შინაარსზე გადასვლა

მატს ვილანდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატს ვილანდერი

ვილანდერი 2014 წელს
ქვეყანა (სპორტი) შვედეთის დროშა შვედეთი
საცხოვრებელი ადგილი ჰეილი, აიდაჰო, აშშ
დაიბადა 22 აგვისტო, 1964 (1964-08-22) (61 წლის)
ვექშე, შვედეთი
სიმაღლე 182 სმ.
პროფესიონალი 1981
კარიერა დაასრულა 1996
თამაში მემარჯვენე
ფულადი პრიზი 7,976,256 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2002 (წევრის გვერდი)
ოფიციალური საიტი wilanderonwheels.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 571–222 (72.01%)
ტიტულები კარიერაში 33
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (12 სექტემბერი, 1988)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1983, 1984, 1988)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1982, 1985, 1988)
უიმბლდონი მეოთხედფინალი (1987, 1988, 1989)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1988)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ფინალი (1987)
WCT-ის ფინალი მეოთხედფინალი (1985, 1987, 1989)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 168–127 (56.95%)
ტიტულები კარიერაში 7
უმაღლესი რეიტინგი მე-3 (21 ოქტომბერი, 1985)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ფინალი (1984)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1985)
უიმბლდონი გამარჯვება (1986)
აშშ-ის ღია პირველობა ფინალი (1986)
წყვილთა სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ფინალი (1985)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (1984, 1985, 1987)
ბოლოს განახლდა: 20 ოქტომბერი 2018.

მატს ვილანდერი (შვედ. Mats Wilander; დ. 22 აგვისტო, 1964, ვექშე, შვედეთი) — შვედი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ვილანდერს 7 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 3 საფრანგეთის ღია პირველობა, 3 ავსტრალიის ღია პირველობა და 1 აშშ-ის ღია პირველობა. ჯამში მას ATP-ის 33 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. იგი 20 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.

მიუხედავად იმისა, რომ მას უიმბლდონი ერთეულთა თანრიგში არ ჰქონდა მოგებული, ვილანდერმა ავსტრალიის ღია პირველობა ორჯერ მოიგო, როდესაც ტურნირი ბალახის საფარზე ტარდებოდა (1987 წლის ჩათვლით). იგი ერთ-ერთია 6 მამაკაცი ჩოგბურთელიდან (ჯიმი კონორსი, ანდრე აგასი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი), რომელმაც დიდი სლემის ტიტული ყველა საფარზე მოიგო ერთეულებში (ბალახზე, ჰარდზე და თიხაზე). ვილანდერი ნადალთან ერთად ერთადერთია, ვინც მინიმუმ ორი სლემი მოიგო სამივე საფარზე. წყვილებში შვედმა ასევე ერთხელ მოიგო უიმბლდონი. სანაკრებო დონეზე, მან 3-ჯერ მოიპოვა დეივისის თასი შვედეთის ნაკრებთან ერთად.

შვედმა კარიერა 1996 წელს დაასრულა. 2002 წელს, ვილანდერი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება1982საფრანგეთის ღია პირველობა (1)თიხაარგენტინის დროშა გილიერმო ვილასი1–6, 7–6(8–6), 6–0, 6–4
მარცხი1983საფრანგეთის ღია პირველობათიხასაფრანგეთის დროშა იანიკ ნოა2–6, 5–7, 6–7(3–7)
გამარჯვება1983ავსტრალიის ღია პირველობა (1)ბალახიჩეხოსლოვაკიის დროშა ივან ლენდლი6–1, 6–4, 6–4
გამარჯვება1984ავსტრალიის ღია პირველობა (2)ბალახისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა კევინ ქარენი6–7(5–7), 6–4, 7–6(7–3), 6–2
გამარჯვება1985საფრანგეთის ღია პირველობა (2)თიხაჩეხოსლოვაკიის დროშა ივან ლენდლი3–6, 6–4, 6–2, 6–2
მარცხი1985ავსტრალიის ღია პირველობაბალახიშვედეთის დროშა სტეფან ედბერგი4–6, 3–6, 3–6
მარცხი1987საფრანგეთის ღია პირველობათიხაჩეხოსლოვაკიის დროშა ივან ლენდლი5–7, 2–6, 6–3, 6–7(3–7)
მარცხი1987აშშ-ის ღია პირველობაჰარდიჩეხოსლოვაკიის დროშა ივან ლენდლი7–6(9–7), 0–6, 6–7(4–7), 4–6
გამარჯვება1988ავსტრალიის ღია პირველობა (3)ჰარდიავსტრალიის დროშა პეტ ქეში6–3, 6–7(3–7), 3–6, 6–1, 8–6
გამარჯვება1988საფრანგეთის ღია პირველობა (3)თიხასაფრანგეთის დროშა ანრი ლეკონტი7–5, 6–2, 6–1
გამარჯვება1988აშშ-ის ღია პირველობა (1)ჰარდიჩეხოსლოვაკიის დროშა ივან ლენდლი6–4, 4–6, 6–3, 5–7, 6–4
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი1984ავსტრალიის ღია პირველობაბალახიშვედეთის დროშა იოაკიმ ნისტრიომიავსტრალიის დროშა მარკ ედმონდსონი
აშშ-ის დროშა შერვუდ სტიუარტი
2–6, 2–6, 5–7
გამარჯვება1986უიმბლდონი (1)ბალახიშვედეთის დროშა იოაკიმ ნისტრიომიაშშ-ის დროშა გერი დონელი
აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი
7–6(7–4), 6–3, 6–3
მარცხი1986აშშ-ის ღია პირველობაჰარდიშვედეთის დროშა იოაკიმ ნისტრიომიეკვადორის დროშა ანდრეს გომესი
იუგოსლავიის დროშა სლობოდან ჟივოინოვიჩი
6–4, 3–6, 3–6, 6–4, 3–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი1987მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკიხალიჩა (დ)ჩეხოსლოვაკიის დროშა ივან ლენდლი

2–6, 2–6, 3–6

(დ) – დახურული კორტი

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი1985მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკიხალიჩა (დ)შვედეთის დროშა იოაკიმ ნისტრიომიშვედეთის დროშა სტეფან ედბერგი
შვედეთის დროშა ანდერს იარიდი
1–6, 6–7(5–7)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]