დიეგო მარადონა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎სქოლიო: clean up, removed: {{Link GA|fi}} using AWB
→‎სქოლიო: გაფორმება
ხაზი 170: ხაზი 170:


==სქოლიო==
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო|2}}


{{DEFAULTSORT:მარადონა, დიეგო არმანდო}}
{{DEFAULTSORT:მარადონა, დიეგო არმანდო}}

21:09, 23 მარტი 2015-ის ვერსია

დიეგო მარადონა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დიეგო არმანდო მარადონა
დაბადების
თარიღი
30 ოქტომბერი, 1960
დაბადების
ადგილი
ლანუსი, ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 1,65
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
თავდამსხმელი[1][2][3][4]
ახალგაზრდული კარიერა
1968–1969 „ესტრელა როხა“
1970–1974 „ლეს კებოლიტასი“
1975–1976 „არგენტინოს ხუნიორსი“
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1976–1981 „არგენტინოს ხუნიორსი“ 166 (116)
1981–1982 „ბოკა ხუნიორსი“ 40 (28)
1982–1984 „ბარსელონა“ 36 (22)
1984–1991 „ნაპოლი“ 188 (81)
1992–1993 „სევილია“ 26 (5)
1993–1994 „ნიუელს ოლდ ბოიზი“ 5 (0)
1995–1997 „ბოკა ხუნიორსი“ 30 (7)
სულ 491 (259)
ეროვნული ნაკრები
1977–1994 არგენტინა 91 (34)
სამწვრთნელო კარიერა
1994 „მანდიუ“
1995 „რასინგი“ აველიანედა
2008–2010 არგენტინა
2011–2012 „ალ-ვასლი“
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დიეგო არმანდო მარადონა (ესპ. Diego Armando Maradona Franco; დ. 30 ოქტომბერი, 1960) — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ბევრი ფეხბურთის ექსპერტი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად[5][6][7][8]. პელესთან ერთად მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი[9][10]. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.

მარადონა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2-ჯერ დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი. პირველად 1982 წელს, როდესაც „ბარსელონაში“ გადავიდა 5 მილიონ გირვანქა სტერლინგად; მეორედ 1984 წელს, როდესაც კატალონიური კლუბიდან იტალიურ „ნაპოლიში“ 6.9 მილიონ გირვანქა სტერლინგად[11]. სათამაშო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა „არგენტინოს ხუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონის“, „ნაპოლის“, „სევილიის“ და „ნიუელს ოლდ ბოიზის“ მაისურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი, როდესაც არგენტინელმა მრავალი ტიტული მოიგო.

დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლიეს (3–2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისთან შეხვედრისას (2–1) მარადონამ 2 ცნობილი გოლი გაიტანა: პირველი ფეხბურთელმა ხელით გაიტანა და ის „ღმერთის ხელის“ სახელითაა ცნობილი, ხოლე მეორე მის 60-მეტრიან გარღვევას მოჰყვა, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა, — 2002 წლის ფიფას გამოკითხვის შედეგად ეს გოლი „საუკუნის გოლად“ გამოცხადდა[12].

დიეგო მარადონა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფიგურად მიიჩნევა. 1991 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში კოკაინის მიღება დაუმტკიცდა, ფეხბურთიდან 15 თვით იქნა მოკვეთილი. ასევე მოკვეთეს 1994 წლის მუნდიალიდან, რაც სხვა ნარკოტიკული საშუალების, ეფედრინის, მიღებით იყო გამოწვეული. 2005 წელს დიეგომ დაძლია ნარკო-დამოკიდებულება.

სამწვრთნელო საქმიანობაში სერიოზული გამოცდილების არქონის მიუხედავად, 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ეს თანამდებობდა 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.

