შინაარსზე გადასვლა

პოვიატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლონეთის პოვიატები

პოვიატი — მეორე დონის თვითმმართველობის ერთეული პოლონეთში. ის აერთიანებს პირველად თვითმმართველ ერთეულებს გმინას. საშუალოდ, ერთ პოვიატში 5-დან 15-მდე გმინა შედის. რამდენიმე პოვიატი ერთიანდება სავოევოდოში.

ამჟამად პოლონეთში 380 (66 საქალაქო და 314 სასოფლო) პოვიატია. პოვიატს მართავს წარმომადგენლობითი ორგანო - პოვიატის რადა. რადა აირჩევა პირდაპირი წესით 4 წლის ვადით. რადა საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს აღმასრულებელ კომიტეტს და მის მეთაურს სტაროსტას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]