დუმბარტონ-ოქსის კონფერენცია
იერსახე
დუმბარტონ-ოქსის კონფერენცია — კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა მშვიდობისა და უშიშროების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების საკითხს; მიმდინარეობდა 1944 წლის 21 აგვისტოდან – 7 ოქტომბრამდე ვაშინგტონში დუმბარტონ-ოქსის ვილაში. მოლაპარაკება მოეწყო ორ ეტაპად: 21 აგვისტო – 28 სექტემბერს მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, ხოლო 29 სექტემბერი – 7 ოქტომბერს – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები. კონფერენციაზე მომზადდა წინადადებანი, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო გაეროს წესდებას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 651.
|