სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი ამჰ. ደቡብ ብሔሮች ብሔረሰቦችና ሕዝቦች ክልል | |||||
| |||||
| |||||
ქვეყანა | ეთიოპია | ||||
ადმ. ცენტრი | Hawaasa | ||||
კოორდინატები | 6°30′00″ ჩ. გ. 37°06′00″ ა. გ. / 6.50000° ჩ. გ. 37.10000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1994 | ||||
ფართობი | 105 887,18 კმ² | ||||
მოსახლეობა | 17 837 005 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 168,45 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+3]] | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.snnprs.gov.et/ | ||||
სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი – აბრევიატურა SNNPR (ამჰ. ደቡብ ብሔሮች ብሔረሰቦችና ሕዝቦች ክልል) — ეთიოპიის რეგიონი. ჩამოყალიბდა 1994 წლის არჩევნების შემდეგ 7, 8, 9, 10 და 11 რეგიონების გაერთიანების შედეგად. მისი დედაქალაქია — აუასა. მოსახლეობა — 17 837 005 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 105 887,18 კმ²[2].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი ესაზღვრება კენიას სამხრეთში, სამხრეთ-დასავლეთში — ილემის სამკუთხედს, დასავლეთში — სამხრეთ სუდანს, ჩრდილო-დასავლეთში — გამბელის რეგიონს, ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში — ორომიის რეგიონს. მსხვილი ქალაქებია: აუასა, არბა-მინჩი, მიზან-ტეფერი და ჩენჩა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენდა 15 042 531 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 10,28 %-ს (ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში). მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 142,06 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 3 087 567 ცალკეული მეურნეობა, ასე რომ, საშუალოდ 4,9 ადამიანი მოდის ერთ მეურნეობაზე. ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია: სიდამო — 19,38 %, ველაიტა — 10,59 %, ჰადია — 7,98 %, გურაგელები — 7,54 %, გამო — 7 %, კაფიჩო — 5,44 %, სილტე — 5,37 %, გედეო — 4,90 % და სხვა. ძირითადი ენებია: სიდამოს ენა — 19,59 %, ვოლაიტას ენა — 10,48 %, ჰადიას ენა — 8,00 %, გურაგული ენა — 7,13 %, გამოს ენა — 6,9 %, კაფას ენა — 5,36 %. სულ რეგიონში ცხოვრობს 45-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი. პროტესტანტები შეადგენენ რეგიონის მთელი მოსახლეობის 55,5 %-ს, ქრისტიანი-მონოფიზიტები — 19,9 %-ს, მუსულმანები — 14,1 %-ს, კათოლიკები — 2,4 %-ს; მოსახლეობის დაახლოებით 6,6 % მიეკუთვნება ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს.
1994 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენდა 10 377 028 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა იყო სულ 6,8 %. 2006 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ 54 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით, რაც მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე 15 წლის უკანდელი მაჩვენებლები (სულ 10-15 %). განათლების დონე შეადგენს 57 %-ს მამაკაცებისთვის და 22,4 %-ს ქალებისთვის. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს 85 ბავშვს 1000 დაბადებულზე (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე მაღალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი იყოფა 13 ზონად, 8 განსაკუთრებულ რაიონად (ვორედა) და აუასის საქალაქო ადმინისტრაციად.
№ | ზონები/განსაკუთრებული რაიონები (ქართ.) | ზონები/განსაკუთრებული რაიონები (ლათ.) | მოსახლეობა,[3] ად. (2007 წელი) |
---|---|---|---|
1 | ბენჩ-მაჯი | Benč / Bench Maji Zone | 654 046 |
2 | დაურო | Dawro / Dawuro Zone | 492 742 |
3 | სამხრეთი ომო | Debub (South) Omo Zone | 577 673 |
4 | გამო-გოფა | Gamo Gofa Zone | 1 595 570 |
5 | გიდეო | Gide’o / Gedeo Zone | 879 749 |
6 | გურაგე | Gurage Zone | 1 280 483 |
7 | ჰადია | Hadiya Zone | 1 243 776 |
8 | კეფა | Käfa / Keffa Zone | 880 251 |
9 | კემბატა-ტემბარო | Kämbata / Kembata Tembaro / Timbaro Zone | 683 167 |
10 | შეკა | Sheka Zone | 199 671 |
11 | სიდამა | Sidama Zone | 2 966 652 |
12 | სილტი | Səlṭi / Silti Zone | 751 159 |
13 | ველაიტა | Wälaytta / Wolayita Zone | 1 527 908 |
14 | ალაბა (განსაკუთრებული რაიონი) | Alaba special woreda | 232 241 |
15 | ამარო (განსაკუთრებული რაიონი) | Amaro special woreda | 149 384 |
16 | ბასკეტო (განსაკუთრებული რაიონი) | Basketo special woreda | 56 678 |
17 | ბურჯი (განსაკუთრებული რაიონი) | Burji special woreda | 56 523 |
18 | დირაშე (განსაკუთრებული რაიონი) | Dirashe / Derashe special woreda | 142 678 |
19 | კონსო (განსაკუთრებული რაიონი) | Konso special woreda | 234 987 |
20 | კონტა (განსაკუთრებული რაიონი) | Konta (Ela) special woreda | 91 743 |
21 | იემი (განსაკუთრებული რაიონი) | Yäm / Yem special woreda | 80 647 |
22 | აუასის საქალაქო ადმინისტრაცია | Hawassa City Administration-Zone | 259 803 |
სულ | 15 042 531 |
ზონები თავის მხრივ იყოფა 126 რაიონად (ვორედა) და 10 ქალაქ-ვორედად.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონის რუკა at UN-OCHA (PDF ფაილი)
- სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონის რუკა at DPPA of Ethiopia დაარქივებული 2008-02-27 საიტზე Wayback Machine. (PDF ფაილი)
- Ethiopia's Vanishing Tribes დაარქივებული 2010-05-05 საიტზე Wayback Machine. slideshow by Life magazine
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
- ↑ 2011 National Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-10-04.
- ↑ GeoHive; Ethiopia, Administrative units
|