დავიდ ნალბანდიანი
|
ნალბანდიანი პარიზის მასტერსზე 2008 წელს | |
| სრული სახელი | დავიდ პაბლო ნალბანდიანი |
|---|---|
| ქვეყანა (სპორტი) |
|
| საცხოვრებელი ადგილი | უნკილო, არგენტინა |
| დაიბადა |
1 იანვარი, 1982 უნკილო, არგენტინა |
| სიმაღლე | 180 სმ. |
| პროფესიონალი | 2000 |
| კარიერა დაასრულა | 2013 |
| თამაში | მემარჯვენე |
| ფულადი პრიზი | 11,114,755 აშშ დოლარი |
| ოფიციალური საიტი | davidnalbandian.com |
| ერთეულები | |
| კარიერის ჩანაწერები | 383–192 (66.61%) |
| ტიტულები კარიერაში | 11 |
| უმაღლესი რეიტინგი | მე-3 (20 მარტი, 2006) |
| დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
| ავსტრალიის ღია პირველობა | ნახევარფინალი (2006) |
| საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (2004, 2006) |
| უიმბლდონი | ფინალი (2002) |
| აშშ-ის ღია პირველობა | ნახევარფინალი (2003) |
| სხვა ტურნირები | |
| ტურის ფინალი | გამარჯვება (2005) |
| ოლიმპიური თამაშები | 3რ (2008) |
| წყვილები | |
| კარიერის ჩანაწერები | 48–53 (47.52%) |
| ტიტულები კარიერაში | 0 |
| უმაღლესი რეიტინგი | 105-ე (5 ოქტომბერი, 2009) |
| დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
| ავსტრალიის ღია პირველობა | 1რ (2003) |
| საფრანგეთის ღია პირველობა | 1რ (2003) |
| უიმბლდონი | 2რ (2003) |
| გუნდური შეჯიბრები | |
| დეივისის თასი | ფინალი (2006, 2008, 2011) |
| ბოლოს განახლდა: 11 იანვარი 2018. | |
დავიდ პაბლო ნალბანდიანი (ესპ. David Pablo Nalbandian; დაბ. 1 იანვარი, 1982, უნკილო, არგენტინა) — არგენტინელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი.
ნალბანდიანს ჯამში ATP-ის 11 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული, აქედან 1 წლის შემაჯამებელი ტურნირი და 2 მასტერსი. 2002 წელს, ნალბანდიანი კარიერაში ერთადერთხელ გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში – უიმბლდონის ფინალში იგი ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა სამ სეტში დაამარცხა[1]. ნალბანდიანი ერთადერთი არგენტინელი მამაკაცი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელმაც ყველა დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწია და ერთადერთია, ვინც უიმბლდონის ფინალში ითამაშა. ნალბანდიანმა კარიერა 2013 წელს დაასრულა[2].
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნალბანდიანი დაიბადა 1981 წლის 1 იანვარს არგენტინის პატარა ქალაქ უნკილოში, რომელიც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ კორდობადან 28 კილომეტრში მდებარეობს. დავიდის მშობლები იტალიური წარმომავლობის ალდა და სომხური წარმომავლობის ნორბერტო ნალბანდიანი იყვნენ. ჰყავს ორი ძმა – ხავიერი და დარიო.
ნალბანდიანმა ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მისმა ბაბუამ ეზოში ცემენტის კორტი ააშენა, სადაც დავიდი უფროს ძმებთან თამაშობდა. ნალბანდიანი საფეხბურთო კლუბ „რივერ პლეიტის“ გულშემატკივარია.
სტატისტიკა და მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 1 (0–1)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|
| მარცხი | 2002 | უიმბლდონი | ბალახი | 1–6, 3–6, 2–6 |
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 1 (1–0)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|
| გამარჯვება | 2005 | ჩოგბურთის მასტერსის თასი, შანხაი (1) | ხალიჩა (დ) | 6–7(4–7), 6–7(11–13), 6–2, 6–1, 7–6(7–3) |
(დ) – დახურული კორტი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Awesome Hewitt wins Wimbledon“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2018.
- ↑ „Former Wimbledon finalist David Nalbandian announces retirement“. theguardian.com. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2018.
| |||||