არადი (რუმინეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არადი.
ქალაქი
არადი
რუმ. Arad
უნგრ. Arad
გერმ. Arad
დროშა გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი არადის ჟუდეცი
კოორდინატები 46°10′00″ ჩ. გ. 21°19′00″ ა. გ. / 46.16667° ჩ. გ. 21.31667° ა. გ. / 46.16667; 21.31667
მმართველი Laurențiu Bibarț[1]
პირველი ხსენება XI საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1329
ფართობი 226,7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 117 ± 1
მოსახლეობა 147 922[2] კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+40) 02 57
საფოსტო ინდექსი 310xxx
საავტომობილო კოდი AR
ოფიციალური საიტი http://www.primariaarad.ro[3]
არადი (რუმინეთი) — რუმინეთი
არადი (რუმინეთი)

არადი (რუმ. Arad) — ქალაქი რუმინეთში, არადის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი. 147 922 მცხოვრები (2011).[2] მდებარეობს უნგრეთის საზღვართან ახლოს, მდინარე მურეშზე. სარკინიგზო და საავტომობილო გზების მსხვილი კვანძი; საერთაშორისო აეროპორტი. იხსენიება XI საუკუნიდან, ქალაქის უფლება 1329 წლიდან აქვს (უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში). 1551 წელს თურქებმა დაიპყრეს და მდინარის კლაკნილში ციტადელი ააგეს (გადაკეთდა 1698–1701 წლებში, გახდა უმსხვილესი სამხედრო სიმაგრე). 1685 წლიდან კვლავ უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო, 1919 წელს რუმინეთის ნაწილი გახდა. შემონახულია პეტრესა და პავლეს ეკლესია (1702), რატუშა (1876), წითელი ეკლესია (1900), კათოლიკური ტაძარი (1904) და სხვ. „აურელ ვაიკუს“ უნივერსიტეტი (1990-დან). მუზეუმები: მხარეთმცოდნეობის (1892), ხელოვნების (1913) და სხვ. დრამატული თეატრი. განვითარებულია დაზგათ- და ვაგონთმშენებლობა, ქიმიური (მინერალური სასუქები, საღებავები, ლაქები, საღებარები) და ტექსტილის მრეწველობა. აღმოსავლეთ გარეუბნებში (1913 წელს არადთან დაკავშირდა ტრამვაის ხაზით) — მეღვინეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rezultatul alegerilor locale din 2020Central Electoral Bureau.
  2. 2.0 2.1 2011 Census. INSSE (8 April 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-03. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2020.
  3. ვიკივოიაჟი — 2006.