ადრეული წლები

დიეგო არმანდო მარადონა დაიბადა 1960 წლის 30 ოქტომბერს, ბუენოს-აირესის პროვინციის ქალაქ ლანუსში, არგენტინაში. გაიზარდა ღარიბ ოჯახში, რომელიც ჯერ კიდევ მის დაბადებამდე კორიენტესის პროვინციიდან ჩამოვიდა[13]. ოჯახში მეოთხე შვილი და პირველი ვაჟიშვილი იყო. ასევე ჰყავს ორი უმცროსი ძმა, — უგო და რაული, — რომლებიც მასსავით პროფესიონალი ფეხბურთელები იყვნენ. დიეგოს იტალიური, ესპანური, ხორვატული და ადგილობრივი არგენტინული ფესვები აქვს[14][15]. მისი გვარი იტალიის რეგიონიდან, კალაბრიიდან, არის წარმოშობით[16].

მისი მშობლები იყვნენ დიეგო მარადონა და დალმა სალვადორა ფრანკო (1930–2011). უფროს მარადონას დედის გვარი ჰქონდა, ვინაიდან მამა არ სცნობდა. ფეხბურთელის მშბლები კორიენტესის პროვინცისს ქალაქ ესკინაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. 1950 წელს მათ ესკინა დატოვეს და ბუენოს-აირესში გადავიდნენ.

8 წლის ასაკში, მარადონა ბავშვთა მწვრთნელმა აღმოაჩინა, როდესაც თავისი უბნის გუნდში, „ესტრელა როხაში“, თამაშობდა. მალე დიეგო „ლეს კებოლიტასში“ ჩაირიცხა, „არგენტინოს ხუნიორსის“ ბავშვთა გუნდში. უკვე 12 წლის ასაკში მაყურებელს თავისი ოსტატობით აოცებდა[17].

საკლუბო კარიერა

არგენტინული წლები

1976 წლის 20 ოქტომბერს, 10 დღით ადრე, ვიდრე 16 წლის გახდებოდა, მარადონამ „არგენტინოს ხუნიორსთან“ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა[18]. ამ კლუბში 1976—1981 წლებში გამოდიოდა და 167 შეხვედრაში 115 გოლი გაიტანა. 1981 წელს £1 მილიონად გადავიდა „ბოკა ხუნიორსში“, სადაც მარადონას ყოველთვის სურდა თამაში[19]. სადებიუტო წელსვე არგენტინის ჩემპიონი გახდა.

ბარსელონა

დიეგო მარადონას „ბარსელონის“ სათამაშო ფორმა გუნდის მუზეუმში

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ივნისში, მარადონა ესპანურ „ბარსელონაში“ გადავიდა £5 მილიონად, რაც მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი იყო[18]. 1983 წელს, მოიგო ესპანეთის თასი და სუპერთასი[20]. ესპანეთში გატარებული 2 სეზონის განმავლობაში, რომლის ნაწილი ტრავმების გამო გააცდინა, მარადონამ 58 თამაში ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა[21].

დიეგოს რთული ურთიერთობა ჰქონდა გუნდის ხელმძღვანელობასთან, განსაკუთრებით კლუბის დირექტორთან ხოსეპ ლუის ნუნიესთან. საბოლოოდ, 1984 წელს, არგენტინელმა კლუბიდან გაშვება მოითხოვა. იტალიურმა „ნაპოლიმ“ მარადონა £6.9 მილიონად შეიძინა, რაც ასევე მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი იყო[22].

ნაპოლი

1984 წლის ივლისში მარადონა ოფიციალურად გახდა „ნაპოლის“ ფეხბურთელი. პრეზენტაციაზე, სან-პაოლოს სტადიონზე, ფეხბურთელს 75,000 გულშემატკივარი მიესალმა[23].

მალევე მარადონა „ნაპოლის“ გულშემატკივრების კერპად იქცა. გუნდთან ერთად 2-ჯერ მოიგო სერია A (1986-87, 1989-90), ასევე იტალიის თასი 1986-87), უეფა-ს თასი (1988-89) და იტალიის სუპერთასი (1990). 1987-88 წლების სეზონში დიეგო იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბოლო წლები

1992 წელს, მას შემდემ რაც კოკაინის მიღება დაუმტკიცდა და 15-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, მარადონამ „ნაპოლი“ დატოვა. მის მიმართ ინტერესს ესპანური „რეალი“ და ფრანგული „მარსელი“ იჩენდნენ, თუმცა მან „სევილია“ არჩია. აქ ფეხბურთელმა 1 წელი დაჰყო[24], შემდეგ კი „ნიუელს ოლდ ბოიზში“ გადავიდა. 1995 წელს მარადონა „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნდა და 2 წლის შემდეგ კარიერა დაასრულა[18].

