შინაარსზე გადასვლა

შვედეთის კომუნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვედეთის სამეფო

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
შვედეთის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი
შვედეთის კომუნების, მუნიციპალიტეტების საზღვრები

შვედეთის კომუნები (თემები, მუნიციპალიტეტები) (შვედ. Kommun) — შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ამ მომენტისათვის არსებობს 290 კომუნა რომლებიც შედიან 21 ლენის შემადგენლობაში. მუნიციპალური ხელისუფლება პასუხისმგებელია იმ მომსახურებაზე, რომელსაც ადგილობრივ დონეზე უწევენ მოსახლეობას, როგორებიცაა სკოლები, ავარიულ-სამაშველო სამსახურები და ქალაქმშენებლობები.

ორგანიზაციული საფუძვლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთის კომუნების, მუნიციპალიტეტების რეგულირების საფუძვლები აღნიშნულია 1991 წლის „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კანონში. ის განსაზღვრავს კომუნების უფლებებს და პასუხისმგებლობას, ასევე აღწერს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მუშაობის ძირითად პრინციპებს, ისეთებს, როგორიცაა კომუნის, მუნიციპალიტეტის საბჭოს არჩევა. ის ასევე არეგულირებს პროცესს (შვედ. laglighetsprövning, „სასამართლო განხილვის კანონიერებას“), სადაც (საოლქო სასამართლო) ყოველ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებების სააპელაციოდ.

საკანონმდებლო მუნიციპალიტეტის საბჭო შვედ. Kommunfullmäktige (Sverige) შედგება 31-დან 101-მდე დეპუტატისაგან (ყოველთვის კენტი რიცხვია), რომელსაც ირჩევენ მუნიციპალურ არჩევნებზე პარტიული სიებით, პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემით, რომელიც ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ეროვნულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. მუნიციპალური საბჭო (ასამბლეა), თავის მხრივ საკუთარი წევრებისაგან ირჩევს მუნიციპალურ, კომუნის აღმასრულებელ კომიტეტს შვედ. Kommunstyrelse. აღმასრულებელი კომიტეტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე (შვედ. kommunstyrelsens ordförande). თავმჯდომარეს ხშირად უწოდებენ მერს (შვედ. kommunalråd).

ადგილობრივი ხელისუფლების პირველი აქტები რეალიზებული იქნა 1863 წლის 1 იანვარს. არსებობდა ორი დადგენილება, ერთი ქალაქისათვის და ერთი სოფლისათვის. მუნიციპალიტეტების საერთო რაოდენობა იყო 2498[1]. სოფლის კომუნები, მინიციპალიტეტები ტერიტორიულად ემთხვეოდა ძველი საეკლესიო მრევლების ტერიტორიებს (შვედ. socknar), ხოლო 89 საქალაქო მუნიციპალიტეტი დაარსებული იქნა ძველი პრივილეგირებული ქალაქების საზღვრებში. არსებობდა ასევე მესამე ტიპი, შვედ. köping (ინგლ. market town). ამ წარმონაქმნების სტატუსი იყო სადღაც სოფლის და ქალაქის კომუნებს შორის. მათ შორის მხოლოდ რვა არსებობდა 1863 წლისთვის, ხოლო მაქსიმუმს მიაღწია 1959 წელს: 96 წარმონაქმნი.

1930 წელს, კომუნების საერთო რაოდენობამ მიაღწია თავის პიკს (2532), როდესაც ისინი უფრო იყოფოდნენ ვიდრე ერთიანდებოდნენ.

1943 წელს 500-მდე შვედეთის კომუნაში მოსახლეობა 500 ადამიანზე ნაკლები იყო, და მუნიციპალიტეტის კომისია შემოვიდა წინადადებით რათა, სოფლის კომუნების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულიყო.

რამდენიმე წლის შემდეგ მე-20 საუკუნის მუნიციპალიტეტის საერთო შვედური ორი რეფორმიდან პირველი რეალიზებული იქნა 1952 წელს. სასოფლო კომუნების რაოდენობა შემცირებულ იქნა 2281-დან 816-მდე. ქალაქებს (იმ დროისათვის იყო 133) ეს რეფორმა არ შეხებია.

მალევე გაირკვა რომ 1952 წლის რეფორმა არ იყო საკმაოდ რადიკალური. ექსპერტების ახალმა კომისიამ 1959 წელს გადაწყვიტა, რომ შემდეგმა მუნიციპალურმა რეფორმამ უნდა შექმნას ახალი, უფრო მსხვილი, შერეული სასოფლო-საქალაქო მუნიციპალიტეტები.

