კოლვეზი
ქალაქი | |
---|---|
კოლვეზი ფრანგ. Kolwezi | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
პროვინცია | ლუალაბის პროვინცია |
შიდა დაყოფა | Manika, Kolwezi და Dilala |
კოორდინატები | 10°43′00″ ს. გ. 25°28′00″ ა. გ. / 10.71667° ს. გ. 25.46667° ა. გ. |
დაარსდა | 1937 |
ფართობი | 213 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1448 მ |
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა |
მოსახლეობა | 453 147 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 2100 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
კოლვეზი (ფრანგ. Kolwezi) — ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლუალაბის პროვინციაში, ქალაქ ლიკასიდან დასავლეთით. ქალაქში მდებარეობს სარკინიგზო კვანძი და აეროპორტი. მოსახლეობა — 453 147 ადამიანი (2012 წელი)[1].
კოლვეზი სპილენძის და კობალტის მოპოვების მთავარი ცენტრია. აქ ასევე მდებარეობენ ურანის, რადიუმის და კირქვის საბადოები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი დაარსდა 1937 წელს, როგორც კორპოტაცია High Katanga Mining Association-ის (UMHK) შტაბ-ბინა.
1960-იანი წლების შუა პერიოდიდან ქალაქში მუშაობდა გრიგორიატის მონასტრის ბერძენი ბერის კოსმა გრიგორიატის მართლმადიდებლური მისია, 1978 წელს ის ხელდასხმული იქნა მღვდლად და იმავე წლის ოქტომბერში დაბრუნდა ზაირში და თავისი სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი გაატარა ამ ქალაქში. კოლვეზიში აქტიურად მუშაობდა ინტერნატი ბიჭებისათვის, გახსნილი იქნა 55 მრევლი, მონათლული იქნა 1500-ზე მეტი აბორიგენი; მას შემდეგ, რაც 1989 წლის 27 იანვარს კოსმა დაიღუპა ავტოკატასტროფაში[2], მისიონერული მოღვაწეობა გააგრძელა მღვდელმა მელეტიამ[3].
1978 წლის 13 მაისს აჯანყებულებმა, რომლებსაც ანგოლის ხელისუფლება უჭერდა მხარს, დაიპყრეს ქალაქი. წესრიგის აღსადგენად ზაირის ხელისუფლებამ დახმარება სთხოვა აშშ-ს, საფრანგეთს, მაროკოს და ბელგიას. აჯანყებულების გასადევნად და მძევლების გასათავისუფლებლად ამ რაიონში გაიგზავნა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის დესანტი პოლკოვნიკ ფილიპ ერულენის მეთაურობით. ბელგიის ჯარმა ასევე გააგზავნა 750 ჯარისკაცი. ბრძოლების შედეგად დაიღუპა 700 აფრიკელი, მათ შორის 250 აჯანყებული, 170 ევროპელი მძევალი და 6 მოდესანტე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ World Gazetter: Congo (Dem. Rep.) — largest cities (per geographical entity). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-08. ციტირების თარიღი: 2012-12-08.
- ↑ დამასკინ გრიგორიატი, 2630 - კოსმა გრიგორიატის მისიონერობა კონგოში (სალონიკი 1942 - 1989 წლის 27 იანვარი, კონგო) (ბერძნული) = Μοναχοῦ Δαμασκηνοῦ Γρηγοριάτου. 2630 - Ο Ιεραπόστολος του Κογκό π. Κοσμάς Γρηγοριάτης (1942 Θεσσαλονίκη - 27 Ιανουαρίου 1989 Κογκό) // newsnowgr.com.
- ↑ მართლმადიდებლური ენციკლოპედია ტომი XIII. — М.: საეკლესიო-სამეცნიერო ცენტრი «მართლმადიდებლური ენციკლოპედია», 2006. — С. 88-97. — 752 с. — 39 000 ეგზ. — ISBN 5-89572-022-6
|