შინაარსზე გადასვლა

ნორვეგიის მუნიციპალიტეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორვეგიის მუნიციპალიტეტები

ნორვეგიის მუნიციპალიტეტები (ნორვ. kommuner) — ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები ნორვეგიაში. ნორვეგია დაყოფილია 357 მუნიციპალიტეტად .[1] დედაქალაქ ოსლოს აქვს საგრაფოს სტატუსი და იყოფა 15 უბნად, რომლებსაც აქვს მუნიციპალიტეტის სტატუსი.

მუნიციპალიტეტის საკრებულო (kommunestyret) აირჩევა პროპორციული სისტემით 4 წლის ვადით. მერი (ordfører) აირჩევა საკრებულოს მიერ საკუთარი შემადგენლობიდან და ის ხელმძღვანელობს აღმასრულებელ კომიტეტს (formannskap), რომელიც კომპლექტდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან არჩევნების შედეგების პროპორციულად. ორ უდიდეს ქალაქში, ოსლოსა და ბერგენში მოქმედებს საპარლამენტო სისტემა, სადაც საკრებულო უმრავლესობის წესით აკომპლექტებს ქალაქის მთავრობას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kristiansund + Frei = Sant Norwegian. www.ks.no. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-20. ციტირების თარიღი: 2008-01-09.