უსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საოლქო დონის ქალაქი
უსი
无锡市
Wuxi picture collection.png
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ძიანსუ
შიდა დაყოფა Liangxi District, Xishan District, Huishan District, Binhu District, Jiangyin, Yixing და Xinwu District
კოორდინატები 31°29′28″ ჩ. გ. 120°18′43″ ა. გ. / 31.49111° ჩ. გ. 120.31194° ა. გ. / 31.49111; 120.31194
ფართობი 4,628 კმ²
მოსახლეობა 6,553,000 კაცი
სიმჭიდროვე 1,400 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი +86 510
საფოსტო ინდექსი 214000
საავტომობილო კოდი 苏B
ოფიციალური საიტი wuxi.gov.cn
უსი — ჩინეთი
უსი

უსი (ჩინ. 无锡) — საოლქო დონის ქალაქი ძიანსუს პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთი. ქალაქი შანხაიდან 135 კილომეტრით ჩრდილოეთში, ჩანგჭოუსა და სუჭოუს შორის მდებარეობს.[1] 2017 წელს ქალაქის ურბანული ნაწილის მოსახლეობამ 3 542 319 ადამიანი შეადგინა, მთლიანად საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე კი 6 553 000 კაცი ცხოვრობდა. 2019 წლის მიწურულს ქალაქის რეგისტრირებული მოსახლეობის რიცხვმა 5.0283 მილიონი შეადგინა.

უსი ჩინეთისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ქალაქია და ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო. ქალაქში დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ ბრინჯს, აბრეშუმსა და ქსოვილებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში უსი მელექტრული ძრავების, პროგრამული უზრუნველყოფის, მზის ტექნოლოგიებისა და ველოსიპედების ნაწილების მნიშნველოვანი მწარმოებელი გახდა. ქალაქი მდინარე იანძის დელტის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ტბა ტაიხუს სანაპიროზე.

ქალაქს ემსახურება სუნან შუოფანგის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 2004 წელს გაიხსნა. ქალაქში ასევე უსის მეტროპოლიტენი, რომელიც 2014 წელს გაიხსნა ასევე შანხაი ნანძინის ჩქაროსნული რკინიგზა, რომელიც უსის შანხაისთან აკავშირებს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსი სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც „კალის გარეშე“. ქალაქს სინის დინასტიის პერიოდში „კალით“ (ჩინ. 有錫) ეწოდებოდა. სახელის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. თანამედროვე ჩინელი მკვლევარების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ უსი მომდინარეობს ძველი იუეს ენიდან, ანდაც ძველი კრა-ტაის ენებიდან და ტერმინი კალას არ უკავშირდება.[2][3][4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსის ისტორია შანის დინასტიის (ძვ.წ.1600–1046) პერიოდიდან იწყება.[5] ქალაქში უძველესი დროიდან კალას მოიპოვებდნენ. როდესაც უსი დაარსდა, ძველი წელთაღრიცხვით 202 წელს, ხანის დინასტიის მმართველობის პერიოდში, ქალაქის ტერიტორიაზე კალის მარაგი თითქმის სრულიად ამოიწურა რის გამოს ტერიტორიას „უსი“ ანუ ადგილი კალის გარეშე ეწოდა. ადმინისტრაციულად უსი გახდა ბილინგის (მოგვიანებით ჩანგჭოუ) ნაწილი და დამოუკიდებელ პრეფექტურად მხოლოდ იუანის დინასტიის პერიოდში შეიქმნა.[6] უსი და ჩანგჭოუ ჩინეთის თანამედროვე ინდუსტრიალიზაციის ჩამოყალიბების ადგილად ითვლება.[7]

ქალაქში ასევე განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა და აბრეშუმის ინდუსტრია. 609 წელს, ჩინეთის დიდი არხის გახსნის შემდეგ უსი სატრანსპორტი ცენტრადაც ჩამოყალიბდა. წარსულში ქალაქი ცნობილი იყო ჩინეთის მასშტაბით ბრინჯის ყველაზე დიდი მაღაზიებით.[6]

