ხუან მარტინ დელ პოტრო
|
დელ პოტრო აშშ-ის ღია პირველობაზე 2016 წელს | |||||||||||||
| ქვეყანა (სპორტი) |
| ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| საცხოვრებელი ადგილი | ტანდილი, არგენტინა | ||||||||||||
| დაიბადა |
23 სექტემბერი, 1988 ტანდილი, არგენტინა | ||||||||||||
| სიმაღლე | 198 სმ. | ||||||||||||
| პროფესიონალი | 2005 | ||||||||||||
| თამაში | მემარჯვენე | ||||||||||||
| მწვრთნელ(ებ)ი | სებასტიან პრიეტო | ||||||||||||
| ფულადი პრიზი | 24,742,348 აშშ დოლარი | ||||||||||||
| ერთეულები | |||||||||||||
| კარიერის ჩანაწერები | 430–168 (71.91%) | ||||||||||||
| ტიტულები კარიერაში | 22 | ||||||||||||
| უმაღლესი რეიტინგი | მე-3 (13 აგვისტო, 2018) | ||||||||||||
| მიმდინარე რეიტინგი | მე-4 (10 სექტემბერი, 2018)[1] | ||||||||||||
| დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |||||||||||||
| ავსტრალიის ღია პირველობა | მეოთხედფინალი (2009, 2012) | ||||||||||||
| საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (2009) | ||||||||||||
| უიმბლდონი | ნახევარფინალი (2013) | ||||||||||||
| აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2009) | ||||||||||||
| სხვა ტურნირები | |||||||||||||
| ტურის ფინალი | ფინალი (2009) | ||||||||||||
| ოლიმპიური თამაშები | ფინალი (2016) | ||||||||||||
| წყვილები | |||||||||||||
| კარიერის ჩანაწერები | 40–42 (48.78%) | ||||||||||||
| ტიტულები კარიერაში | 1 | ||||||||||||
| უმაღლესი რეიტინგი | 105-ე (25 მაისი, 2009) | ||||||||||||
| მიმდინარე რეიტინგი | 321-ე (8 ოქტომბერი, 2018) | ||||||||||||
| დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |||||||||||||
| საფრანგეთის ღია პირველობა | 1რ (2006, 2007) | ||||||||||||
| უიმბლდონი | 1რ (2007, 2008) | ||||||||||||
| გუნდური შეჯიბრები | |||||||||||||
| დეივისის თასი | გამარჯვება (2016) | ||||||||||||
მედლები
| |||||||||||||
| ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი 2018. | |||||||||||||
ხუან მარტინ დელ პოტრო (ესპ. Juan Martín del Potro; დ. 23 სექტემბერი, 1988, ტანდილი, არგენტინა) — არგენტინელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი.
2009 წელს, 21 წლის დელ პოტრომ კარიერაში ერთადერთი დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ნახევარფინალში რაფაელ ნადალის დამარცხების შემდეგ[2], ფინალში არგენტინელმა როჯერ ფედერერს სძლია და აშშ-ის ღია პირველობა მოიგო[3]. დელ პოტრო გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ერთ ტურნირზე ფედერერი და ნადალი დაამარცხა. ასევე 2005 წლის საფრანგეთის ღია პირველობიდან 2013 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩათვლით, დელ პოტრო დიდი ოთხეულის გარდა იყო ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო. მან ასევე ერთხელ გაიმარჯვა მასტერსის ტურნირზე. ჯამში დელ პოტროს ATP-ის 22 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული.
ოლიმპიურ თამაშებზე, დელ პოტრომ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ერთეულებში. სანაკრებო დონეზე, მან არგენტინას 2016 წელს პირველი დეივისის თასი მოუტანა.
სტატისტიკა და მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 2 (1–1)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|
| გამარჯვება | 2009 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | 3–6, 7–6(7–5), 4–6, 7–6(7–4), 6–2 | |
| მარცხი | 2018 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | 3–6, 6–7(4–7), 3–6 |
ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი: 1 (0–1)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|
| მარცხი | 2009 | ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი | ჰარდი (დ) | 3–6, 4–6 |
(დ) – დახურული კორტი
ოლიმპიური ფინალები: 1 (0–1)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|
| მარცხი (ვერცხლი) | 2016 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 | ჰარდი | 5–7, 6–4, 2–6, 5–7 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Men's Tennis ATP Rankings“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=-ში (დახმარება) - ↑ „Del Potro thrashes Nadal in semis“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2017.
- ↑ „Del Potro dethrones Federer in US“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2017.