უწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
უწერა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი უწერა
კოორდინატები 42°38′08″ ჩ. გ. 43°32′22″ ა. გ. / 42.63556° ჩ. გ. 43.53944° ა. გ. / 42.63556; 43.53944
ცენტრის სიმაღლე 1050
მოსახლეობა 260[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
უწერა — საქართველო
უწერა
უწერა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
უწერა

უწერასოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონის ნაპირებზე. თემის ცენტრი (სოფლები: უწერა, ნაკიეთი, ნიგავზები, ფარავნეში, ღარი). ზღვის დონიდან 1050 მ, ონიდან 10 კმ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 260 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 412 187 225
2014[1] Decrease2.svg 260 124 136

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეოდალურ ხანაში უწერა შედიოდა რაჭის ანუ რაჭა-თაკვერის საერისთაოში. 1687 წ. იმერეთის მეფემ ალექსანდრე IV-მ რაჭაში ლაშქრობის დროს გადაწვა უწერა.

სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესიის (ვახუშტი ბაგრატიონი მას „სიონად“ მოიხსენიებს) ნანგრევები, გრანიტის ქვით ნაგები წმ. გიორგის სახელობის მომცრო დარბაზული ეკლესია, რომლის ორი კედელი მოგვიანებით რიყის ქვით არის აღდგენილი. სოფლის მახლობლად ფეოდალური ხანის ციხისა და 3 ეკლესიის ნანგრევებია.

ვახუშტი ბაგრატიონი უწერის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„არს დაბა უწერა, რიონის ორსავე კიდესა ზედა. აქა, რიონის ჩდილოთ, არს ეკლესია სიონი, დიდი. ამ ეკლესიის კამარასა შინა მკიდარებს თმა ერთი ნაწნავი, და იტყჳან თამარ მეფისასა. აქავ არს მიწა, რომელსა უწოდებენ სასუნებლად, რომელი დავსწერეთ ქართლსაც, არამედ ესე უმეტეს ძალიანი, რამეთუ გარდაფრენილი ფრინველი მას ზედა ჩამოვარდების სუნისაგან. არს ესე ონსაცა, გარნა ესევე უმჯობესი.“

კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უწერა საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერეტურა -5°C), და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 °C), ნალექები 1400 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდრო-კარბონატული და რკინის შემცველი მინერალური წყალი „უწერა“, სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი (ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ) და საშარდე სისტემის დაავადებები. ზედა სასუნთქი გზების დაავადება და სისხლნაკლებობა. სეზონი - მაის-ოქტომბერი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უშვერიძე გ. მეტრეველი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 199, თბ., 1986 წელი.
  • ალადაშვილი ბ. საოჯახო მედიცინა. გვ.493. თბილისი, 1984.
  • ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ.768. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო.“ თბილისი 1973.