შინაარსზე გადასვლა

ზემო ბარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ბარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი ბარი
კოორდინატები 42°31′24″ ჩ. გ. 43°18′11″ ა. გ. / 42.52333° ჩ. გ. 43.30306° ა. გ. / 42.52333; 43.30306
ცენტრის სიმაღლე 1200 მ
მოსახლეობა 36[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ბარი — საქართველო
ზემო ბარი
ზემო ბარი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ზემო ბარი
ზემო ბარი — ონის მუნიციპალიტეტი
ზემო ბარი

ზემო ბარი — სოფელი საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), ბარის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზემო ბარი, სამთისი, ქვემო ბარი).

მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. ბარულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 1200 მ-ზე, ონიდან 25 კმ-ში. ძველად იყო სოფელ ბარის ნაწილი. შემორჩენილია შუა საუკუნეების მთავარანგელოზთა ერთნავიანი ეკლესია ფრესკული მოხატულობით.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]793148
2014[1] 361719
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II