შინაარსზე გადასვლა

ლეიტონ ჰიუიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეიტონ ჰიუიტი

ჰიუიტი ავსტრალიის ღია პირველობაზე 2010 წელს
სრული სახელი ლეიტონ გლინ ჰიუიტი
მშობლიური სახელი Lleyton Glynn Hewitt
ქვეყანა (სპორტი) ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საცხოვრებელი ადგილი მელბურნი, ავსტრალია
დაიბადა 24 თებერვალი, 1981 (1981-02-24) (43 წლის)
ადელაიდა, ავსტრალია
სიმაღლე 180 სმ.
პროფესიონალი 1998
კარიერა დაასრულა 2016
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი პიტერ სმიტი (1997–1998)
დარენ კეჰილი (1998–2001)
ჯეისონ სტოლტენბერგი (2001–2003)
როჯერ რაშიდი (2003–2007)
სკოტ დრეიპერი (2007)
ტონი როჩი (2007–2009)
ნატან ჰილი (2009–2010)
ბრეტ სმიტი (2010)
ტონი როჩი (2010–2016)
პეტერ ლუჩაკი (2013–2016)
ფულადი პრიზი 20,787,686 აშშ დოლარი
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 616–262 (70.16%)
ტიტულები კარიერაში 30
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (19 ნოემბერი, 2001)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ფინალი (2005)
საფრანგეთის ღია პირველობა მეოთხედფინალი (2001, 2004)
უიმბლდონი გამარჯვება (2002)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2001)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (2001, 2002)
ოლიმპიური თამაშები 3რ (2012)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 125–96 (56.56%)
ტიტულები კარიერაში 3
უმაღლესი რეიტინგი 18-ე (23 ოქტომბერი, 2000)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა მეოთხედფინალი (2018)
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ (1999)
უიმბლდონი 3რ (1999, 2012, 2014, 2015)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2000)
წყვილთა სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები მეოთხედფინალი (2000)
შერეული წყვილები
კარიერის ჩანაწერები 9–5 (64.29%)
ტიტულები კარიერაში 0
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 1რ (1998)
საფრანგეთის ღია პირველობა 3რ (2000)
უიმბლდონი ფინალი (2000)
შერეულ წყვილთა სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები მეოთხედფინალი (2012)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (1999, 2003)
ჰოპმანის თასი ფინალი (2003)
ბოლოს განახლდა: 29 იანვარი 2018.

ლეიტონ გლინ ჰიუიტი (ინგლ. Lleyton Glynn Hewitt; დ. 24 თებერვალი, 1981, ადელაიდა, ავსტრალია) — ავსტრალიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ჰიუიტს ერთეულებში მოგებული აქვს 2 დიდი სლემის ტურნირი – 1 აშშ-ის ღია პირველობა[1] და 1 უიმბლდონი[2]. იგი დღემდე უკანასკნელი ავსტრალიელი მამაკაცი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირის მოგება მოახერხა. მან ასევე მოიგო 2 წლის შემაჯამებელი ტურნირი და 2 მასტერსი. ჯამში მას ATP-ის 30 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული. ჰიუიტი 80 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს. 2001 წლის ნოემბერში 20 წლის ასაკში, იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთეულთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

წყვილებში ჰიუიტმა ერთხელ მოიგო აშშ-ის ღია პირველობა. სანაკრებო დონეზე, მან ავსტრალიის ნაკრებთან ერთად ორჯერ გაიმარჯვა დეივისის თასზე.

ავსტრალიელმა კარიერა 2016 წელს დაასრულა[3], თუმცა მან რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ტურნირების წყვილების მატჩებში, მათ შორის 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე.

სტატისტიკა და მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2001 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი აშშ-ის დროშა პიტ სამპრასი 7–6(7–4), 6–1, 6–1
გამარჯვება 2002 უიმბლდონი (1) ბალახი არგენტინის დროშა დავიდ ნალბანდიანი 6–1, 6–3, 6–2
მარცხი 2004 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი შვეიცარიის დროშა როჯერ ფედერერი 0–6, 6–7(3–7), 0–6
მარცხი 2005 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი რუსეთის დროშა მარატ საფინი 6–1, 3–6, 4–6, 4–6
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 2000 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი ბელარუსის დროშა მაქს მირნი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ელის ფერეირა
აშშ-ის დროშა რიკ ლიჩი
6–4, 5–7, 7–6(7–5)

შერეული წყვილები: 1 (0–1)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 2000 უიმბლდონი ბალახი ბელგიის დროშა კიმ კლეისტერსი აშშ-ის დროშა კიმბერლი პო
აშშ-ის დროშა დონალდ ჯონსონი
4–6, 6–7(3–7)

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 3 (2–1)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2001 ჩოგბურთის მასტერსის თასი, სიდნეი (1) ჰარდი (დ) საფრანგეთის დროშა სებასტიან გროჟანი 6–3, 6–3, 6–4
გამარჯვება 2002 ჩოგბურთის მასტერსის თასი, შანხაი (2) ჰარდი (დ) ესპანეთის დროშა ხუან კარლოს ფერერო 7–5, 7–5, 2–6, 2–6, 6–4
მარცხი 2004 ჩოგბურთის მასტერსის თასი, ჰიუსტონი ჰარდი შვეიცარიის დროშა როჯერ ფედერერი 3–6, 2–6

(დ) – დახურული კორტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Hewitt destroys Sampras dream“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2018.
  2. „Awesome Hewitt wins Wimbledon“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2018.
  3. „Australian Open: Lleyton Hewitt's singles career ends with loss“. bbc.com. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2017.