სანაკრებო კარიერა

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. მისი სანაკრებო დებიუტი 1977 წლის 27 თებერვალს, 16 წლის ასაკში, უნგრეთის წინააღმდეგ შედგა. 1979 წელს, როდესაც 18 წლის იყო, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ფინალში მისმა გუნდმა საბჭოთა კავშირელი თანატოლები 3-1 დაამარცხა და არგენტინა ჩემპიონი, მარადონა კი — ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

1979 წლის 2 ივნისს, დიეგომ ჰემპდენ პარკზე შოტლანდიის წინააღმდეგ (3-1), ძირითადი ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა[25].

მსოფლიო ჩემპიონატი 1982

1982 წელს დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო ესპანეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში. პირველი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, ბელგიის წინააღმდეგ, ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა, რომლის უმთავრეს გუნდს ახალი შეძენილი ჰყავდა მარადონა. მაყურებლის მოლოდინის გამართლება ამ მატჩში მარადონამ ვერ შეძლო[26]. სამხრეთ ამერიკელებმა ევროპელებთან 0-1 წააგეს. დარჩენილი შეხვედრები, უნგრეთთან და სალვადორთან, დიეგოს გუნდმა მოიგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. აქ არგენტინამ იტალიასთან და ბრაზილიასთან მატჩები დათმო და ტურნირს დაემშვიდობა. იტალიასთან მატჩი აღსანიშნავი იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში კლაუდიო ჯენტილეს მიერ მარადონას წინააღმდეგ უხეში თამაშით[27][28].

მარადონამ ხუთივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და 2 გოლი გაუტანა უნგრეთს. მეტოქე ნაკრებების ფეხბურთელები განსაკუთრებით უხეშობდნენ მის წინააღმდეგ, ხოლო ბრაზილიასთან მატჩში უხეშობისათვის თავად იქნა გაძევებული[29].

მსოფლიო ჩემპიონატი 1986

მარადონას „ღმერთის ხელი“

მექსიკაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონა გუნდის კაპიტანი იყო. მან გუნდის ყველა თამაში შეუცვლელად ითამაშა; გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სამხრეთ ამერიკელებმა სამხრეთი კორეა 3-1 დაამარცხეს, სამივე საგოლე გადაცემა კი მარადონას ეკუთვნის. პირველი გოლი დიეგომ მეორე ტურში, იტალიის წინააღმდეგ (1-1) გაიტანა[30]. ბოლო ტურში არგენტინამ ბულგარეთთან 2-0 იმარჯვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.

მერვედფინალში არგენტინამ ურუგვაი 1-0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ ეტაპზე ინგლისს დაუპირისპირდა, რაც მარადონასთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მატჩი გამოდგა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში დიეგომ გახსნა 51-ე წუთზე. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა რომ მან გოლი ხელით გაიტანა[31]. ინგლისელი ფეხბურთელების პროტესტის მიუხედავად, ტუნისელმა მთავარმა მსაჯმა ალი ბინ ნასერმა გოლი ჩათვალა. 2005 წელს, მარადონამ აღიარა რომ ბურთს ხელი განზრახ მოარტყა. ეს გოლი ფეხბურთის ისტორიაში „ღმერთის ხელის“ სახელით შევიდა[32]. 4 წუთის შემდეგ მარადონამ ინგლისს მეორე გოლი გაუტანა. პარტნიორისგან ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, შემობრუნდა და დაიწყო დრიბლინგი, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა. საბოლოოდ, ბურთი ცარიელ კარში შეაგდო[33]. 2002 წელს, ფიფა-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ეს გოლი „საუკუნის გოლად“ იქნა აღიარებული[12].

ნახევარფინალში არგენტინა ბელგიას შეხვდა და 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი მარადონას ანგარიშზეა. ფინალში, დასავლეთ გერმანიას დაუპირისპირდა. მეტოქემ მას ორმაგი მეურვეობა მიუჩინა. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და საგოლე გადაცემა გაუკეთა ხორხე ბურუჩაგას, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩი, რომელიც არგენტინამ 3-2 მოიგო, „აცტეკაზე“ ჩატარდა და 115,000 მაყურებელი დაესწრო[34][35].

