პიტ სამპრასი
სამპრასი 2008 წელს | |
ქვეყანა (სპორტი) | აშშ |
---|---|
საცხოვრებელი ადგილი | ლეიკ შერვუდი, კალიფორნია, აშშ |
დაიბადა |
12 აგვისტო, 1971 ვაშინგტონი, აშშ |
სიმაღლე | 185 სმ. |
პროფესიონალი | 1988 |
კარიერა დაასრულა |
8 სექტემბერი, 2002 (უკანასკნელი მატჩი) 25 აგვისტო, 2003 (ოფიციალურად) |
თამაში | მემარჯვენე |
მწვრთნელ(ებ)ი |
პიტერ ფიშერი (1980–1989) ჯო ბრენდი (1989–1991) ტიმ გალიკსონი (1992–1995) ვიტას გერულაიტისი (1994) პოლ ანაკონი (1995–2001) ტომ გალიკსონი (2001–2002) ხოსე იგერასი (2002) პოლ ანაკონი (2002) |
ფულადი პრიზი | 43,280,450 აშშ დოლარი |
დიდების დარბაზი | 2007 (წევრის გვერდი) |
ოფიციალური საიტი | petesampras.com |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 762–222 (77.44%) |
ტიტულები კარიერაში | 64 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (12 აპრილი, 1993) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1994, 1997) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1996) |
უიმბლდონი | გამარჯვება (1993, 1994, 1995, 1997, 1998, 1999, 2000) |
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1990, 1993, 1995, 1996, 2002) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | გამარჯვება (1991, 1994, 1996, 1997, 1999) |
დიდი სლემის თასი | გამარჯვება (1990, 1997) |
ოლიმპიური თამაშები | 3რ (1992) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 64–70 (47.76%) |
ტიტულები კარიერაში | 2 |
უმაღლესი რეიტინგი | 27-ე (12 თებერვალი, 1990) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 2რ (1989) |
საფრანგეთის ღია პირველობა | 2რ (1989) |
უიმბლდონი | 3რ (1989) |
აშშ-ის ღია პირველობა | 1რ (1988, 1989, 1990) |
გუნდური შეჯიბრები | |
დეივისის თასი | გამარჯვება (1992, 1995) |
ბოლოს განახლდა: 6 იანვარი 2018. |
პიტ სამპრასი (ინგლ. Pete Sampras; დ. 12 აგვისტო, 1971, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4][5][6].
სამპრასის პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1988 წელს, ხოლო დასრულდა 2002 წელს აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, როდესაც მან უკანასკნელ მატჩში კარიერაში ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე – ამერიკელი ანდრე აგასი დაამარცხა[7].
სამპრასს მოგებული აქვს 14 დიდი სლემის ტურნირი, მათ შორის 7 უიმბლდონი, 5 აშშ-ის ღია პირველობა და 2 ავსტრალიის ღია პირველობა. ამერიკელი უიმბლდონის ტიტულებით რეკორდსმენი იყო 2017 წლამდე, სანამ როჯერ ფედერერმა მე-8 ბალახის დიდი სლემი არ მოიგო. აღსანიშნავია ასევე წლის შემაჯამებელ ტურნირზე 5-ჯერ გამარჯვება და 11 მასტერსის ტიტული. ჯამში სამპრასს ATP-ის 64 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. იგი 286 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს, რაც ასევე რეკორდი იყო, სანამ 2012 წელს ფედერერმა არ გააუმჯობესა. ამერიკელი 1993-დან 1998 წლამდე ასრულებდა წელიწადს რეიტინგში პირველ ჩოგნად. სანაკრებო დონეზე, მან ორჯერ მოიგო დეივისის თასი აშშ-ის ნაკრებთან ერთად. სამპრასმა საუკეთესო შედეგები სწრაფ კორტებზე დააფიქსირა – ბალახზე, ჰარდზე და ხალიჩაზე, ხოლო თიხის ნელ საფარზე იგი იშვიათად აღწევდა წარმატებას.
