შინაარსზე გადასვლა

კალათბურთის პოზიციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამი საკალათბურთო პოზიცია — რომელიც კალათბურთში მეტად ცნობილია არის გარდი, ფორვარდი და ცენტრი. უფრო სპეციფიკურად შეიძლება ამ პოზიციების კლასიფიცირება 5 პოზიციად: გამთამაშებელი (Point Guard), მსროლელი (Shooting Guard), მსუბუქი ფორვარდი (ფრთა)(Small Forward), მძიმე ფორვარდი (Power Forward) და ცენტრი (Center). კალათბურთის წესები არ უწევს ამ პოზიციებს კონკრეტულ დაკვირვებას, ასე რომ თითოეულ თამაშში შეიძლება არც იყოს გამოყენებული ყოველი მათგანი. აქედან გამომდინარე, ეს ჯგუფი იყოფა 2 ნაწილად: თავდასხმითი და დაცვითი.

Basketball positions

გამთამაშებელი (Point Guard)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამთამაშებელი, ასევე ცნობილია როგორც პირველი მოთამაშედ, რომელიც საუკეთესოდ ანაწილებს ბურთს და უმეტესწილად ზუსტადაც. გამთამაშებლის პოზიციის ექვივალენტია გამთამაშებელი ნახევარმცველი ფეხბურთში, სეტერი ფრენბურთში, ქორტერბექი ამერიკულ ფეხბურთში ან ცენტრი ყინულის ჰოკეიში, სადაც მათ უმეტესწილად აქვთ საშუალება გაანაწილონ უკეთესად ბურთი. გამთამაშებელი ტიპურად დაბალი მოთამაშეა. NBA-ის შემთხვევაში, უმეტესწილად გამთამაშებლის სიმაღლე არის 1.83-1.93 მეტრს შორის. ევროპაში, გამთამაშებლის სიმაღლე 1.80-1.93 მეტრია, რაც ძალიან მცირედი განსხვავებაა.

აღსანიშნავი გამონაკლისი არის მეჯიკ ჯონსონი, რომელიც NBA-ს ყველაზე მაღალი გამთამაშებელია, რომელსაც ამ პოზიციაზე უთამაშია (2.06 მ) მთელი ისტორიის მანძილზე. ასევე ყველაზე დაბალი მოთამაშეა მაგსი ბოგუსი, რომლის სიმაღლე 1.60 მ და ირლ ბოიკინსი 1.65 მ იყო.

მსროლელი, აგრეთვე ცნობილი როგორც მეორე, ჩვეულებრისამებრ გუნდში საუკეთესო მსროლელია, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ესროლოს 6 მეტრის, ან უფრო დიდი დისტანციიდან. გარდა შორიდან სროლისა, მსროლელს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ კარგად ფლობდეს ბურთს, ასევე ფართან გუნდის შეტევის ნაყოფიერად დასრულება შეეძლოს. NBA-ის ტიპური მსროლელის სიმაღლე 193-201 სმ-ია. ევროპელი ტიპური მსროლელის სიმაღლე კი 189-198 სმ-ია.

ეს პოზიცია დღევანდელ კალათბურთში აძლევს საშუალებას მოთამაშეს, შექმნას თავისუფალი ზონები და შექმნას მეტი შესაძლებლობა სხვა მოთამაშეებისთვის. მსროლელები არიან უფრო მეტად სწრაფები და გამხდრები, ვიდრე სხვა მცველები და ასევე უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე, ვიდრე მცირე ფორვარდები. ცნობილი მსროლელები არიან: დუეინ უეიდი, კობი ბრაიანტი, მაიკლ ჯორდანი, ჯეისონ ტერი, ტრეისი მაკგრედი, რიჩარდ ჰემილტონი, რეჯი მილერი, რეი ალენი, კლაიდ დრექსლერი, ჯერი ვესტი.

მსუბუქი ფორვარდი (ფრთა) (Small Forward)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსუბუქი ფორვარდის (ფრთის) მოთამაშეები არიან უფრო გამხდრები, სწრაფები და მოქნილები ვიდრე მძიმე ფორვარდი და ცენტრი. NBA-ში მათი სიმაღლე 196-206 სმ-ია. ევროპაში მათი სიმაღლე 193-203 სმ-ია. ფრთის როლი ყველაზე უნივერსალურია კალათბურთის 5 კაციან შემადგენლობაში, მისი როლიდან გამომდინარე, რომელიც ხანდახან მძიმე ფორვარდის მსგავსია, ხანდახან კი მსროლელის ფუნქციებსაც ითავსებს. ფრთისა და მსროლელის პოზიციები ხანდახან შენაცვლებადიც არის.

მსუბუქი ფორვარდის (ფრთის) ფუნქციაშია ასევე კალათში ფარიდან ჩაგდება, სლემ დანკი. მათ ასევე შეუძლიათ დაცვითი ფუნქციების შესრულება.

მძიმე ფორვარდი (Power Forward)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრეთვე ცნობილი როგორც „4“, რომელიც თამაშობს იგივე სტილში, როგორც ცენტრი, რომელსაც დაცვაში მეტოქის მოთამაშეთა ბლოკი ევალება. თავდასხმაში ის მოხსნებს და მეტოქის ფართან თამაშს ითავსებს, ასევე დაცვაში მათი როლი ზონური დაცვა ან პერსონალურად მეტოქე - მძიმე ფორვარდის აყვანაა. ტიპური NBA მძიმე ფორვარდები სიმაღლეში 203-213 სმ არიან, ევროპაში კი 203-208 სმ სიმაღლეა.

ცენტრი, აგრეთვე ცნობილი როგორც „5“, ჩვეულებრისამებრ თამაშობს ბაზისურ თამაშს, რომელიც ხურავს ფართან მისასვლელს. გუნდში ძირითადად ყველაზე მაღალი მოთამაშე ზუსტადაც რომ ცენტრის პოზიციის მოთამაშეები არიან, NBA-ში მათი სიმაღლე 213 და მეტია, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც: ჩაკ ჰეისი - 198 სმ და უეს ანსილდი - 201 სმ. ევროპაში მათი სიმაღლე 208 სმ-ზე მეტია, მაგრამ ძალიან იშვიათად რომ 213 სმ-ზე მაღალი იყოს. ცენტრი უმეტესწილად ქულას ფარის ქვემოდან აგდებს, მაგრამ შეიძლება პერიმეტრიდანაც კარგად ისროლოს, რომელიც ასევე მოხსნების და ფარის დაკეტვის საშუალებას აძლევს.

ცენტრის პოზიცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციადაა მიჩნეული. მოთამაშეები, ჰაკიმ ოლაჯუონი, პატრიკ იუინგი, შაკილ ონილი, იაო მინგი და დუაით ჰოვარდი NBA დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]