შინაარსზე გადასვლა

კუსირეთი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კუსირეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°14′23″ ჩ. გ. 43°56′18″ ა. გ. / 42.23972° ჩ. გ. 43.93833° ა. გ. / 42.23972; 43.93833
კუსირეთი — საქართველო
კუსირეთი
კუსირეთი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
კუსირეთი
კუსირეთი — ქურთის მუნიციპალიტეტი
კუსირეთი

კუსირეთი[1]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში (ხეთაგუროვის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მეტრი, ცხინვალიდან 2 კილომეტრი.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის განაპირას მინდორში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი VIII-IX საუკუნის ეკლესიის ნანგრევები. კულბითის ეკლესია ქრონოლოგიურად ახლოს დგას შიდა ქართლის, კერძოდ, ქსნის ხეობის სხვა ძეგლებთან. დარბაზული ტიპის ნაგებობას სამი მხრიდან გარსშემოსასვლელი ეკვროდა, აღმოსავლეთ მხარეს ჰქონდა წახნაგოვანი შვერილი აფსიდა. კამარა ეყრდნობოდა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღებს. შემონახულია მოჩუქურთმებული კანკელის მცირე ფრაგმენტები (IX-X სს.). ეკლესიის მახლობლად აღმართულია გეგმით ოთკუთხა კოშკი (XVII საუკუნე).