შვედეთის პარლამენტმა (რიკსდაგი) 1962 წელს გადაწყვიტა, რომ ახალი რეფორმა უნდა ჩატარებულიყო ნებაყოფლობით. პროცესი დაიწყო 1964 წლის იანვარში, როდესაც ყველა კომუნა დაჯგუფებულ იქნა 282 მუნიციპალურ კომუნბლოკში (kommunblock). ბლოკის შიგნით თანამშრომლობა უნდა დამთავრებულიყო საბოლოოდ მათი გაერთიანებით. პროცესის დასრულების სავარაუდო წლად მიჩნეული იქნა 1971, როდესაც ყველა კომუნა უნდა გამხდარიყო ერთგვაროვანი ტიპის და ყველა ფორმალური სხვაობები ხელმძღვანელობაში და ქალაქებს და სოფლებს შორის პრივილეგიები გაუქმებული უნდა ყოფილიყო.

„ბლოკებს“ შიგნით გაერთიანება დაიწყო 1965 წელს, როდესაც კომუნების რიცხვი შემცირდა 1006-დან 848-მდე. რიკსდაგმა გაერთიანების პროცესი ძალიან ნელად ჩათვალა, და გადაწყვიტა მისი დაჩქარება ნებაყოფლობის ასპექტის გაუქმებით. 1971 წელს შემოღებულ იქნა უნიტარული მუნიციპალური წარმონაქმნები — კომუნები და მისი რაოდენობა შემცირდა 464-მდე, სამი წლის შემდეგ უკვე იყო 278. ერთ შემთხვევაში (სვედალას მუნიციპალიტეტი შვედ. Svedala kommun) პროცესი არ იქნა შესრულებული 1977 წლამდე.

კომუნების უმრავლესობა მალე კონსოლიდირებულ იქნენ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ახალშექმნილ წარმონაქმნების შიდა ანტაგონიზმი იმდენად ძლიერი იყო, რომ მივიდა საქმე „დაშლამდეც“. დღეს კომუნების საერთო რაოდენობა აღწევს 290[2].

ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის საკითხი შვედეთის ცენტრალური მთავრობის პრეროგატივაა. რეკომენდებულია, რომ ახალი კომუნის მოსახლეობის ქვედა ზღვარი შეადგენდეს 5000 ადამიანს.

ზოგიერთი მუნიციპალიტეტი საკუთარ მიმართებაში ძველებურედ ეხლაც ხმარობს ტერმინს „ქალაქი“ (შვედ. Stad) — ეს პრაქტიკა, გამოიყენება ყველაზე მხვილ და ყველაზე ურბანიზირებულ კომუნებში — სტოკჰოლმში, გეტებორგში და მალმეში. ტერმინი „stad“ ახლა ჩვეულებრივ მიეკუთვნება დიდი ფართობები განაშენიანებას და არა ადმინისტრაციულ ერთეულს.

გეოგრაფიული საზღვრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთის მუნიციპალიტეტები ფარავენ ქვეყნის მთელ ტერიტორიას. აშშ ან კანადასაგან განსხვავებით, აქ არ არის ჩაურთველი ტერიტორიები. ჩრდილოეთის კომუნებს უჭირავთ უფრო მეტი მეჩხრად დასახლებული ტერიტორიები. კირუნა, 19 446 კმ²-ით, ზოგჯერ ითვლება ფართობით მსოფლიოში ყველაზე მსხვილ „ქალაქად“, თუმცა ისეთი ადგილები, როგორიცაა შვედ. La Tuque ლა ტუკუე, კვებეკი (28 421 კმ², ოფიციალურად „ქალაქი“), ინგლ. Wood Buffalo, Alberta ვუდ ბუფალო, ალბერტას შტატი (63 343 კმ², ოფიციალურად „რეგიონული მუნიციპალიტეტი“) და ქალაქი კალგურლი-ბოულდერი დასავლეთ ავსტრალიის შტატი (95 575 კმ²) უფლო დიდია. (შედარებისათვის, სახელმწიფო ლიბანის საერთო ფართობი შეადგენს 10 452 კმ².) ჩრდილოეთის რამდენიმე კომუნა ზომით გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე კომუნები უფრო მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნის სამხრეთ რაიონებში.

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უდიდესია დედაქალაქის, სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტი, ხოლო ყველაზე მცირე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა რიცხვი 3 ათასზე ნაკლებია. შვედეთში ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 35,6 ათას ადამიანს.

კომუნები საერთო ჯამში თავის მხრივ კიდევ იყოფა 2 512 მრევლად, თემად (შვედ. församlingar) (2000). ეს შვედეთის ეკლესიის ტრადიციული დანაყოფებია, თუმცა აქამდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა როგორც ოლქს მოსახლეობის აღწერისას და არჩევნებისას. ზოგიერთი მრევლი ჯერ კიდევ შეესაბამებიან ორიგინალურ შვედ. socknar, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მოხდა ბევრი დაშლა და გაერთიანება.

კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტები პასუხისმგებლები არიან:

ბევრი მუნიციპალიტეტი დამატებით ეწევა ისეთ მომსახურებას, როგორიცაა ახალგაზრდების გართობა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურება, ახალი წევრების მიზიდვის მიზნით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Local government in Sweden დაარქივებული 2010-08-20 საიტზე Wayback Machine. p. 5
  2. INSTITUTE OF LOCAL SELF-GOVERNMENT IN SWEDEN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-02. ციტირების თარიღი: 2012-01-12.