შინაარსზე გადასვლა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ATP-ის ლოგო.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია იგივე ATP (ინგლ. Association of Tennis Professionals) — 1972 წლის სექტემბერში დაარსებული ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო მამაკაცი პროფესიონალი ჩოგბურთელების ინტერესების დაცვა. 1990 წლიდან, ATP არის მსოფლიო ტურის ორგანიზატორი მამაკაცთა ჩოგბურთისთვის.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში. ქალთა ჩოგბურთში ATP-ის მსგავსი ორგანიზაციაა ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია, იგივე WTA.

ATP-ის მსოფლიო ტურის ტურნირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ATP-ის მსოფლიო ტური მოიცავს ATP-ის ფინალს, მასტერსის, 500 და 250 სერიების ტურნირებს. ATP ასევე ზედამხედველობს ჩელენჯერის ტურნირებს, რომლებიც მეორე დონის გათამაშებებია. დიდი სლემის და მესამე დონის ITF-ის მამაკაცთა ტურნირებს ITF, იგივე საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაცია უწევს ზედამხედველობას. ამ ტურნირებზე მოპოვებული ქულები მოთამაშეებს ATP-ის რეიტინგში ეთვლებათ.

ATP მთელი წლის განმავლობაში ყოველკვირეულად აქვეყნებს მოთამაშეების რეიტინგს. სხვადასხვა ტურნირებზე მონაწილეობით, ჩოგბურთელები აგროვებენ სარეიტინგო ქულებს. აღნიშნული რეიტინგი მნიშვნელოვანია ტურნირებზე მოთამაშეების კვალიფიკაციისთვის და განთესვისთვის როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში. წლის განმავლობაში 8 უმაღლესი რეიტინგის მოთამაშე და ასევე 8 უმაღლესი რეიტინგის წყვილი, მონაწილეობას მიიღებს ATP-ის ფინალში, რომელიც ნოემბერში ტარდება. მოთამაშე, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, წელიწადს მსოფლიოს პირველ ჩოგნად ასრულებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]