დიდი სლემი (ჩოგბურთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიდი სლემი (მრავალმნიშვნელოვანი).

დიდი სლემის ტურნირები (ინგლ. Grand Slam tournaments) — ყოველწლიური, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირები სარეიტინგო ქულების, საპრიზო ფონდის, ტრადიციის და საზოგადოების ყურადღების მიხედვით. ესენია:

თითოეული ტურნირი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ავსტრალიის ღია პირველობა ტარდება იანვარში, საფრანგეთის ღია პირველობა იწყება მაისის ბოლოს, უიმბლდონი ივლისის დასაწყისში, ხოლო აშშ-ის ღია პირველობა აგვისტოს თვის ბოლო ორშაბათს. ავსტრალიის და აშშ-ის ტურნირები ტარდება ჰარდის საფარის კორტებზე, საფრანგეთის ღია პირველობა თიხის, ხოლო უიმბლდონი ბალახის საფარზე თამაშდება. უიმბლდონი უძველესი ტურნირია, რომელიც დაარსდა 1877 წელს. აშშ-ის ღია პირველობა 1881, საფრანგეთის 1891, ხოლო ავსტრალიის 1905 წლიდან თამაშდება. დიდი სლემის ტურნირებს საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაცია, იგივე ITF ატარებს[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Grand Slam – Overview“, itftennis.com. წაკითხვის თარიღი: 20 სექტემბერი 2018.