ტუნგლინის აკადემია, რომელიც თავდაპირველად სუნის დინასტიის პერიოდში (960-1279) ჩამოყალიბდა, 1604 წელს აღდგა. დაწესებულება არა მხოლოდ სკოლა იყო, არამედ ის ხშირად მასპინძლობდა საჯარო ღონისძიებებს და საზოგადოებას კონფუციანელობის წესებისა და ეთიკის შესახებ უყვებოდა.[8]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავის მონაცემები — უსი (1981–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 7.5 9.5 13.8 20.0 25.7 28.7 32.4 31.8 27.7 22.7 16.7 10.4 20.6
საშუალო დღიური °C 3.5 5.4 9.4 15.2 20.7 24.5 28.5 27.8 23.6 18.2 12.1 5.9 16.2
საშუალო დაბალი °C 0.4 2.1 5.8 11.1 16.6 21.1 25.3 24.8 20.5 14.6 8.3 2.4 12.8
საშუალო ნალექი (მმ) 58.8 57.3 92.0 79.9 96.1 182.9 172.1 143.5 91.5 57.4 56.7 33.8 1 122
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 75 75 75 74 74 79 79 81 80 77 75 72 76
წყარო: China Meteorological Administration[9]
უსის ხედი

კულტურა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსი ძიანსუს ერთ-ერთი უმთავრესი ხელოვნებისა და კულტურის ცენტრია. ქალაქი ცნობილია მისი ხუეიშანის თიხის ნაკეთობებით, რომელმაც სახელწოდება ხუეიშანის ეროვნული ტყე-პარკის შავი თიხის გამო ეწოდა. ეს ფიგურები მინის დინასტიის პერიოდიდან 400 წელზე მეტია რაც მზადდება. ეს არის ტიპიური დიდი თავის მქონე სათამაშო ლეკვები, კნუტები და ქათმები.[10] ითვლება, რომ ეს ფიგურები ბოროტ ძალებს ებრძვიან. ქალაქში ასევე ამზადებენ იისინგის თიხის ჩაიდნებს, რომლებიც, ძირითადად, იისფერი, წითელი და მწვანე მიწისაგან მზადდება.[11] ეს ნაკეთობები ქალაქში არსებული ჩაის სმის ტრადიციას უკავშირდება.[12]

ქალაქში მდებარების ძიანგნანის უნივერსიტეეტი, „პროექტი 211“-ის მთავარი ეროვნული უნივერსიტეტი. დაწესებულება ასევე აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს. ძიანგნანის უნივერსიტეტი 1902 წელს დაარსდა 1958 წელს უსის სინათლის ინდუსტრიის ინსტიტუტში ჩამოყალიბდა. 2001 წელს, განახლებების შემდეგ, უსის უნივერსიტეტს ორი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება შეუერთდა.[13]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უსი Google Maps-ზე
  2. Zhou, You, Zhenhe, Rujia (1986). zh:方言与中国文化. Shanghai People's Publishing House, გვ. 153–4. ISBN 9787208009653. 
  3. (1996) zh:中国历史大辞典·历史地理卷 (zh). Shanghai Lexicographical Publishing House, გვ. 105. ISBN 7-5326-0299-0. 
  4. Zhengzhang, Shangfang (2012). zh:郑张尚芳语言学论文集. Zhonghua Book Company. ISBN 9787101061055. 
  5. History of Wuxi. Government of Wuxi. ციტირების თარიღი: 2 September 2019[მკვდარი ბმული]
  6. 6.0 6.1 „Wuxi“. Encyclopedia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 September 2019. ციტირების თარიღი: 2 September 2019.
  7. Shi, Henry X (2014). Entrepreneurship in Family Business: Cases from China. Springer, გვ. 65–6. ISBN 9783319043043. 
  8. Jones, Derek (2001). Censorship: A World Encyclopedia. Routledge, გვ. 686. ISBN 9781136798641. 
  9. zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-12
  10. Hao, Ni. Travel Guide of Jiangsu. DeepLogic.
  11. (2005) Jiangsu. ISBN 9787508507569. 
  12. China's Foreign Trade, Issues 65-74 (1981).
  13. History. english.jiangnan.edu.cn. ციტირების თარიღი: 2 September 2019
  14. 明石市. 友好都市・無錫市の紹介 ja. ციტირების თარიღი: 2021-08-11
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უსი&oldid=4308904“-დან