ილემის სამკუთხედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილემის სამკუთხედი

ილემის სამკუთხედისადავო ტერიტორია აღმოსავლეთ აფრიკაში. ტერიტორიის სავარაუდო ფართობი მერყეობს 10320–14000 კმ²-ის ფარგლებში. სახელწოდება მიიღო ანუაკის ტომის ბელადის ილემი აკვონას სახელის მიხედვით. სამკუთხედის ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს კენია, ეთიოპია და სამხრეთი სუდანი. ამჟამად ტერიტორიას დე-ფაქტო აკონტროლებს კენია.

დავა წარმოიშვა გაურკვეველი ფორმულირების კოლონიური ხელშეკრულების შედეგად, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონში მცხოვრები მომთაბარე ტურკანის ტომის გადაადგილების იდენტიფიცირებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]