შინაარსზე გადასვლა

ნიალის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიალის ბრძოლა — ბრძოლა თამარ მეფის ერთგულ ლაშქარსა და გიორგი რუსის გამეფების მოსურნე დიდებულებს შორის. გაიმართა 1191 წელს. თამარის მოწინააღმდეგე დიდებულების ნაწილი ვარდან დადიანის მეთაურობით სამცხე-ჯავახეთში გადავიდა. პირველმა ბრძოლამ მტკვართან, „ხიდსა ზედა“, ვერ გამოავლინა გამარჯვებული. მეამბოხეებმა უკან დაიხიეს და გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ნიალის ველზე, ხანრისწყალთან. თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით, მეფის ერთგულმა ჯარმა ამბოხებულები სასტიკად დაამარცხა.