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მარადონა კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბევრი მიიჩნევდა რომ მან ჩემპიონობა მარტომ მოიგო[36][37][38][39].

მსოფლიო ჩემპიონატი 1990

მარადონა იტალიის 1990 წლის მუნდიალზეც გუნდის კაპიტანი იყო. თუმცა კოჭის ტრავმამ მთელ მის გამოსვლაზე იქონია გავლენა და ნაკლებად ეფექტური იყო, ვიდრე 4 წლით ადრე. არგენტინამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და გაჭირვებით გავიდა პლეი-ოფში.

მერვედფინალში, ბრაზილიასთან მატჩში, დიეგოს გარღვევისა და პასის შემდეგ კლაუდიო კანიჯამ ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდი მეოთხედფინალში გავიდა[40]. მეოთხედფინალში არგენტინა იუგოსლავიას დაუპირისპირდა და, ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, რომელიც 0-0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში იმარჯვა. მარადონამ თავისი თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

ნახევარფინალში, მასპინძელ იტალიასთან მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1-1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში კი სამხრეთ ამერიკელებმა კვლავ იმარჯვეს. ამჯერად, მარადონამ თავისი თერთმეტმეტრიანი გაიტანა.

წინა ჩემპიონატის მსგავსად, ფინალში არგენტინა კვლავ დასავლეთ გერმანიის ნაკრებს შეხვდა. მატჩი დიეგოს გუნდმა 0-1 წააგო. ერთადერთი გოლი ანდრეას ბრემემ გაიტანა საკამათო თერთმეტმეტრიანით[40].

მსოფლიო ჩემპიონატი 1994

აშშ-ში ჩატარებულ ჩემპიონატზე მარადონამ მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა; საბერძნეთთან პირველ ტურში გოლიც გაიტანა. ნიგერიასთან მატჩის შემდეგ, დიეგოს ეფედრინის დოპინგის მიღება დაუმტკიცდა და მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთეს. ლიდერის გარეშე დარჩენილი არგენტინა ჯგუფიდან გავიდა, თუმცა პლეი-ოფის პირველივე მატჩი რუმინეთთან დათმო (2-3) და ტურნირს დაემშვიდობა.

