შინაარსზე გადასვლა

საბჭოთა კავშირის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბჭოთა კავშირი
კავშირი საბჭოთა კავშირის რაგბის კავშირი
მეტსახელ(ებ)ი წითლები
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
რუმინეთი რუმინეთის დროშა 26 - 6 სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა
(1 ივლისი, 1974)
უდიდესი გამარჯვება
სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 72 - 0 შვედეთი შვედეთის დროშა
(1 ივლისი, 1977; თბილისი)
უარესი დამარცხება
ინგლისი ინგლისის დროშა 53 - 0 სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა
(7 სექტემბერი, 1991)

საბჭოთა კავშირის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები — წარმოადგენდა საბჭოთა კავშირს რაგბის საერთაშორისო შეჯიბრებებზე 1975-1991 წლებში. მან თავისი პირველი თამაშები ჩაატარა გაზეთ «სოციალისტური ინდუსტრიის» ტურნირზე, როგორც საბჭოთა კავშირის კლუბების მორაგბეთა ნაკრები. 1975 წლის მაისში საბჭოთა კავშირის რაგბის ფედერაცია მიღებული იქნა სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაციის (FIRA) შემადგენლობაში და 1976 წლიდან საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრები თავისი წარმატებების გამო ეგრევე დაუშვეს ევროპის ჩემპიონატის გათამაშების ტურნირზე 'B' ჯგუფში (მეორე ჯგუფი).

1979 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ('А' ჯგუფი) მუდმივი მონაწილეა: ნაკრები ხუთჯერ ფლობდა «ვერცხლის» მედალს — 1985—1987, 1989 და 1990 წლებში; სამჯერ «ბრინჯაოს» მედალს — 1978, 1981 და 1983 წლებში.

1987 წელს FIRA-მ ნება დართო საბჭოთა კავშირის ნაკრებს ეთამაშა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ ნება არ მისცა ნაკრებს წასულიყო ამ შეჯიბრებაზე, იმის გამო, რომ ჩემპიონატში მონაწილეობდა რამდენიმე ქვეყნის ნაკრები, რომლებსაც ნათამაშები ჰქონდათ სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან და კიდევ იმიტომ,რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აგრძელებდა IRB-ს წევრობას. თვითონ სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები არ იქნა დაშვებული 1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საერთაშორისო სანქციების გამო.

1988 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ახალი ზელანდიის, არგენტინის და საფრანგეთის მორაგბეთა სტუდენტური ნაკრებების შემდეგ დაიკავა მეოთხე ადგილი მსოფლიო თასის პირველ გათამაშებაში სტუდენტებს შორის საფრანგეთში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნაკრების ოფიციალური მემკვიდრე გახდა დსთ-ს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც მცირე ხანი, 1991-1992 წლებში იარსება და მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა. 1992 წლიდან დსთ-ს ნაკრებმაც შეწყვიტა არსებობა, ხოლო თანამეგობრობის შემადგენელმა სუბიექტებმა დამოუკიდებლად განაგრძეს საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა.

საუკეთესო შედეგები მემკვიდრე ნაკრებებიდან აქვს საქართველოს ნაკრებს, რომელიც სტაბილურად ასპარეზობს მსოფლიო ჩემპიონატებზე, ევროპის ერთა თასზე კი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. სხვა მემკვიდრეებიდან აღსანიშნავია რუსეთის ნაკრები, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და უკრაინის ნაკრები, დანარჩენი ნაკრებები კი მნიშვნელოვანი მიღწევების გარეშე ასპარეზობენ.

სსრკ ნაკრების საბოლოო შედეგები:[1][2]

მეტოქე თამაში მოგება წაგება ფრე მოგების %
ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე 4 2 2 0 50 %
ესპანეთის დროშა ესპანეთი 6 2 4 0 33 %
იტალიის დროშა იტალია 13 9 3 1 69 %
მაროკოს დროშა მაროკო 2 2 0 0 100 %
პოლონეთის დროშა პოლონეთი 3 3 0 0 100 %
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 2 2 0 0 100 %
რუმინეთის დროშა რუმინეთი 22 3 18 1 14 %
ტუნისის დროშა ტუნისი 3 3 0 0 100 %
აშშ-ის დროშა აშშ 1 1 0 0 100 %
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 3 2 1 0 67 %
დასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია 5 4 1 0 80 %
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 6 4 2 0 67 %
შვედეთის დროშა შვედეთი 2 2 0 0 100 %
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 2 2 0 0 100 %
სულ 74 41 31 2 55 %

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]