მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარატ საფინი
საფინი 2006 წელს სრული სახელი
მარატ მუბინის ძე საფინი მშობლიური სახელი
Марат Мубинович Сафин ქვეყანა (სპორტი)
რუსეთი საცხოვრებელი ადგილი
მოსკოვი , რუსეთი დაიბადა
27 იანვარი , 1980 (1980-01-27 ) (44 წლის) მოსკოვი, რსფსრ , სსრკ სიმაღლე
193 სმ. პროფესიონალი
1997 კარიერა დაასრულა
2009 თამაში
მემარჯვენე ფულადი პრიზი
14,373,291 აშშ დოლარი დიდების დარბაზი
2016 (წევრის გვერდი ) ერთეულები კარიერის ჩანაწერები
422–267 (61.3%) ტიტულები კარიერაში
15 უმაღლესი რეიტინგი
1-ლი (20 ნოემბერი, 2000) დიდი სლემის ერთეულთა შედეგები ავსტრალიის ღია პირველობა
გამარჯვება (2005) საფრანგეთის ღია პირველობა
ნახევარფინალი (2002) უიმბლდონი
ნახევარფინალი (2008) აშშ-ის ღია პირველობა
გამარჯვება (2000) სხვა ტურნირები ტურის ფინალი
ნახევარფინალი (2000, 2004) ოლიმპიური თამაშები
2რ (2004) წყვილები კარიერის ჩანაწერები
96–120 (44.44%) ტიტულები კარიერაში
2 უმაღლესი რეიტინგი
71-ე (22 აპრილი, 2002) დიდი სლემის წყვილთა შედეგები ავსტრალიის ღია პირველობა
1რ (2000, 2009) საფრანგეთის ღია პირველობა
1რ (2001) უიმბლდონი
1რ (2001) გუნდური შეჯიბრები დეივისის თასი
გამარჯვება (2002, 2006) ჰოპმანის თასი
ფინალი (2009) ბოლოს განახლდა: 29 იანვარი, 2018.
მარატ საფინი (რუს. Марат Сафин ; დ. 27 იანვარი , 1980 , მოსკოვი , რსფსრ , სსრკ ) — რუსი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
საფინს მოგებული აქვს 2 დიდი სლემის ტურნირი – 1 აშშ-ის ღია პირველობა [ 1] და 1 ავსტრალიის ღია პირველობა [ 2] . მან ასევე მოიგო 5 მასტერსის ტურნირი. ჯამში საფინს ATP-ის 15 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული. საფინი ჯამში 9 კვირის განმავლობაში იკავებდა მამაკაცთა რეიტინგში პირველ ადგილს. იგი ყველაზე მაღალი მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში (193 სმ.)[ 3] . საფინის უმცროსი და, არის ქალთა რეიტინგში ყოფილი პირველი ჩოგანი დინარა საფინა . მარატი და დინარა ერთადერთი და-ძმანი არიან, ვინც რეიტინგში პირველ ადგილებს იკავებდნენ. სანაკრებო დონეზე, მარატ საფინმა ორჯერ მოიგო დეივისის თასი რუსეთის ნაკრებთან ერთად.
საფინმა კარიერა 2009 წელს დაასრულა[ 4] . 2016 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
შედეგი
წელი
ტურნირი
საფარი
მეტოქე
ანგარიში
გამარჯვება
2000
აშშ-ის ღია პირველობა (1)
ჰარდი
პიტ სამპრასი
6–4, 6–3, 6–3
მარცხი
2002
ავსტრალიის ღია პირველობა
ჰარდი
თომას იუჰანსონი
6–3, 4–6, 4–6, 6–7(4–7)
მარცხი
2004
ავსტრალიის ღია პირველობა
ჰარდი
როჯერ ფედერერი
6–7(3–7) , 4–6, 2–6
გამარჯვება
2005
ავსტრალიის ღია პირველობა (1)
ჰარდი
ლეიტონ ჰიუიტი
1–6, 6–3, 6–4, 6–4
ჩემპიონები მოცემულია 1968 წლიდან, როდესაც პროფესიონალებს დართეს დიდი სლემის ტურნირებზე მონაწილეობის უფლება
ჩემპიონები მოცემულია 1968 წლიდან, როდესაც პროფესიონალებს დართეს დიდი სლემის ტურნირებზე მონაწილეობის უფლება
ATP-ის ერთეულთა რეიტინგი შეიქმნა 1973 წლის 23 აგვისტოს
(პირველი წელი რეიტინგში პირველ ადგილზე/ბოლო წელი – კ (კვირა))
დღევანდელი პირველი ჩოგანი გამუქებულია