შინაარსზე გადასვლა

ზვარეთი (ონის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზვარეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი კვაშხიეთი
კოორდინატები 42°32′07″ ჩ. გ. 43°22′35″ ა. გ. / 42.53528° ჩ. გ. 43.37639° ა. გ. / 42.53528; 43.37639
ცენტრის სიმაღლე 1100 მ
მოსახლეობა 2[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზვარეთი (ონის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ზვარეთი (ონის მუნიციპალიტეტი)
ზვარეთი (ონის მუნიციპალიტეტი) — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ზვარეთი (ონის მუნიციპალიტეტი)
ზვარეთი (ონის მუნიციპალიტეტი) — ონის მუნიციპალიტეტი
ზვარეთი (ონის მუნიციპალიტეტი)

ზვარეთი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტის კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე).

მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1160 მ-ზე, ქალაქ ონიდან 10 კმ-ის დაშორებით. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე აღნიშნულია დაბა ზვარე. ამავე სახელით იხსენიებს მას იოჰან გიულდენშტედტი რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფლებს შორის.[2] XIX ს. – XX ს. დასაწყისში შედიოდა რაჭის მაზრის ონის უბანში. 1901 წლის მონაცემებით ზვარეთის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 10 სოფელს და 4 164 მცხოვრებს.[3] 2000-იანი წლების მდგომარეობით ზვარეთი ფაქტობრივად დაცლილია მუდმივი მოსახლეობისგან.

სოფლის ცენტრში, მოედანზე დგას XX საუკუნის ბოლოს აგებული ფერისცვალების მცირე ზომის დარბაზული ეკლესია.[4] სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შემორჩენილია XIX საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ქვითკირით ნაგები დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.[5] 1920-იან წლებში გიორგი ბოჭორიძეს ეკლესიაში უნახავს რამდენიმე სიძველე, მათ შორის ქვაზე მოჭრილი ქრისტეს შობის ხატი და „ვეფხისტყაოსნის“ XVIII საუკუნის ფურცელნაკლული ხელნაწერი.[6]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[7]1477
2014[1] 220
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ↑ ცხადაია პ., ჯოჯუა ვ., რაჭის გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. II, თბ., 2005. — გვ. 78.
  3. ↑ Кавказскій календарь на 1902 годъ, Тифлись, 1901, стр. 86.
  4. ↑ საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16601
  5. ↑ საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16600
  6. ↑ ბოჭორიძე გ., რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994. — გვ. 232.
  7. ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II