შინაარსზე გადასვლა

კომანდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კომანდელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი კომანდელი
კოორდინატები 42°34′10″ ჩ. გ. 43°25′30″ ა. გ. / 42.56944° ჩ. გ. 43.42500° ა. გ. / 42.56944; 43.42500
ცენტრის სიმაღლე 880
მოსახლეობა 55[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 90,9 %
ოსები 9,1 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კომანდელი — საქართველო
კომანდელი
კომანდელი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
კომანდელი

კომანდელისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სომიწო, სხიერი, ქორთა, ქრისტესი, ხირხონისი), მდებარეობს მდინარეების რიონისა და ჯეჯორის შესართავთან, ზღვის დონიდან 880 მეტრი, ონიდან 2 კილომეტრი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 55 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 74 37 37
2014[1] 55 24 31

სოფელი წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში. ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ რუკაზე (XVIII ს.) აღნიშნულია გამყრელიძის სახელწოდებით. კომანდელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხის ნანგრევები.