შინაარსზე გადასვლა

ზემო კოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო კოზი
ოს. Уæллаг Къоз
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°36′23″ ჩ. გ. 43°40′07″ ა. გ. / 42.60639° ჩ. გ. 43.66861° ა. გ. / 42.60639; 43.66861
ცენტრის სიმაღლე 1900
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო კოზი — საქართველო
ზემო კოზი
ზემო კოზი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ზემო კოზი
ზემო კოზი — ონის მუნიციპალიტეტი
ზემო კოზი

ზემო კოზისოფელი საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტის ჩასავლის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე).

მდებარეობს მდინარე ღარულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. წარსულში სოფელ კოზის ერთ-ერთი უბანი. 1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონში. 1989 წლის აღწერით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ იყო.[1]

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.