ენდი როდიკი
|
როდიკი აშშ-ის ღია პირველობაზე 2010 წელს | |
| სრული სახელი | ენდრიუ სტივენ როდიკი |
|---|---|
| მშობლიური სახელი | Andrew Stephen Roddick |
| ქვეყანა (სპორტი) |
|
| საცხოვრებელი ადგილი | ოსტინი, ტეხასი, აშშ |
| დაიბადა |
30 აგვისტო, 1982 ომაჰა, ნებრასკა, აშშ |
| სიმაღლე | 188 სმ. |
| პროფესიონალი | 2000 |
| კარიერა დაასრულა | 2012 |
| თამაში | მემარჯვენე |
| მწვრთნელ(ებ)ი |
ტარიქ ბენჰაბილესი (1999–2003) ბრედ გილბერტი (2003–2004) დინ გოლდფაინი (2004–2006) ჯიმი კონორსი (2006–2008) ჯონ როდიკი ლარი სტეფანკი (2008–2012) |
| ფულადი პრიზი | 20,640,030 აშშ დოლარი |
| დიდების დარბაზი | 2017 (წევრის გვერდი) |
| ერთეულები | |
| კარიერის ჩანაწერები | 612–213 (74.18%) |
| ტიტულები კარიერაში | 32 |
| უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (3 ნოემბერი, 2003) |
| დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
| ავსტრალიის ღია პირველობა | ნახევარფინალი (2003, 2005, 2007, 2009) |
| საფრანგეთის ღია პირველობა | 4რ (2009) |
| უიმბლდონი | ფინალი (2004, 2005, 2009) |
| აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2003) |
| სხვა ტურნირები | |
| ტურის ფინალი | ნახევარფინალი (2003, 2004, 2007) |
| ოლიმპიური თამაშები | 3რ (2004) |
| წყვილები | |
| კარიერის ჩანაწერები | 68–51 (57.14%) |
| ტიტულები კარიერაში | 4 |
| უმაღლესი რეიტინგი | 50-ე (11 იანვარი, 2010) |
| დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
| საფრანგეთის ღია პირველობა | 1რ (2009) |
| უიმბლდონი | 1რ (2001) |
| აშშ-ის ღია პირველობა | 2რ (1999, 2000) |
| გუნდური შეჯიბრები | |
| დეივისის თასი | გამარჯვება (2007) |
| ბოლოს განახლდა: 29 იანვარი 2018. | |
ენდრიუ სტივენ როდიკი (ინგლ. Andrew Stephen Roddick; დ. 30 აგვისტო, 1982, ომაჰა, ნებრასკა, აშშ) — ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
როდიკს მოგებული აქვს 1 დიდი სლემის ტურნირი – 2003 წელს, მან აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ესპანელი ხუან კარლოს ფერერო სამ სეტში დაამარცხა[1]. იგი ასევე ოთხჯერ გავიდა დიდი სლემის ტურნირების ფინალებში, თუმცა ყოველ ჯერზე როჯერ ფედერერთან მარცხდებოდა. როდიკმა ასევე 5 მასტერსის ტურნირი მოიგო. ჯამში ამერიკელს ATP-ის 32 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული.
როდიკი ჯამში 13 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს. 2002 წლიდან 2010 წლამდე, როდიკი უწყვეტად შედიოდა რეიტინგის ტოპ-10-ში. იგი დღემდე უკანასკნელი მამაკაცი ჩოგბურთელია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან, ვინც დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ვისაც რეიტინგში პირველი ადგილი ეკავა.
სანაკრებო დონეზე, მან ერთხელ მოიგო დეივისის თასი აშშ-ის ნაკრებთან ერთად. როდიკმა კარიერა 2012 წელს დაასრულა[2]. 2017 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
სტატისტიკა და მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 5 (1–4)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|
| გამარჯვება | 2003 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | 6–3, 7–6(7–2), 6–3 | |
| მარცხი | 2004 | უიმბლდონი | ბალახი | 6–4, 5–7, 6–7(3–7), 4–6 | |
| მარცხი | 2005 | უიმბლდონი | ბალახი | 2–6, 6–7(2–7), 4–6 | |
| მარცხი | 2006 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | 2–6, 6–4, 5–7, 1–6 | |
| მარცხი | 2009 | უიმბლდონი | ბალახი | 7–5, 6–7(6–8), 6–7(5–7), 6–3, 14–16 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენდი როდიკი Twitter-ზე
- როდიკის ფონდი
- როდიკი ATP-ის ოფიციალურ საიტზე
- როდიკი ITF-ის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2018-01-15 საიტზე Wayback Machine.
- როდიკი დეივისის თასის ოფიციალურ საიტზე
- როდიკი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზის ოფიციალურ საიტზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Roddick claims US Open title“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2018.
- ↑ „Andy Roddick retires after US Open defeat by Del Potro“. bbc.com. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2017.
| ||||||||