შინაარსზე გადასვლა

ჩანგჭოუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
ჩანგჭოუ
常州市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ძიანსუ
შიდა დაყოფა Tianning District, Zhonglou District, Xinbei District, Wujin District, Liyang, Jintan District და Changzhou Economic and Technological Development District
კოორდინატები 31°48′40″ ჩ. გ. 119°58′26″ ა. გ. / 31.81111° ჩ. გ. 119.97389° ა. გ. / 31.81111; 119.97389
ფართობი 4384,58 კმ²
მოსახლეობა 4 592 431[1] კაცი
სიმჭიდროვე 1000 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0519
საფოსტო ინდექსი 213000
საავტომობილო კოდი 苏D
ოფიციალური საიტი changzhou.gov.cn
ჩანგჭოუ — ჩინეთი
ჩანგჭოუ

ჩანგჭოუ (ჩინ.: 常州市, ჩანგჭოუს დიალექტი: Zaon Tsei) — საოლქო დონის ქალაქი ძიანსუს პროვინციაში, ჩინეთი. ქალაქი წარსულში ცნობილი იყო, როგორც: იალინგი, ლალინგი და ძინლინგი. დასახლება მდებარეობს მდინარე იანძის სამხრეთ ნაპირზე. ჩანგჭოუ დასავლეთიდან ესაზღვრება პროვინციულ დედაქალაქს ნანკინს, ჩრდილო-დასავლეთიდან ჭენძიანგს, აღმოსავლეთიდან უსის, სამხრეთიდან კი ჯეძიანის პროვინციას. ჩანგჭოუ მდებარეობს მაღალგანვითარებული იანძის დელტის რეგიონს, რომელიც შანხაის ჩრდილოეთით ვრცელდება. ქალაქ ჩანგჭოუს მოსახლებამ, 2020 წლის მონაცემებით, 4 592 431 ადამიანი შეადგინა.[2][3]

გუანიინის ქანდაკება, ძინგტე კლინი. სუნის დინასტია. დაცულია ჩანგჭოუს მუზეუმში

„იანჩენგის ნანგრევები“ (ჩინ.: 淹城遺址), მოიცავს გალავნით შემოსაზღვრულ ქალაქს, რომელიც მდებარეობს ჩანგჭოუს უძინის რეგიონში. ის დაარსდა დაახლოებით 3000 წლის წინ, დასავლეთი ჭოუს დინასტიის ჩამოყალიბების პერიოდში. თანამედროვე ჩანგჭოუს ტერიტორიაზე უძველესი დასახლების შესახებ ჩანაწერი ძიუნის პერიოდით, ძველი წელთაღრიცხვით 221 წლით თარიღდება. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ცინის დინასტია. სუის დინასტიისა და ტანის დინასტიის მმართველობის პერიოდში ქალაქი ცნობილი იყო როგორც ფილინგი (ჩინ.: 毗陵) და ის ლიანგის სამეფოს შენ-ფასინგის დედაქალაქი იყო. 698 წელს ჩანგჭოუს მისი ამჟამინდელი სახელწოდება ეწოდა, რაც „ჩვეულებრივ პრეფექტურას“ ნიშნავს. 609 წელს, ჩინეთის დიდი არხის მშენებლობის შემდეგ, ჩანგჭოუ გახდა ამ არხის ერთ-ერთი პორტის ადგილსამყოფელი, რაც აქ მოყვანილი მარცვლეულის გადაზიდვის საშუალებას იძლეოდა. ჩანგჭოუს გარშემო არსებულ დასახლებებში დღემდე მოჰყავთ ისეთი პროდუქტი, როგორიცაა: ბრინჯი, თევზი, ჩაი, აბრეშუმი, ბამბუკისებრნი და ხილი.

ტაიპინელთა აჯანყების დროს, 1850-იან წლებში ჩანგჭოუში ლიდერებისათვის ხუთი სასახლიდან ერთ-ერთი, „ციური სიმშვიდის სამეფო“ აშენდა. დღესდღეობით, „მეფის სასახლის“ ნანგრევები ჩანგჭოუში არსებული No.1 ჰოსპიტალის მიმდებარედაა.

1920-იან წლებში ჩანგჭოუში ბამბის ქარხნების მშენებლობა დაიწყო. ბამბის ინდუსტრია გაძლიერდა 1930-იანი წლების ბოლოს, როდესაც ბიზნესების ნაწილი შანხაის იაპონიის მიერ ოკუპაციის გამო, ჩინეთის უდიდესი ქალაქის ფარგლებს გარეთ გადავიდა. სხვა ჩინური ქალაქებისაგან განსხვავებით, 1966–1976 წლების ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს ჩანგჭოუ განვითარებას კვლავ აგრძელებდა. დღესდღეობით ეს ქალაქი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია: ტექსტილის, კვების პროდუქტების, ინჟინერიისა და უმაღლესი ტექნოლოგიების მხრივ.

