ზასეთა
იერსახე
ზასეთა — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში (ჩასავლის თემი).
მდებარეობს მდინარე ჯეჯორის (რიონის აუზი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, ჯავიდან 40 კმ-ის, ხოლო ონიდან 24 კმ-ის დაშორებით. 1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. ოლქის გაუქმების შემდეგ, 1990-2006 წლებში მიეკუთვნა ონის რაიონს (მუნიციპალიტეტს), თუმცა რჩებოდა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის კონტროლს ქვეშ. 1989 წლის აღწერით იყო 145 მცხოვრები.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 487.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.