შინაარსზე გადასვლა

გილიერმო ვილასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გილიერმო ვილასი

ვილასი 1975 წელს
ქვეყანა (სპორტი) არგენტინის დროშა არგენტინა
საცხოვრებელი ადგილი ბუენოს-აირესი, არგენტინა
დაიბადა 17 აგვისტო, 1952 (1952-08-17) (73 წლის)
მარ-დელ-პლატა, არგენტინა
სიმაღლე 180 სმ.
პროფესიონალი 1969
კარიერა დაასრულა 1992
თამაში მემარცხენე
ფულადი პრიზი 4,923,882 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 1991 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 949–291 (76.53%)
ტიტულები კარიერაში 62
უმაღლესი რეიტინგი მე-2 (30 აპრილი, 1975)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1978, 1979)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1977)
უიმბლდონი მეოთხედფინალი (1975, 1976)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1977)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1974)
WCT-ის ფინალი ფინალი (1976)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 225–156 (59.05%)
ტიტულები კარიერაში 16
უმაღლესი რეიტინგი მე-20 (21 მაისი, 1979)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 2რ (1977 (იან.))
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1975)
უიმბლდონი 3რ (1976)
აშშ-ის ღია პირველობა მეოთხედფინალი (1975)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი ფინალი (1981)
ბოლოს განახლდა: 3 ნოემბერი, 2018.

გილიერმო ვილასი (ესპ. Guillermo Vilas; დ. 17 აგვისტო, 1952, მარ-დელ-პლატა, არგენტინა) — არგენტინელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი.

ვილასს 4 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 საფრანგეთის ღია პირველობა და 1 აშშ-ის ღია პირველობა. მან ასევე ერთხელ გაიმარჯვა წლის შემაჯამებელი ტურნირზე. ჯამში მას ATP-ის 62 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. 62-დან 49 ტიტული, ვილასმა თიხის საფარზე მოიგო და ამ საფარის ტიტულების რაოდენობით, იგი მხოლოდ რაფაელ ნადალს ჩამორჩება. არგენტინელს თიხაზე 678 მატჩი აქვს მოგებული, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია აღნიშნულ საფარზე. 1977 წელს, მან ორი თიხის დიდი სლემის ტურნირი მოიგო (აშშ-ის ღია პირველობა მაშინ თიხაზე ტარდებოდა). ამავე წელს, მას თიხაზე 53 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, რაც მოგვიანებით მხოლოდ ნადალმა გააუმჯობესა. აღნიშნული მიღწევების გამო, გილიერმო ვილასი ისტორიაში თიხის საფარის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ითვლება[1].

1991 წელს, ვილასი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 8 (4–4)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი1975საფრანგეთის ღია პირველობათიხაშვედეთის დროშა ბიერნ ბორგი2–6, 3–6, 4–6
მარცხი1977 (იან.)ავსტრალიის ღია პირველობაბალახიაშშ-ის დროშა როსკო ტანერი3–6, 3–6, 3–6
გამარჯვება1977საფრანგეთის ღია პირველობა (1)თიხააშშ-ის დროშა ბრაიან გოტფრიდი6–0, 6–3, 6–0
გამარჯვება1977აშშ-ის ღია პირველობა (1)თიხააშშ-ის დროშა ჯიმი კონორსი2–6, 6–3, 7–6(7–4), 6–0
მარცხი1978საფრანგეთის ღია პირველობათიხაშვედეთის დროშა ბიერნ ბორგი1–6, 1–6, 3–6
გამარჯვება1978ავსტრალიის ღია პირველობა (1)ბალახიავსტრალიის დროშა ჯონ მარკსი6–4, 6–4, 3–6, 6–3
გამარჯვება1979ავსტრალიის ღია პირველობა (2)ბალახიაშშ-ის დროშა ჯონ სედრი7–6(7–4), 6–3, 6–2
მარცხი1982საფრანგეთის ღია პირველობათიხაშვედეთის დროშა მატს ვილანდერი6–1, 6–7(6–8), 0–6, 4–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 1 (1–0)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება1974მასტერსის გრან-პრი, მელბურნი (1)ბალახირუმინეთის დროშა ილიე ნასტასე7–6(8–6), 6–2, 3–6, 3–6, 6–4

(დ) – დახურული კორტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Ahead of French Open 2017 Simon Briggs ranks the 20 male clay-court players of all time“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2018.