განხილვა:ნარიყალა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მგონი უნდა მოხდეს ამ სტატიის შერწყმა თბილისის ციხესთან. --Zolokin განხილვაწვლილი 18:07, 17 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მეც ასევე ვფიქრობ --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 17:52, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

საკითხავია, რომელი უნდა დარჩეს სათაურად? ნარიყალა 2006 წელს შექმნა ანონიმმა, თბილისის ციხე 2007 წელს ცანგალამ. როგორც ჩანს ეს უკანასკნელი სათაური ქსე–დან არის აღებული. საინტერესოა ქსე–ში სტატია სათაურით – «ნარიყალა» არ არსებობს? --Zolokin განხილვაწვლილი 17:54, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამას დამატეთ კიდევ კალა (ციხე). მე მგონი რეკორდი მოიხსნა სამი მსგავსი, სხვადასხვასათაურიანი სტატია. — ჯაბა ლაბაძე () 18:05, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

თუკი სამივე ერთი და იგივეა, მე მიმაჩნია, რომ თბილისის ციხე ყველაზე სწორი სათაური იქნება. — დავით პასუხი 18:11, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
შურის ციხე - მეოთხე სტატია. ანონიმი მომხმარებელი ალსანდროა. რომელი უნდა იყოს მთავარი სტატია?--ცანგალა () 18:25, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით, რადგან რამდენიმე განსხვავებული სახელი აქვს, ყველაზე ნეიტრელური მათ შორის თბილისის ციხეა და ეს უნდა იყოს მთავარი სტატია. — დავით პასუხი 18:28, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
უფრო სწორად, მთავარი სათაური. სტატია კი ოთხივეს გაერთიანებით უნდა შეიქმნას. — დავით პასუხი 18:29, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
ისე საინტერესოა ქსე რატომ წერს ოთხივეზე ცალ-ცალკე სტატიებს?--ცანგალა () 18:32, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

დათოს აზრს ვიზიარებ - თბილისის ციხე კარგი გამაერთიანებელია. მასზე ასევე უნდა გადამისამართდეს თბილისის აკროპოლისი. R. 18:44, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

რასაც გადავხედე, თბილისის ციხე ყველაზე ზოგადია, დანარჩენი სამი უფრო ტერმინოლოგიური ხასიათის სტატიებია ვიდრე ისტორიული. ჩემი აზრით, თბილისის ციხეში შეიძლება ყველას გაერთიანება, ქვესექციების სახით გამოიყოს დანარჩენი სამი დასახელება სახელწოდების სექციაში, დანარჩენი ტექსტი შევიდეს ისტორიის ნაწილში.--Zolokin განხილვაწვლილი 18:46, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
თბილისის აკროპოლისი? ასეთი სტატია არ არსებობს. ტერმინის წყარო?--Zolokin განხილვაწვლილი 18:48, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
სტატია რა შუაშია, აკროპოლისის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნარიყალა არსით აკროპლისია. წყაროს მოტანა სათუო საქმეა, თუმცა ვეცდები. R. 18:58, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
თუ განვაზოგადებთ გეთანხმები, მაგრამ აკროპოლისი სამეცნიერო პრაქტიკაში უფრო ბერძნული ქალაქების მიმართ იხმარება. ევროპა მოფენილია მსგავსი დანიშნულების hrad–ებით, grad–ებით, castle–ებით, burg–ებით და ა. შ. ,აგრამ მათ მიმართ ტერმინი აკროპლისი არ იხმარება. აკროპოლისი ელინური და ელინისტური ქალაქების მიმართ იხმარება. მე ვშიშობ, რომ ნარიყალასთვის აკროპლისის წოდება ორიგინალური აზრია.--Zolokin განხილვაწვლილი 19:15, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმებით, წყარო ამ შემთხვევაში საშურია, თუმცა ჩვენთვის ელინიზმი უცხო რომ არაა, ცნობილი ისტორიული ფაქტია და რომ ძველი ბერძნები და რომაელები, იბერია-კოლხეთის ქალაქების აღწერისას საკუთარ ტერმინოლოგიას იყენებდნენ - ესეც. ამ ეტაპზე თავი გავანებოთ, მით უფრო არავი იყენებს. R. 20:13, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
კი, მაგრამ ნარიყალა ელინისტურ სამყაროს ნამდვილად არ უკავშირდება. ის უფრო სასანურ სამყაროსთანაა დაკავშირებული. კალას "განდიდება" სწორედ ქართლში მარზპანობის დროს ხდება.--Zolokin განხილვაწვლილი 21:34, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]