სიდამო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიდამოს ხალხთა საცხოვრებელი ადგილი

სიდამოეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთ მთებში მცხოვრებ ხალხთა ჯგუფის სახელწოდება. საერთო რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი. ლაპარაკობენ ქუშიტურ ენებზე. უმრავლესობა ქრისტიანობას აღიარებს, ნაწილი კი ისლამს. შენარჩუნებული აქვთ ტრადიციული ტომობრივი კულტები. მათი ძირითადი საქმიანობაა მთის მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და თევზჭერა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]