ნიდერლანდების მუნიციპალიტეტები
იერსახე

ნიდერლანდების მუნიციპალიტეტები (ნიდერლ. gemeenten) — ნიდერლანდების ადმინისტრაციული ერთეულები. 2025 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა ჯამში შეადგენს 345-ს. 342 ჩვეულებრივი მუნიციპალიტეტია, 3 კი სპეციალური მუნიციპალიტეტი, რომლებიც კარიბის ნიდერლანდების ტერიტორიაზე მდებარეობენ. ნიდერლანდების მუნიციპალიტეტებს ახასიათებს გამსხვილების ტენდენცია. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უდიდესია დედაქალაქი ამსტერდამის (931298), ხოლო ყველაზე მცირე მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა რიცხვი ათასზე ნაკლებია.
მუნიციპალიტეტების საკრებულო (gemeenteraad) აირჩევა პირდაპირ პროპორციული სისტემით 4 წლის ვადით. საკრებულოს სხდომებს ხელმძღვანელობს, მაგრამ კენჭისყრაში არ მონაწილეობს მერი (burgemeester), რომელიც საკრებულოს წარდგენით ინიშნება ცენტრალური ხელისუფლების მიერ
სპეციალური მუნიციპალიტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| დროშა | გერბი | მმართველი ორგანო | ჰოლანდიური სახელი | დედაქალაქი | ფართობი (კმ²)[1] |
მოსახლეობა 2019 | სიმჭიდროვე (ად./კმ²) |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ბონეირი | Bonaire / Boneiru | კრალენდეიკი | 294 | 20 104 | 69 | ||
| სინტ-ესტატიუსი | Sint Eustatius | ორანესტადი | 21 | 3 138 | 150 | ||
| საბა | Saba | ბოტომი | 13 | 1 915 | 148 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Regionale Kerncijfers Nederland Dutch. Statistics Netherlands (2007). ციტირების თარიღი: 2007-10-13.
| |||||||