2007 წელს, სამპრასი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
სტატისტიკა და მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 18 (14–4)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1990 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ანდრე აგასი | 6–4, 6–3, 6–2 |
მარცხი | 1992 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | სტეფან ედბერგი | 6–3, 4–6, 6–7(5–7), 2–6 |
გამარჯვება | 1993 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ჯიმ კურიე | 7–6(7–3), 7–6(8–6), 3–6, 6–3 |
გამარჯვება | 1993 | აშშ-ის ღია პირველობა (2) | ჰარდი | სედრიკ პიოლინი | 6–4, 6–4, 6–3 |
გამარჯვება | 1994 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ტოდ მარტინი | 7–6(7–4), 6–4, 6–4 |
გამარჯვება | 1994 | უიმბლდონი (2) | ბალახი | გორან ივანიშევიჩი | 7–6(7–2), 7–6(7–5), 6–0 |
მარცხი | 1995 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ანდრე აგასი | 6–4, 1–6, 6–7(6–8), 4–6 |
გამარჯვება | 1995 | უიმბლდონი (3) | ბალახი | ბორის ბეკერი | 6–7(5–7), 6–2, 6–4, 6–2 |
გამარჯვება | 1995 | აშშ-ის ღია პირველობა (3) | ჰარდი | ანდრე აგასი | 6–4, 6–3, 4–6, 7–5 |
გამარჯვება | 1996 | აშშ-ის ღია პირველობა (4) | ჰარდი | მაიკლ ჩანგი | 6–1, 6–4, 7–6(7–3) |
გამარჯვება | 1997 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ჰარდი | კარლოს მოია | 6–2, 6–3, 6–3 |
გამარჯვება | 1997 | უიმბლდონი (4) | ბალახი | სედრიკ პიოლინი | 6–4, 6–2, 6–4 |
გამარჯვება | 1998 | უიმბლდონი (5) | ბალახი | გორან ივანიშევიჩი | 6–7(2–7), 7–6(11–9), 6–4, 3–6, 6–2 |
გამარჯვება | 1999 | უიმბლდონი (6) | ბალახი | ანდრე აგასი | 6–3, 6–4, 7–5 |
გამარჯვება | 2000 | უიმბლდონი (7) | ბალახი | პატრიკ რაფტერი | 6–7(10–12), 7–6(7–5), 6–4, 6–2 |
მარცხი | 2000 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | მარატ საფინი | 4–6, 3–6, 3–6 |
მარცხი | 2001 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ლეიტონ ჰიუიტი | 6–7(4–7), 1–6, 1–6 |
გამარჯვება | 2002 | აშშ-ის ღია პირველობა (5) | ჰარდი | ანდრე აგასი | 6–3, 6–4, 5–7, 6–4 |
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 6 (5–1)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1991 | ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი (1) | ხალიჩა (დ) | ჯიმ კურიე | 3–6, 7–6(7–5), 6–3, 6–4 |
მარცხი | 1993 | ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი | ხალიჩა (დ) | მიხაელ შტიხი | 6–7(3–7), 6–2, 6–7(7–9), 2–6 |
გამარჯვება | 1994 | ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი (2) | ხალიჩა (დ) | ბორის ბეკერი | 4–6, 6–3, 7–5, 6–4 |
გამარჯვება | 1996 | ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ჰანოვერი (3) | ხალიჩა (დ) | ბორის ბეკერი | 3–6, 7–6(7–5), 7–6(7–4), 6–7(11–13), 6–4 |
გამარჯვება | 1997 | ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ჰანოვერი (4) | ჰარდი (დ) | ევგენი კაფელნიკოვი | 6–3, 6–2, 6–2 |
გამარჯვება | 1999 | ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ჰანოვერი (5) | ხალიჩა (დ) | ანდრე აგასი | 6–1, 7–5, 6–4 |
(დ) – დახურული კორტი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- პიტ სამპრასი Facebook-ზე
- სამპრასი ATP-ის ოფიციალურ საიტზე
- სამპრასი ITF-ის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2016-03-21 საიტზე Wayback Machine.
- სამპრასი დეივისის თასის ოფიციალურ საიტზე
- სამპრასი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზის ოფიციალურ საიტზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Novak Djokovic is one of the five best players ever, says John McEnroe“. usatoday.com. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2017.
- ↑ „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2017.
- ↑ „Pete Sampras – One of the Greatest Tennis Players of All Time“. stevegtennis.com. ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2018.
- ↑ „Grand-slammed“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
- ↑ „Top 10 Men's Tennis Players of All Time“. si.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
- ↑ „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (M): NO. 4, PETE SAMPRAS“. tennis.com. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2018.
- ↑ „Super Sampras silences critics“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2018.
|
|
|
|