ტიტულები

საკლუბო

ბოკა ხუნიორსი
ბარსელონა
ნაპოლი

სანაკრებო

არგენტინის დროშა არგენტინა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Maradona tricks and skills videos of the best soccer, football players ever. Football-tricks.com.
  2. Diego Maradona dominated 1986 World Cup after position switch – Jonathan Wilson – SI.com. Sportsillustrated.cnn.com (27 მაისი, 2010).
  3. Diego Maradona: ‘The Soccer Guru’. The Viewspaper (25 June 2010). Retrieved 31 March 2013.
  4. Diego Maradona – Profile of Soccer Player Diego Maradona. Worldsoccer.about.com.
  5. "The Best of The Best". Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.com (19 ივნისი, 2009).
  6. – "The 100 greatest players of all time" The Football Pantheon, 20 სექტემბერი, 2011
  7. – "Castrol Debate: Pele Versus Maradona". goal.com, 23 ოქტომბერი, 2010
  8. სხვა წყაროები:
    – "Ruud Gullit: Diego Maradona is the best ever in my opinion". goal.com, 29 ივლისი, 2012
    – "Lionel Messi: Diego Maradona is the greatest of all-time". SoccerAnchor, 7 September 2011
    – "Rummenigge: Maradona better than Pele". The Times of India, 12 ნოემბერი, 2008
    – "Paolo Maldini: Maradona best ever, Ronaldo close second" პაოლო მალდინის ფან-გვერდი, 21 ივლისი, 2008
    – "Gary Lineker: Diego has been the best player without a doubt, better than Pele". givemesport
    - "Wayne Rooney: Diego Maradona is the greatest player ever" SoccerBlog, 25 მარტი, 2006
    – "Glenn Hoddle: Diego Maradona is the greatest player of all time". SoccerBible, 22 July 2010.
    – "Ryan Giggs: Maradona is the best of all time". tribalfootball, 11 ოქტომბერი, 2011.
    – "Rio Ferdinand: In my eyes Maradona is the best footballer ever". fifa.com, 7 November 2008
    – "Mario Kempes: Maradona is absolutely the best". ESPN soccernet, 18 აპრილი, 2005.
    – "Aguero: It is disrespectful to compare me to Maradona". Mirro Football, 20 November 2011.
    – "Frank McGarvey: Diego Maradona was world's best player". Daily Record, 30 ოქტომბერი, 2008.
    – "Gordon Smith: Maradona was the best player I ever saw play the game". Daily Record, 30 ოქტომბერი, 2008.
    – "Trevor Edwards: Maradona is best" Central Telegraph, 11 აპრილი, 2012
    – "Maradona’s still number one". The Sun, 29 აპრილი, 2011.
    – "Considered by many as the greatest football player to have ever walked the face of the earth". FIFA.com
    – Sir Alf Ramsey: “Pele had nearly everything. Maradona has everything. He works harder, does more and is more skillful". Hindustan Times, 5 მაისი, 2004.
  9. FIFA Player of the Century. touri.com
  10. "Maradona or Pele?". CNN Sports Illustrated, 10 დეკემბერი, 2000.
  11. "The history of the world transfer record". BBC News.
  12. 12.0 12.1 "Diego Maradona goal voted the FIFA World Cup™ Goal of the Century". FIFA (30 მაისი, 2002).
  13. The greatest rags-to-riches stories ever James Dart, Paul Doyle and Jon Hill, 12 April 2006. Retrieved 18 August 2006.
  14. Uki Goñi (23 ოქტომბერი, 2009). „Argentina's Maradona: A Soccer God Turned Mortal“. Time. ციტატა: „he can claim both Italian and indigenous ancestry“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  15. ბერნსი, ჯიმი (2011). Maradona: The Hand of God. Bloomsbury Publishing, გვ. 63. ISBN 9781408827727. „Maradona a poor Argentine of Italian ancestry“ 
  16. [1]
  17. The Hand of God. Retrieved 18 August 2006.
  18. 18.0 18.1 18.2 A SUMMARY OF MARADONA's LIFE, vivadiego.com.
  19. "Fun Trivia: Diego Maradona". Trivia.
  20. That's one hell of a diet, Diego 8 January 2006.
  21. "Backgrounder: Diego Maradona". CBC Sports.
  22. "Snapshot: Maradona is toast of the town after signing for Napoli". The Times.
  23. „Cristiano Ronaldo welcomed by 80,000 fans at Real Madrid unveiling“. The Guardian. London. 6 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  24. „Sport in Short: Football – Sport“. The Independent. UK. 15 ივლისი, 1992. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  25. MacPherson, Graeme (30 October 2008). Maradona to receive Hampden welcome, The Herald.
  26. 1982 – Story of Spain '82. Planet World Cup.
  27. "Diego Maradona: God's gift" (9 ივნისი, 2010). ESPN Soccernet.
  28. Gentile VS Maradona. „იუთუბი“
  29. "Castrol World Cup Legends: Diego Maradona – 1986". Goal.com (10 ივნისი, 2010).
  30. 1986 FIFA World Cup Mexico: Italy – Argentina. FIFA.
  31. Maradona 'Hand of God' Goal 1986 World Cup. „იუთუბი“
  32. Terry Butcher: Maradona robbed England of World Cup glory (18 ნოემბერი, 2008). Daily Record.
  33. Maradona Goal of the Century - Víctor Hugo Morales commentary - Argentina-England 2-1 1986. „იუთუბი“
  34. "Maradona lights up the world – with a helping hand". FIFA.com.
  35. "Tango Argentino!". Sports Illustrated.
  36. WorldCup Legends: Maradona. Goal.com
  37. Argentina's Road to the World Title FIFA. გვ. 43
  38. "Adidas Golden Ball Winners" from. FIFA.com
  39. Pelé and Maradona – two very different number tens. FIFA.com
  40. 40.0 40.1 "World Cup 1990". ESPN