ლენი
შვედეთის სამეფო |
![]() ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: |
|
მონარქია
პარლამენტი
საგარეო
ურთიერთობები |
სხვა ქვეყნები · ატლასი პოლიტიკის პორტალი |
ლენი (შვედ. län; თარგმანში: ფეოდალური ადგილ-მამული) — შვედეთის პირველი დონის ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ დანაყოფი. შვედეთი დაყოფილია 21 ლენად. ლენები შეიქმნა 1634 წელს, აქსელ ოქსენშერნას ინიციატივით, რითიც მათ ჩაანაცვლეს შვედეთის ისტორიულ პროვინციებად (შვედ. landskap) დაყოფის სისტემა.
ლენის მართვის ამოცანას ადგილობრივი მმართველობის კოორდინაცია წარმოადგენს მთავრობასა და რიქსდაგთან შეთავსებით, ამასთანავე, გათვალისწინებულია ადგილობრივი თავისებურებანი და მოთხოვნილებანი. ლანდსტინგის ძირითადი ამოცანა ლენის მოსახლეობისთვის სამედიცინო და სოციალური დახმარების აღმოჩენაა.
ლენის ბიუჯეტის შემოსავლის წყაროებია: გადასახადები, მოსაკრებლები და ტრანსფერები. საგადასახადო შემოსავლები ფორმირდება მთლიანად საშემოსავლო გადასახადისაგან, რომლის ოდენობას ადგენს თვითონ ლენი.
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თითოეულ ლენს თვითმმართველობის ორგანო გააჩნია, რომელსაც ლენისავე მოსახლეობა ირჩევს და ლანდსტინგი (landsting) ეწოდება. ყოველ ლენს საკუთარი მმართველობა (länsstyrelse) აქვს, რომელსაც შვედეთის მთავრობა თავის და პარლამენტ - რიქსდაგის წარმომადგენლად ნიშნავს.
რუკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეიონების ოფიციალური კოდებით.
|
![]() |
![]() |
თითოეული ლენი იყოფა მუნიციპალიტეტებად (kommuner). 2004 წლიდან მათი რაოდენობა შეადგენს 290-ს, რაც საშუალოდ შეადგენს 13.8 მუნიციპალიტეტს ერთ ლენში (იხილეთ შვედეთის მუნიციპალიტეტების სია)
1968 წლამდე ქალაქ სტოკჰოლმს ჰქონდა საკუთარი კოდი A. ხოლო სტოკჰოლმის ლენს B.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლენების ადმინისტრაციული გამგეობები დაარქივებული 2003-02-02 საიტზე Wayback Machine.
- შვედეთის მთავრობის ოფიციალური საიტი
- შვედეთის ეროვნული ატლასი დაარქივებული 2020-01-26 საიტზე Wayback Machine.