ნარიყალა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კომპაქტურად
бастион - პატნეზი
ხაზი 4: ხაზი 4:
ციხესიმაგრე [[IV საუკუნე]]ში დაფუძნდა როგორც „[[შურის ციხე]]“. [[VII საუკუნე]]ში და მოგვიანებით [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ („მცირე ციხესიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები [[XVI საუკუნე|XVI]] და [[XVII საუკუნე|XVII]] საუკუნეებით თარიღდება. [[1827]] წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის კვადრ\ტების სახით.
ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და პატნეზებით (ბასტიონებით) გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის სახით.

[[XVII საუკუნე]]მდე ციხის შიგნითა ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული ყოფილა „მეფის სასახლე“. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) დედაციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, რის გამოც იქ განთავსდა რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი. კერძოდ კი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოფილა განთავსებული, რომელიც [[1847]] წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქდა.

07:18, 1 ივნისი 2015-ის ვერსია

ხედი ნარიყალაზე ავლაბრიდან XX საუკუნის დამდეგს, ძველი ფოტო

ნარიყალა — უძველესი დროის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარს. ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხისკალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს.

ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც „შურის ციხე“. VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ („მცირე ციხესიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და პატნეზებით (ბასტიონებით) გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის სახით.

XVII საუკუნემდე ციხის შიგნითა ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული ყოფილა „მეფის სასახლე“. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) დედაციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, რის გამოც იქ განთავსდა რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი. კერძოდ კი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოფილა განთავსებული, რომელიც 1847 წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქდა.

ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი სტუმარი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ნარიყალა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

გალერეა

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 321.
  • ჟურნ. „ძეგლის მეგობარი“, 1977 წ. გვ. 8-15; 1971წ, გვ.27-31.
  • ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1965 წ. 2, გვ. 49-54.