შინაარსზე გადასვლა

ენდი მარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენდი მარი

მარი 2016 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე
სრული სახელი ენდრიუ ბარონ მარი
მშობლიური სახელი Andrew Barron Murray
ქვეყანა (სპორტი) გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
საცხოვრებელი ადგილი ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
დაიბადა 15 მაისი, 1987 (1987-05-15) (38 წლის)
გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო
სიმაღლე 191 სმ.
პროფესიონალი 2005
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი მარკ პეტჩი (2005–2006)
ბრედ გილბერტი (2006–2007)
მაილს მაკლაგენი (2007–2010)
ალექს კორეთხა (2008–2011)
ამელი მორესმო (2014–2016)
ივან ლენდლი (2011–2014, 2016–2017)
ჯეიმი დელგადო (2016–)
ფულადი პრიზი 60,807,644 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი andymurray.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 655–184 (78.07%)
ტიტულები კარიერაში 45
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (7 ნოემბერი, 2016)
მიმდინარე რეიტინგი 115-ე (15 მარტი, 2021)[1]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ფინალი (2010, 2011, 2013, 2015, 2016)
საფრანგეთის ღია პირველობა ფინალი (2016)
უიმბლდონი გამარჯვება (2013, 2016)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2012)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (2016)
ოლიმპიური თამაშები გამარჯვება (2012, 2016)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 67–71 (48.55%)
ტიტულები კარიერაში 2
უმაღლესი რეიტინგი 51-ე (15 მარტი, 2021)
მიმდინარე რეიტინგი 113-ე (11 დეკემბერი, 2017)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 1რ (2006)
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ (2006)
უიმბლდონი 1რ (2005)
აშშ-ის ღია პირველობა 2რ (2008)
წყვილთა სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები 2რ (2008)
შერეული წყვილები
კარიერის ჩანაწერები 7–4 (63.64%)
ტიტულები კარიერაში 0
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
უიმბლდონი 2რ (2006)
შერეულ წყვილთა სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები ფინალი (2012)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (2015)
ჰოპმანის თასი ფინალი (2010)
ბოლოს განახლდა: 7 იანვარი 2018.

სერ ენდრიუ ბარონ მარი (ინგლ. Sir Andrew Barron Murray; დ. 15 მაისი, 1987, გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

მარის მოგებული აქვს 3 დიდი სლემის ტურნირი – 2 უიმბლდონი[2][3] და 1 აშშ-ის ღია პირველობა[4]. 2012 წელს აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, მარიმ ნოვაკ ჯოკოვიჩი 5 სეტში დაამარცხა, მოიგო კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული და 1936 წლის შემდეგ გახდა პირველი ბრიტანელი მამაკაცი ჩოგბურთელი, ვინც უმაღლესი დონის საჩოგბურთო ტურნირის მოგება შეძლო. ბრიტანელს ასევე 1 წლის შემაჯამებელი ტურნირი და 14 მასტერსის ტიტული აქვს მოგებული. ჯამში მარიმ კარიერაში ATP-ის 45 ტურნირი მოიგო ერთეულებში. ბრიტანელი ჯამში 41 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.

ოლიმპიურ თამაშებზე, მარის ორჯერ აქვს მოგებული ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში და იგი ისტორიაში ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც ორი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული ერთეულთა განრიგში. მას ასევე ერთი ვერცხლის მედალი აქვს შერეულ წყვილებში. სანაკრებო დონეზე, 2015 წელს იგი ბრიტანეთის ნაკრებს დაეხმარა დეივისის თასის თასის მოგებაში პირველად 1936 წლის შემდეგ.

სტატისტიკა და მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 11 (3–8)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი2008აშშ-ის ღია პირველობაჰარდიშვეიცარიის დროშა როჯერ ფედერერი2–6, 5–7, 2–6
მარცხი2010ავსტრალიის ღია პირველობაჰარდიშვეიცარიის დროშა როჯერ ფედერერი3–6, 4–6, 6–7(11–13)
მარცხი2011ავსტრალიის ღია პირველობაჰარდისერბეთის დროშა ნოვაკ ჯოკოვიჩი4–6, 2–6, 3–6
მარცხი2012უიმბლდონიბალახიშვეიცარიის დროშა როჯერ ფედერერი6–4, 5–7, 3–6, 4–6
გამარჯვება2012აშშ-ის ღია პირველობა (1)ჰარდისერბეთის დროშა ნოვაკ ჯოკოვიჩი7–6(12–10), 7–5, 2–6, 3–6, 6–2
მარცხი2013ავსტრალიის ღია პირველობაჰარდისერბეთის დროშა ნოვაკ ჯოკოვიჩი7–6(7–2), 6–7(3–7), 3–6, 2–6
გამარჯვება2013უიმბლდონი (1)ბალახისერბეთის დროშა ნოვაკ ჯოკოვიჩი6–4, 7–5, 6–4
მარცხი2015ავსტრალიის ღია პირველობაჰარდისერბეთის დროშა ნოვაკ ჯოკოვიჩი6–7(5–7), 7–6(7–4), 3–6, 0–6
მარცხი2016ავსტრალიის ღია პირველობაჰარდისერბეთის დროშა ნოვაკ ჯოკოვიჩი1–6, 5–7, 6–7(3–7)
მარცხი2016საფრანგეთის ღია პირველობათიხასერბეთის დროშა ნოვაკ ჯოკოვიჩი6–3, 1–6, 2–6, 4–6
გამარჯვება2016უიმბლდონი (2)ბალახიკანადის დროშა მილოშ რაონიჩი6–4, 7–6(7–3), 7–6(7–2)

ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი: 1 (1–0)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება2016ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი (1)ჰარდი (დ)სერბეთის დროშა ნოვაკ ჯოკოვიჩი6–3, 6–4

(დ) – დახურული კორტი

ოლიმპიური ფინალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება (ოქრო)2012ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 (1)ბალახიშვეიცარიის დროშა როჯერ ფედერერი6–2, 6–1, 6–4
გამარჯვება (ოქრო)2016ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 (2)ჰარდიარგენტინის დროშა ხუან მარტინ დელ პოტრო7–5, 4–6, 6–2, 7–5

შერეული წყვილები: 1 (0–1)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი (ვერცხლი)2012ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012ბალახიგაერთიანებული სამეფოს დროშა ლაურა რობსონიბელარუსის დროშა ვიქტორია აზარენკა
ბელარუსის დროშა მაქს მირნი
6–2, 3–6, [8–10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rankings Singles.
  2. „Andy Murray beats Novak Djokovic to win Wimbledon“. bbc.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  3. „Andy Murray wins Wimbledon by beating Milos Raonic“. bbc.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  4. „Andy Murray wins US Open after beating Novak Djokovic“. bbc.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.