ვაციწვერი
იერსახე
ვაციწვერი | |
---|---|
კოორდინატები: 42°52′00″ ჩ. გ. 43°19′00″ ა. გ. / 42.86667° ჩ. გ. 43.31667° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2910 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
გამავალი გზა | საცალფეხო |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ვაციწვერი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხისა და ონის მუნიციპალიტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2910 მ.
ვაციწვერის მიდამოები აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. უღელტეხილი საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ზემო დინებათა ხეობებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვაშაკიძე ც., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 215.
|