პატრიკ რაფტერი
![]() რაფტერი 2015 წელს | |
სრული სახელი | პატრიკ მაიკლ რაფტერი |
---|---|
მშობლიური სახელი | Patrick Michael Rafter |
ქვეყანა (სპორტი) |
![]() |
საცხოვრებელი ადგილი | ლენოქს ჰედი, ავსტრალია |
დაიბადა |
28 დეკემბერი, 1972 მაუნტ-აიზა, ავსტრალია |
სიმაღლე | 185 სმ. |
პროფესიონალი | 1991 |
კარიერა დაასრულა | 2002 |
თამაში | მემარჯვენე |
ფულადი პრიზი | 11,133,128 აშშ დოლარი |
დიდების დარბაზი | 2006 (წევრის გვერდი) |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 358–191 (60.78%) |
ტიტულები კარიერაში | 11 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (26 ივლისი, 1999) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | ნახევარფინალი (2001) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1997) |
უიმბლდონი | ფინალი (2000, 2001) |
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1997, 1998) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | ჯგუფური ეტაპი (1997, 2001) |
დიდი სლემის თასი | ფინალი (1997) |
ოლიმპიური თამაშები | 2რ (2000) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 214–111 (65.85%) |
ტიტულები კარიერაში | 10 |
უმაღლესი რეიტინგი | მე-6 (1 თებერვალი, 1999) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1999) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1998) |
უიმბლდონი | ნახევარფინალი (1996, 1998) |
აშშ-ის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1996) |
გუნდური შეჯიბრები | |
დეივისის თასი | გამარჯვება (1999) |
ბოლოს განახლდა: 20 ოქტომბერი 2018. |
პატრიკ მაიკლ რაფტერი (ინგლ. Patrick Michael Rafter; დ. 28 დეკემბერი, 1972, მაუნტ-აიზა, ავსტრალია) — ავსტრალიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
რაფტერს ერთეულებში მოგებული აქვს 2 დიდი სლემის ტურნირი – 1997 და 1998 წლებში, მან აშშ-ის ღია პირველობა მოიგო. ავსტრალიელმა ასევე ორჯერ გაიმარჯვა მასტერსის ტურნირებზე. ჯამში მას ATP-ის 11 ტიტული აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. რაფტერი 1 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.
წყვილებში რაფტერს ერთხელ აქვს მშობლიური ავსტრალიის ღია პირველობა მოგებული. მან ერთეულებშიც და წყვილებშიც, თითოეული დიდი სლემის ტურნირის მინიმუმ ნახევარფინალამდე მიაღწია. სანაკრებო დონეზე, მან ავსტრალიის ნაკრებთან ერთად ერთხელ მოიგო დეივისის თასი. აღსანიშნავია, რომ რაფტერი ერთადერთი ჩოგბურთელია, ვინც როჯერ ფედერერს მინიმუმ სამჯერ შეხვდა და ყველა მატჩში დაამარცხა[1]. თითოეული მატჩი მან სამ განსხვავებულ საფარზე – ჰარდზე, თიხაზე და ბალახზე მოიგო.
ავსტრალიელმა კარიერა 2002 წელს დაასრულა[2]. 2006 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
სტატისტიკა და მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი სლემის ტურნირების ფინალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთეულები: 4 (2–2)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1997 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ![]() |
6–3, 6–2, 4–6, 7–5 |
გამარჯვება | 1998 | აშშ-ის ღია პირველობა (2) | ჰარდი | ![]() |
6–3, 3–6, 6–2, 6–0 |
მარცხი | 2000 | უიმბლდონი | ბალახი | ![]() |
7–6(12–10), 6–7(5–7), 4–6, 2–6 |
მარცხი | 2001 | უიმბლდონი | ბალახი | ![]() |
3–6, 6–3, 3–6, 6–2, 7–9 |
წყვილები: 1 (1–0)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1999 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ![]() |
![]() ![]() |
6–3, 4–6, 6–4, 6–7(10–12), 6–4 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რაფტერი ATP-ის ოფიციალურ საიტზე
- რაფტერი ITF-ის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2019-11-01 საიტზე Wayback Machine.
- რაფტერი დეივისის თასის ოფიციალურ საიტზე
- რაფტერი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზის ოფიციალურ საიტზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „PATRICK RAFTER VS ROGER FEDERER“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი 2018.
- ↑ „Rafter announces retirement“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი 2018.
|