შინაარსზე გადასვლა

ზუდალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზუდალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი კვაშხიეთი
კოორდინატები 42°34′08″ ჩ. გ. 43°22′47″ ა. გ. / 42.56889° ჩ. გ. 43.37972° ა. გ. / 42.56889; 43.37972
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 32[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზუდალი — საქართველო
ზუდალი
ზუდალი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ზუდალი
ზუდალი — ონის მუნიციპალიტეტი
ზუდალი

ზუდალი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტის კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე).

მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს, მდ. ხეორისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 750 მ-ზე, ონიდან 7 კმ-ის დაშორებით. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

ზუდალი აღნიშნულია XVIII საუკუნის ქართველი გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ რუკებზე. ამავე რუკათა მიხედვით, ზუდალში მდგარა ციხე-დარბაზი. სოფელი მოხსენიებული აქვს (Sundal-ის სახელით) ასევე იმავე პერიოდის გერმანელ მოგზაურს და სწავლულს იოჰან გიულდენშტედტს.[2]

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ე. წ. ბაქრაძეების კოშკების ნანგრევები,[3] ძველი ციხე-გალავნისა[4] და ციხის ეკლესიის[5] ნაშთები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 32 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[6]381424
2014[1] 321715
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის თარგმ. და გამოც., ტ. 1, თბ., 1962. — გვ. 109, 293.
  3. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8569
  4. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8567
  5. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8560
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II