2010 წლის მონაცემებით ჩანგჭოუში 4 592 431 ადამიანი ცხოვრობდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით 2%-ით მაღალი მაჩვენებელია. მთლიანი მაჩვენებლიდან 3 290 918 ადამიანი ამ ქალაქის 5 ურბანულ რეგიონში ცხოვრობს.[3]

ჩანგჭოუ საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც არაერთი უნივერსიტეტი მდებარეობს. სასწავლო დაწესებულებებს შორისაა: ჩანგჭოუს უნივერსიტეტი, ხოხაის უნივერსიტეტი (ჩანგჭოუს კამპუსი) ძიანგსუს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მასწავლებელთა უნივერსიტეტი, ძიანგსუს ტექნოლოგიების ინსტიტუტი. ქალაქში ასევე მდებარეობს არაერთი ცნობილი საშუალო სკოლა. მათ შორისაა ჩანგჭოუს ძიანსუს პროვინციის უმაღლესი სკოლა.[4]

ქალაქისათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. ქალაქში, ზოგადად, ცივი ზამთარი და ცხელი და ნალექიანი ზაფხულია. წლის განმავლობაში ჩანგჭოუსათვის ხშირია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა

ჰავის მონაცემები — ჩანგჭოუ (1971–2000)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 7.1 8.6 12.9 19.6 25.1 28.3 31.8 31.6 27.1 22.2 16.0 10.0 20.0
საშუალო დღიური °C 3.1 4.5 8.7 14.9 20.3 24.3 28.0 27.6 23.2 17.8 11.5 5.5 15.8
საშუალო დაბალი °C 0.0 1.4 5.2 10.9 16.3 20.9 25.0 24.7 20.1 14.3 7.9 2.0 12.4
საშუალო ნალექი (მმ) 44.6 53.7 89.2 81.2 102.4 189.3 171.7 116.1 92.2 68.7 52.7 29.6 1 091,4
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 8.7 9.8 13.0 11.4 11.7 12.8 12.8 11.3 9.5 8.7 7.0 6.1 122.8
წყარო: [5]

ჩანგჭოუს დიალექტი ჩინურის უ ენათა ოჯახს მიეკუთვნება.

ჩანგჭოუს ცნობილ ხელნაკეთ ნივთს „ჯვარედინი“ აბრეშუმის ნაქარგები და ბამბუკის ჩუქურთმები წარმოადგენს.

ცნობილ წასახელმსებლებს შორის, რომელსაც ჩანგჭოუში ამზადებენ, შედის: ბოლოკის მწნილი, სეზამის მარცველბის ტკბილეული, ტკბილი წებოვანი ბრინჯის ფქვილი ფერმენტირებული ბრინჯითა და ლაფშებით (ამ ლაბშას ხშირად დრაკონის წვერის ლაფშასაც უწოდებენ).

2004 წლიდან, ჩანგჭოუმ წარმატებულად უმასპინძლა (თანაც სამჯერ) ჩინეთის მულტფილმისა და ციფრული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს. 2006 წლის 12 დეკემბერს ჩანგჭოუს ეროვნული მულტფილმების ინდუსტრიული ბაზა „2006 წლის ყველაზე დიდი საინვესტიციო ღირებულების მქონე ათ საუკეთესო ბაზას“ შორის დასახელდა.[6]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Changzhou (Jiangsu) City Information zh-hans. Changzhou Municipal Statistic Bureau (2010-03-01). ციტირების თარიღი: 2010-06-30
  2. (18 April 2015) OECD Urban Policy Reviews: China 2015, OECD READ edition, OECD Urban Policy Reviews (en). OECD, გვ. 37. DOI:10.1787/9789264230040-en. ISBN 9789264230033. Linked from the OECD here დაარქივებული 2017-12-09 საიტზე Wayback Machine.
  3. 3.0 3.1 China: Jiāngsū (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map. ციტირების თარიღი: 2014-12-31
  4. Archived copy. ციტირების თარიღი: 2018-12-25
  5. :常州 - 气象数据 - 中国天气网. ციტირების თარიღი: 2011-06-27
  6. Archived copy. ციტირების თარიღი: 2018-12-25
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩანგჭოუ“-დან