მეკონგი
მეკონგი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
ქალაქები | ვიენტიანი, პნომპენი |
სიგრძე | 4 909 კმ |
აუზის ფართობი | 795 000 კმ² |
![]() |
მეკონგი — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე. შედის მსოფლიოს 10 უდიდესი მდინარის სიაში. აზიის სიგრძით მე-7 მდინარე. მისი სიგრძე 4 909 კმ-ია ხოლო აუზის ფართობი 795 000 კმ². ყოველწლიურად, ოკეანეში ჩააქვს 475 კმ. კუბი წყალი.
სათავეს იღებს ტიბეტის პლატოზე, შემდეგ მიედინება ჩინეთის იუნანის პროვინციაში, გადაკვეთს მიანმარს, ლაოსს, ტაილანდს, კამბოჯას და ვიეტნამს. 1995 წელს, ლაოსმა, ტაილანდმა, კამბოჯამ და ვიეტნამმა, მეკონგის რესურსების კოორდინირების მიზნით დააარსეს „მდინარე მეკონგის კომისია“. 1996 წელს, ამ კომისიის პარტნიორები გახდნენ ჩინეთი და მიანმარი.
მდინარის განსაკუთრებული სეზონური ცვალებადობა, ჭორომები და ჩანჩქერები, მეკონგს სანაოსნოდ საკმაოდ რთულ მდინარედ აქცევს.
დინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეკონგი სათავეს იღებს ტიბეტის პლატოზე, იუნანის სამი პარალელური მდინარის ბუნებრივ ნაკრძალში. ჩინეთის დატოვების შემდეგ, მიემართება სამხრეთ–აღმოსავლეთით, სადაც წარმოქმნის 100 კმ–ის ბუნებრივ საზღვარს მიანმარსა და ლაოსს შორის, ამის შემდეგ, დინებას აგრძელებს სამხრეთ–დასავლეთით, სადაც ამჯერად მასზე ლაოსისა და ტაილანდის სახელმწიფო საზღვარის 850 კმ მონაკვეთი გადის. ლაოსსში, მეკონგი დედაქალაქ ვიენტიანს გადაკვეთს. კამბოჯაში, მას უერთდება მდინარეები — მანი და საპი, ხოლო შემდეგ დედაქალაქ პნომპენს გადაკვეთს. ვიეტნამის ცენტრალური ნაწილის გავლის შემდეგ, იტოტება ცხრა განშტოებად და წარმოქმნის მეკონგის დელტას, რის შემდეგაც უერთდება სამხრეთ ჩინეთის ზღვას.
აუზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეკონგის აუზი, განაწილებულია ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში: (კმ²)
- ჩინეთი 165 000
- მიანმარი 24 000
- ლაოსი 202 000
- ტაილანდი 184 000
- კამბოჯა 155 000
- ვიეტნამი 65 000
- სულ 795 000
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- CPWF-Mekong დაარქივებული 2012-04-28 საიტზე Wayback Machine.
- კამბოჯის ეროვნული მეკონგის კომიტეტი
- ტაილანდის წყლის რესურსების დეპარტამენტი დაარქივებული 2010-12-14 საიტზე Wayback Machine.
- ლაოსის ელექტროსისტემა დაარქივებული 2010-11-22 საიტზე Wayback Machine.
- მეკონგის აუზი დაარქივებული 2011-11-14 საიტზე Wayback Machine.