრეი-ნოკორში, რომელიც თანამედროვე ხოშიმინის ტერიტორიაზე მდებარეობდა. როგორც მოგვიანო ისტორიული წყაროებით ირკვევა შემდეგ იგი გადასულა იქ სადაც ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი ქალაქ სახელმწიფო, ვატ-ფხუ მდებარეობს, აქედან კი დანგრეკის მთების გაყოლებით — ანგკორის რაიონში. იგი ცდილობდა დაემორჩილებინა ანგკორის დასავლეთით მდებარე სამეფო-სამთავროები და მმართველები, თუმცა მათი მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი და იძულებული გახდა თავი შეეფარებინა ანგკორიდან 50 კილომეტში მდებარე მთა პნომ-კულენისათვის.

სწორედ ამ მთაზე მოხდა ბრაჰმან ჰურანიადამის მიერ ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირება და ჯაიავარმანის ჩაკრავარტინად გამოცხადება. აღნიშნული ფაქტი დაეხმარა ჯაიავარმენს გაეძლიერებინა საკუთარი ავტორიტეტი და დაემყარებინა კონტროლი მის მოწინააღმდეგე ადგილობრივ მთავრებზე. კულენის მთის ფერდობზე მან დააარსა ქალაქი მაჰენდრაპარვატა, რომელიც მოგვიანებით ქხმერების იმპერიის ერთ-ერთი დედაქალაქი გახდა[1].

დადასტურებულია, რომ ანგკორის გარდა ტონლესაპის ტბის ჩრდილოეთით ხარიხარალაიეს გარდა მართავდა ტერიტორიას, რომელსაც წარწერაში ეწოდება ამარენდრაპურა. ამარენდრაპურის მდებარეობა ზუსტად არაა ცნობილი, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ იგი მდებარეობდა წყალსაცავ დასავლეთი ბარაის დასავლეთ ნაწილში. ბარაის წყალსაცავი ააგეს ჯაიავარმან II-ის გარდაცვალებიდან 200 წლის შემდეგ.

პრაქტიკულად ჯაიავარმან II-ის მთელი ბიოგრაფია აღწერილია სდოკ-კაკ-თომის სტელაზე, რომელიც თარიღდება 1052 წლით. იმპერატორი გარდაიცვალა ხარიხარალაიეში 850 წელს და გარდაცვალების შემდეგ მიიღო სახელწოდება პარამეშვარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sak-Humphry, Chhany. The Sdok Kak Thom Inscription. The Edition of the Buddhist Institute 2005.
  • Higham, Charles. The Civilization of Angkor. University of California Press 2001.
  • Briggs, Lawrence Palmer. The Ancient Khmer Empire. Transactions of the American Philosophical Society 1951.
  • Mabbett, Ian and Chandler, David. The Khmers. Blackwell Publishers Ltd. 1996.
  • Coedès, Georges. Les capitales de Jayavarman II.. Bulletin de l'EFEO (Paris), 28 (1928).
  • Wolters, O. W. (1973). "Jayavarman II's Military Power: The Territorial Foundation of the Angkor Empire". The Journal of the Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland (Cambridge University Press) (1): 21-30. JSTOR 25203407.
  • Jacques, Claude and Lafond, Philippe. The Khmer Empire: Cities and Sanctuaries from 5th to 13th Century. River Books [2007].
  • Jacques, Claude. La carrière de Jayavarman II., Bulletin de l'EFEO (Paris), 59 (1972): 205-220.
  • Jacques, Claude. On Jayavarman II., the Founder of the Khmer Empire. Southeast Asian Archaeology 3 (1992): 1-5.
  • Jackson, Rees and Dau Du Gau "The Khmer Empire: Jayavarman the II/History" (2001) (New-Zealand)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Higham, Charles. The Civilization of Angkor. — University of California Press, 2001. — ISBN 978-0-52023-442-0. — P. 84, 151.